საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარეს" მისია
ფონდი "ლაზარე" იღწვის ისეთი საზოგადოებისათვის, სადაც სრულიად დაცულია სოციალური სამართლიანობის პრინციპები და ყველა ადამიანს აქვს დაცულობის განცდა, სადაც ყველა დაზარალებულებს შეუძლია მიიღოს გადაუდებელი, სწრაფი და ხარისხიანი ჰუმანიტარული დახმარება, სოციალურად დაუცველ ფენებს აქვთ საზოგადოებაში ინტეგრირების საშვალება და სიღარიბიდან თავის დაღწევისათვის თანადგომის მიღების შესაძლებლობა.
ლაზარეს მისიაა საპატრიარქოს სტრუქტურებთან აქტიური კოორდინაციით უზრუნველყოს სოციალური პროგრამების მიწოდება და დაეხმაროს ეპარქიებს დანერგონ სოციალური დახმარების და განვითარების პროექტების მიწოდების ეფექტური ქმედითი სისტემები.
ფონდი ლაზარე მეტწილად განვითარების ორგანიზაციაა და ჰუმანიტარულ საქმიანობას აქტიურად მიმართავს მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების დროს.
სტრატეგიული მიმართულებები:
1. ეპარქიებში დაუცველი ფენებისათვის სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა მუდმივმოქმედი ცენტრებისა თყ განვითარების სხვადასხვა პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის გზით.
2. დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიური ინტეგრირება სახელობო სწავლებითა და განათლებით.
3. დაუცველი ფენების ახალგაზრდებისა და ბავშვების სოციალური ინტეგრირება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა სასწავლო რეკრეაციული ბანაკებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობით.
12 Июнь, 2006 - 11:22
წყარო:
http://geo.primenewsonline.com/?c=123&a=9862ქართველი მკითხველი ლიტერატურული ჟურნალების "ცისკარისა" და "მნათობის" განახლებულ ვარიანტებს იხილავს. ჟურნალების გამოცემას, რაც უკვე ორი წელია შეწყვეტილია, საქართველოს საპატრიარქოს ფონდი დააფინანსებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალების მთავარი რედაქტორების მხრიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისადმი თხოვნის საფუძველზე მიიღეს. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამ ჟურნალების გამოცემის განახლება აუცილებელია ერის სულიერი განვითარებისთვის.
ჟურნალების განახლებული ვარიანტები სავარაუდოდ ორ თვეში გამოვა. "ცისკარს" წელს 150 წელი უსრულდება, ხოლო "მნათობს" – 80.
საპატრიარქოს ფონდის ოფისში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
თბილისი 19:35 - 01.12.11 "ჯი-ეიჩ-ენი"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში ხვალ, 2 დეკემბერს, 14.00 საათზე მოეწყობა ღონისძიება: „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული". საღამოზე თბილისის #55 საჯარო სკოლის უმცროსკლასელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა, სათამაშოები და სხვა ნივთები გადაეცემა არასამთოვრობო ორგანიზაციას - ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის" და მოხმარდება შეჭირვებული ოჯახების ინვალიდი ბავშვებისათვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი ამ აქციით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდი ეხმაურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს.
ღონისძიების ორგანიზატორია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი, არასამთოვრობო ორგანიზაცია - ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის".
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდში, პროექტის - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" - ფარგლებში რეგულარულად ეწყობა გამოფენები, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის უმცროსკლასელები.
საპატრიარქოსთან არსებული ფონდის ,,გაამწვანე საქართველოს" დახმარებით, რუსთავში 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დარგეს
17:42 - 22.ნოემბერი.2013
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი შეიქმნება.
მასში გაწევრიანება ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეეძლება. ფონდის მიზანი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და მისი პოპულარიზაცია იქნება. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
მანამდე კი ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მარიამ მაგდალინელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. ქადაგების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და გვარები დალოცა.
დღეს საღამოს, სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად, კათალიკოს-პატრიარქი ორი კვირით გერმანიაში გაემგზავრება.
