თუ სწორად მახსოვს პირველი გადაცემაა მხოლოდ რელიგიაზე, ბევრგან ეხებიან იშვიათად რელიგიურ თემებს, გაკვრით, ფრთხილად და მიჩუმდება ხოლმე თემა. არადა რელიგიით დაინტერესებული ხალხი არის საქართველოში იმ რაოდენობით,რომ იყოს ყოველკვირეული საინტერესო გადაცემა ,სხვადასხვა თემაზე.
ამ კვირის 20 ნოემბრის გადაცემა.
გელასი აროშვილი
ალტერნატიული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი (მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში) მღვდელი გელასი აროშვილი ტაბულას 1997 წელს, საპატრიარქოს იურისდიქციიდან გასვლის მიზეზებსა და ანტიეკუმენურ პოზიციებზე ესაუბრება. მოვლენები, რომელმაც საქართველოს საპატრიარქო აიძულა ეკუმენური მოძრაობა დაეტოვებინა. რა პრეტენზიები აქვს სასულიერო პირს, ოფიციალურ საპატრიარქოსთან საბჭოთა კავშირში და დღეს. როგორ ხედავს მისი ეკლესია სოციალურ საკითხებსა და კანონმორჩილებას.
მღვდელი გელასი ჩვენთან საუბარში კონსერვატული მართლმადიდებლობისა და იზოლაციონიზმის შეუთავსებლობაზეც საუბრობს.
წინა გადაცემები:
ვისაც უნდა გახსნის ცალკე თემას,მაგრამ კარგი იქნება აქ თუ ვისაუბრებთ წინა თემებზე, არსებულზე და ახალსაც აქ დავდებთ ვისაუბრებთ, დისკუსია და ა.შ