მე მგონი კითხვა არიან თუ არა მასონები(ანუ თავისუფალი კალატოზები) უკვე არავისთვის დგას. მით უმეტეს რომ ჩრდილიდან გამოსვლა დაიწყეს. ზოგი ადრე შეთქმულების თეორიებს აბრალებდა და აშ.
უბრალო გასართობი კლუბი რომ არაა, მგონი ყველასთვის ნათელია. ყველა ქვეყანაში მათი წევრები არიან მაღალი პოლიტიკური ეშელონების, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ასევე გავლენიანი პირები. ერთი სიტყვით ისინი ცდილობენ რომ მაქსიმალურად მოიზიდონ საზოგადოებაში ძლიერი პოზიციების გავლენიანი ხალხი.
რა მიზანი უნდა ჰქონდეთ ასეთი გავლენიანი ხალხის კავშირს, თანაც საიდუმლოებებით მოცულ კავშირს? სადაც დაბალი ეშელონების წევრებმა არ იციან ორგანიზაციის ის საიდუმლოებები რომლებიც მხოლოდ მაღალი რანგის წევრებმა იციან?
ეს არის მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაცია, რომელსაც მრავალი ლოჟა აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
არიან თუ არა საქართველოში მასონები? ვინ შეიძლება იყვნენ ისინი და რა გავლენა აქვთ მათ ჩვენს პოლიტიკურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
ჩემთვის ცალსახაა რომ უნდა გვყავდნენ მასონები პოლიტიკურ წრეებში და გავლენიან ხალხს შორის. მიშა? ბიძინა? უსუფა? ბოკერია? ნეტა მარგველაშვილი ჯერ პროფანია?
ეს არის მასონების სურვილით გადაღებული ნეიშენალ ჯეოგრაფიკის დოკუმენტური ფილმი. თან ძალიან საინტერესო.
ესეც ქართული მასონთა ლოჟის ფეისბუკის გვერდი (თუ არ ტროლაობენ

) ოღონდ იმედია მერკანტილურები დასარეგისტრირებლად ან გასაწევრიანებლად არ გაიქცევიან
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A5%E1...108266295933247ერთი სიტყვით მასონებს თავის გაცნობა მოუნდათ და გავიცნოთ ისინი.
მოდერ თემა ქართულ პოლიტიკას ეხება და არა მსოფლიოს, ჩვენს ქვეყნანასაც ეხება და იმიტომ.

ხო კიდევ... ათეისტებს არ იღებენ
This post has been edited by ecklesiast on 10 Jan 2014, 04:13