* * *
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვის შესაბამისად 0,5ლ, 1ლ და 2ლ). საბოლოოდ კი, შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებული მოზარდების მომავალს მოხმარდა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” მიერ განხორციელებული პროექტები
უფასო სასადილოების მოწყობის პროგრამა (1995-2000 წლები)
პროექტის მიზანი: გაჭირვებულთა ცხელი სადილით უზრუნველყოფა.
გაჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიები (ინვალიდები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანები, მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახები) სადილს უფასო სასადილოებში იღებდნენ. ასე, რომ ამ საკვების გაყიდვა ან რამეში გაცვლა არ ხდებოდა. ყოველდღიური სადილი რომელიც ასეთი ტიპის სასადილოებშია იზიდავს გაჭირვებულებს, რადგან ის ამცირებს მათ ხარჯებს და ფიზიკურ შრომას რაც საკვების მისაღებად არის საჭირო. განსაკუთრებით რთულია საკვების მომზადება ზამთარში, როდესაც სათბობის დეფიციტია და ნავთი ძვირია. ასევე ისინი გაურბიან იზოლირებულ და ერთფეროვან ცხოვრებას უფასო სასადილოებში ყოველდღიური სიარულით, ერთმანეთთან კონტაქტით. ეკლესიებთან არსებული სასადილოების ქსელი და „ლაზარეს“ გამოცდილება ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებას უზრუნველყოფს. 1995 წლის იანვრიდან 2000 წლის იანვრამდე პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დონორის დახმარებით.
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროექტი მარტყოფის ბავშვთა სახლში (1999 წელი)
1999 წელს ახალზელანდიურმა ორგანიზაციამ API „ლაზარეს“ შესთავაზა ფსიქოლოგიური მომსახურეობა, მოხალისეთათვის ტრენინგის მოწყობა და მენტალურად და ფსიქიკურად უუნარო ობლებისა და ქუჩის ბავშვთა გამოკვლევა და მკურნალობა. ეს განხორციელდა მარტყოფის ბავშვთა სახლში (60 ბავშვი). მოწვეულ იქნა კვალიფიციური ფსიქოლოგი, რომელიც ზემოთაღნიშნულ მომსახურეობას ასრულებდა 1999 წლის სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ 48 კვირაზე მეტ ხანს. პროექტის გაგრძელება დამოკიდებულია დაფინანსებაზე მომავალში.
კერვის პროგრამა (1995-2000 წლები)
გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა „ლაზარე“ სხვა ტიპის საქმიანობასაც ეწეოდა. 1995 წლის აპრილიდან 2000 წლის სექტემბრამდე ხდებოდა დევნილი ქალების დასაქმება. დონორი-IOCC (INTERNATIONAL ORTHODOX CHRISTIAN CHARITIES), WCS (CHURCH WORD SERVICE). ისინი კერავდნენ საბნებსა და ლეიბებს და იღებდნენ გასამრჯელოს, ხოლო მათი ნახელავი ურიგდებოდათ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, ინვალიდებს და თავად დევნილებსაც.
სულიერ-ფსიქოლოგიურ-საგანმანათლებლო პროექტი (2000 წელი)
2000 წლის აგვისტოში დაარსდა FM 105’4 16 (საათი) რადიო სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სულიერ-ფსიქოლოგიურ-საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს მოსახლეობისათვის. ეს პროექტი მიმდინარეობს საპატრიარქოს დახმარებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებისათვის უმძიმეს სოციალურ პერიოდში.
