ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი თუ რა პრობლემებს აწყდებიან ბინის ძებნისას და მეც შემიძლია კიდევ ბევრი სხვა პრობლემა დავამატო

. საქართველოში არსებობს 77-ზე მეტი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტი!!! წარმოიდგინეთ რამდენ ადგილასაა მიმოფანტული ინფორმაცია. განცხადებები მოძველებულია, ბევრი უკვე გაყიდული და გაქირავებული ქონება დევს. ძალიან ბევრი არაზუსტი ინფორმაციაა. მოკლედ ქაოსია და რა ხდება ბაზარზე ვერ გაიგებ. მე როგორც უძრავი ქონების შემფასებელი, შემიძლია გითხრათ რომ ამ ყველაფერს აგვარებს ბაზრის ამერიკული მოდელი - MLS (multiple listing service). და ძალიან მალე ის საქართველოში ამუშავდება. ჰოლანდიური კომპანია შემოდის და ქმნის ამ სისტემას. ეს მთლიანად შეცვლის უძრავი ქონების ბაზარს.