დევნილ ქალთა თვითუზრუნველყოფის პროექტი (2002 წელი)
2002 წლიდან რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო დონორის ფინანსური მხარდაჭერით (UNDP, USAID, Word Bank, SCD) „ლაზარემ“ დაიწყო დევნილ ქალთა თვითუზრუნველყოფის პროექტის განხორციელება, რომელიც 2004 წლამდე გაგრძელდა. პროექტი ითვალისწინებდა დევნილი ქალებისათვის სილამაზის სალონების მოწყობას დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში (საერთო საცხოვრებლებში, სასტუმროებში) და მათთვის პროფესიული ტრეინინგის ორგანიზებას სტილისტის, კოსმეტოლოგის, მანიკურ-პედიკურისტისა და მასაჟისტის სპეციალობების დასაუფლებლად. პროექტში მონაწილეობა მიიღო 56 დევნილმა ქალმა, მოგვიანებით 2005-2006 წ.წ. მსგავსი პროექტი შვეიცარიულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ HEKS-EPER-მაც დააფინანსა, რომელშიც დამატებით 16 დევნილი ქალი ჩაერთო.
სახელობო სწავლების პროექტები სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის
(2006-2010 წლები)
2006 წლის გაზაფხულზე მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში მოეწყო სასწავლო სახელოსნო სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის. სახელოსნოს მოწყობა შვეიცარიულმა ორგანიზაციამ HEKS-EPER-მა დააფინანსა. ოთხი წლის განმავლობაში (2006-2010) სახელოსნოში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოზარდები (მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ინვალიდი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდები, ბავშვები მრავალშვილიანი და მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახებიდან) უსასყიდლოდ ეუფლებოდნენ ხისა და ფერადი ლითონის დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიებს. „ლაზარე“ მოზარდებს დასაქმებაშიც ეხმარებოდა. რამდენიმე მოზარდი უკვე მუშაობს სხვადასხვა კერძო სახელოსნოებში და გარკვეული შემოსავალიც აქვთ. წარმატებული მოზარდთა ჯგუფებისათვის მოეწყო ახალი სახელოსნოები, ჩაუტარდათ ბიზნეს კურსები, რათა თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძონ და თავადვე მოიწყონ საკუთარი ცხოვრება მომავალში. 2010 წლის ივნისში დასრულდა სააქციო საზოგადოება „თელასი“-ს მიერ 2010წლის 1 თებერვლიდან დაფინანსებული სასწავლო სახელოსნოს პროექტი სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის. სახელოსნოში ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებოდნენ მინანქრის ტექნოლოგიას, ხატვასა და ჭრა-კერვას. 2010 წლის მაისის ბოლოს მოეწყო პროექტში მონაწილე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარული დახმარება
2008 წლის აგვისტოს ომის დროს „ლაზარე“ იწყებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობისათვის. 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის იანვრამდე 600-მდე დევნილს თბილისსა და გორში სისტემატიურად ურიგდებოდა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები: ხორცისა და თევზის კონსერვები, ფქვილი, მაკარონი, ფაფები ბავშვებისათვის და ა.შ.
საქველმოქმედო საღამოს ორგანიზება (2009 წელი)
2009 წლის 3 ნოემბერს „ლაზარეს“ ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომელიც დააფინანსა ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრმა (CTC). საღამოზე მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი ნორჩი მუსიკოსების მონაწილეობით, “ლაზარეს“ საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ფილმის პრეზენტაცია და სოციალურად დაუცველი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა.
საქველმოქმედო კონცერტის წაყვანისას ორმა ტელეწამყვანმა საპატრიარქოს ტელევიზიიდან დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ლაზარეს“ ისტორია. ფონდის პოპულარიზაციის მიზნით საზოგადოების საღამოზე მოწვეულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან საღამოს მოწყობის მიზანი საზოგადოების მეტად დაინტერესება და ჩართვა იყო მოზარდთა პრობლემის გადაჭრის საქმეში. გვინდა აღვნიშნოთ საქველმოქმედო საღამოს წარმატებული შედეგები:
· ადგილობრივი კომპანიის სააქციო საზოგადოება „თელასის წარმომადგენელმა საღამოს მსვლელობისთანავე გაახმოვანა კომპანიის გადაწყვეტილება „ლაზარესათვის“ გამოეყო თანხა სამკერვალო და სამხატვრო სახელოსნოების მოსაწყობად.
· გარკვეული თანხა შეგროვდა „ლაზარეს“ სასწავლო სახელოსნოებში სოციალურად დაუცველი მოზარდების მიერ დამზადებული ნამუშევრების გამოფენა გაყიდვის შედეგად. ეს თანხა გადაეცათ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოზარდებს დევნილთა ცენტრში მათთვის მოწყობილ სახელოსნოსთვის მასალების შესაძენად.
· საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ფონდიდან „ლაზარეს“ ყოველწლიურად გადაერიცხება გამოყოფილი თანხა სასწავლო სახელოსნოს დაფინანსების გასაგრძელებლად.
· სამომავლოდ შემოთავაზებულ იქნა თანამშრომლობა გერმანული და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების EED და IOCC მიერ.
სახელობო სწავლების პროექტები სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის
(2010-2011 წლები)
სააქციო საზოგადოება „თელასის“ დაფინანსებით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ პროფესიული განათლების მიღების საშუალება მისცა 170 სოციალურად დაუცველ მოზარდს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭრა-კერვის, ხატვის, მინანქრის და ხის დამუშავების სახელოსნოები, სადაც ახალგაზრდები უფასოდ დაეუფლნენ სხვადასხვა პროფესიებს.
საზაფხულო საერთაშორისო ბანაკები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის
(2007-2011 წლები)
პროექტი ითვალისწინებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების აქტიურ დასვენებას საზაფხულო ბანაკებში, სადაც გასართობ-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ეწყობოდა. ერთის მხრივ საერთაშორისო ბანაკები ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების დამეგობრებას, ასევე აქ ბავშვები ივიწყებდნენ თავიანთ ყოველდღიურ პრობლემებს, იძენდნენ ახალ მეგობრებს და უამრავ საინტერესო რამეს სწავლობდნენ. ხდებოდნენ უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურები, მხიარულები, ეჩვეოდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ბანაკში ყოველი დღე თემატურად დატვირთული იყო, რაც მორგებულია მოზარდთა ასაკსა და ხასიათზე. ეწყობოდა სიყვარულისა და მეგობრობის, სიცილისა და იუმორის, ინტერნაციონალური, თეატრის, მუსიკისა და კინოს დღეები. ასევე იმართებოდა ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები. პროექტი დაიწყო 2007 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდა 2011 წლამდე. 2009 წლამდე პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები საქართველოდან და სომხეთიდან. 2010 წლის ზაფხულიდან პროექტში აზერბაიჯანელი ბავშვების ჩაეთვნენ.
პროექტის განხორციელებისთვის ხდებოდა მასში მონაწილე ბავშვებისა და ლედერების შერჩევა. ლიდერები გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას, რათა შეეძინათ ბანაკში მუშაობისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. ტრენინგის ორგანიზებას ტრენერების შერჩევას, მათ მოწვევას, ტრენინგის პროგრამის დამტკიცებას „ლაზარეს“ შტატი ახორციელებდა.
ბანაკის პროგრამა ისე იყო შედგენილი, რომ პროექტში მონაწილე ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ყველა ღონისძიებაში ჩართული მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა. ყველა თამაში თუ მოქმედება ბანაკში გუნდურ პრინციპზე იყო ორიენტირებული და ხელს უწყობდა გუნდური სულის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მოზარდებში. ხშირად საჭირო ხდებოდა ინდივიდუალური მიდგომა იმ მოზარდებთან, რომელთაც ქონდათ კომუნიკაციის პრობლემა, რათა მათ კომფორტულად ეგრძნოთ თავი თანატოლების გარემოცვაში, ყოფილიყვნენ არა განცალკევებით, არამედ ყურადღების ცენტრში.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სხვადასხვა ერებს შორის კულტურათა ურთიერთგაცვლა, კონფლიქტების მოგვარება, ტოლერანტობისა და მეგობრული გრძნობის გაღვივება.
ამ მიზნით ბანაკის პროგრამა ითვალისწინებდა ენის შესასწავლ გაკვეთილებს, ერთმანეთის კულტურისა და ისტორიის გაცნობას. მოზარდები სწავლობდენენ ინგლისურ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს. ასევე ერთმანეთს ასწავლიდნენ თავიანთ ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს. პროექტი ასევე ითვალისწინებდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დღეების ჩატარებას. ეწყობოდა ექსკურსიები სხვადასხვა ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. ხდებოდა ფილმების ჩვენება და მათი განხილვა. 1. ბანაკური ცხოვრება. 2. სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მეგობრობა. 3. მოზარდთა პრობლემები დღეს.
ბანაკის პროგრამაში ჩართული იყო ღონისძიებები, რომლებიც მოზარდთათვის ეკოლოგიური პრობლემების გაცნობის, ბუნების დაცვისა და შენარჩუნების, ასევე ბუნებაში ორიენტაციის უნარ-ჩვევების შეძენას ემსახურებოდა. ამ მიზნით ხშირად ხდებოდა მოზარდების გაყვანა ახლომდებარე ტყეებში ან ველებზე გარემოს უკეთ შესასწავლად,.
გარდა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებისა ბანაკში სახვითი ხელოვნებისა და ხელსაქმის გაკვეთილებიც ტარდებოდა. ეწყობოდა მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა. იმისათვის, რომ მეტი სიხალისე შეგვეტანა ამ პროცესში, ბანაკში დავაწესეთ ერთი დღე, რომელსაც ყველას დაბადების დღე დავარქვით. ბავშვები ამ დღეს თავიანთი ხელით უმზადებდნენ ერთმაბენთს საჩუქრებს, რომლებსაც ცხვებსაც ჩუქნიდნენ და თვითონაც იღებდნენ. ბავშვები ბანაკში უზრუნველყოფილნი იყვნენ კეთილმოწყობილი ოთახებით, ცივი და ცხელი წყლით, ოთხჯერადი კვებით, ასევე სამედიცინო მომსახურებითა და საჭირო მედიკამენტებით .
საზაფხული საერთაშორისო ბანაკების პროექტი სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის
(2012-2015 წლები)
2012 წლის დასაწყისში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ“, სომხეთის არასამთავრებო ორგანიზაცია სიუნიკთან (Sunik ) და აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციასთან (Azeriwomen Association ) ერთად, მუშაობა დაიწყო პროექტზე, სახელწოდებით: „სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“, რომელიც შვეიცარულ ორგანიზაცია ,,HEKS-EPER“-ს წარედგინა. მარტში, თბილისში, სამივე მხარესა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შორის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბანაკების პროგრამების საბოლოო ვარიანტი დეტალურად იქნა განხილული და ,,HEKS-EPER“-ის თანადგომით ახალი სამწლიანი ფაზა დაფინანსდა. 2012 წლის ზაფხულში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბანაკის ორი ნაკადი შეიკრიბა, რომლის მთავარ მიზანს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის გაცნობა, ტოლერანტობის არსის შემეცნება, კონფლიქტების მოგვარების საკითხების გაცნობა და სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების დამეგობრება წარმოადგენდა. პირველი, 2012 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ახალდაბაში განხორციელდა, რომელშიც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდები მონაწილეობდნენ (120 ბენეფიციარი). და მეორე, რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, სომხეთში, ეღეგნაძორის რაიონში გაიმართა. ამჯერად, პროექტში მონაწილეობა, მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მხარის, 16-დან 18 წლამდე ასაკის 60 ბენეფიციარმა მიიღო. ორივე საზაფხულო ბანაკში, მოზარდებითვის შექმნილი იყო დასვენებისა და გართობისათვის აუცილებელი ჯანსაღი გარემო, ეწყობოდა სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალური თუ სპორტულ ღონისძიებები. თითოეული მონაწილე სრულად იყო ინტეგრირებული საბანაკე ცხოვრებაში, რაც მათ საშუალებას აძლევდათ საკუთარი ცოდნის, უნარების, ინტერესებისა და შესაძლებლობების წარმოჩენაში.