http://www.dachi.com.geCHECK_Ge 2
ქართული მართლწერის შემოწმება
MS WORD -ში (მეორე ვერსია)
ეს პროგრამა მუშაობს MS WORD 97, MS WORD 2000, MS WORD-XP-ს გარემოში, სისტემებში Windows-95, -98, -Me, -NT, -2000, -XP და ასრულებს ქართული სიტყვაფორმების მართლწერის შემოწმებას. პროგრამა იყენებს პაკეტ �აი ია�-ს განახლებულ ლექსიკონებს. იგი მოიცავს 14 მილიონამდე სიტყვაფორმას, ამის გარდა მოწმდება ემფატიკური �ა� და თხრობითი �ო� ფორმები, რიცხვითი სახელები, ქართული გვარები და სახელები. დამატებულია პუნქტუაციის მარტივი შემოწმება (მოწმდება მძიმე "რომ", "რადგან"... და მსგავსი სიტყვების წინ) და სიტყვების დამარცვლა გადატანისთვის, ტექსტის კოდირების და უნიკოდის შეცვლა
მომხმარებლის სახელმძღვანელო
კომპაქტ-დისკიდან შეასრულეთ ინსტალაცია პროდუქტის სერიული ნომრის მითითებით. Install.### დაადგენს WORD-ის რომელი ვერსიაა თქვენს კომპიუტერში და ჩაწერს საჭირო ფაილებს. ამის შემდგომ ამოიღეთ კომპაქტ დისკი. მისი ჩადება საჭირო იქნება ზოგჯერ, როცა პროგრამა სერიული ნომრის დადასტურებას მოითხოვს.
კომპაქტ-დისკის გადაწერა დაუშვებელია. ყველა საავტორო უფლება დაცულია.
WORD-ის შესრულებისას გამოჩნდება ახალი ორი ღილაკი.
მართლწერის შემოწმება
მარცხენა ღილაკი იწყებს ტექსტის შემოწმებას. პროგრამა ავტომატურად დაადგენს თქვენი ტექსტის კოდირებას. იგი მუშაობს შემდეგი ალტერნატიული ვარიანტებისათვის:
1. კოდები იწყება 192-დან, ძველი ასონიშნები (ჱჲჳჴჵ) შერეულია
2. კოდები იწყება 192-დან, ძველი ასონიშნები (ჱჲჳჴჵ) გატანილია
3. ანბანი მიჰყვება ინგლისური კლავიატურის განლაგებას (
4. abgdevzTiklmnopJrstufqRySCcZwWxjh) ანბანი მიჰყვება რუსული კლავიატურის განლაგებას (
5. f,ultdpsbrkvyjg;hcneamq.ixw'oz[]/) ანბანი მიჰყვება საბეჭდი მანქანის განლაგებას, წააგავს 4)-ს (
6. f,ultdpsbrkvyjg;hcneamq'ix].oz[w/) მომხმარებლის მიერ შერჩეული ნებისმიერი კოდირებისთვის
უნიკოდს მნიშვნელობა არ აქვს.
ტექსტის შემოწმებისას გამოჩნდება პანელი, უცნობი სიტყვების სიით (ეს სიტყვები მოინიშნებიან ტექსტშიც დაკლაკნილი წითელი ხაზით). თუ ალამი მძიმესთან ჩართულია, მაშინ მოწმდება პუნქტუაციაც და სიაში გადავლენ ის სიტყვები (რომ, რადგან...), რომელთა წინ მძიმე არ წერია.
შემოწმების დამთავრების შემდეგ ამ წითელ სიაზე თაგვის დაწკაპუნებისას პროგრამა ტექსტში მოძებნის მინიშნებულ სიტყვას და მწვანე ჩარჩოში ჩამოწერს სავარაუდო სიტყვაფორმების სიას (მარცხენა ღილაკი ხუთ ვარიანტს იძლევა, მარჯვენა ოცს).
მწვანე სიაში თაგვის დაწკაპუნებით უცნობი სიტყვა არჩეულით შეიცვლება. ხელით შეცვლა WORD-2000-ის ტექსტში პანელის ჩაუქრობლად შეიძლება, WORD-97-ში - პანელის ქვემოთა უჯრიდან ან პანელის გაუქმების მერე. ამ პანელის გარდა შემოწმებული ტექსტის ჩასწორება შეიძლება WORD-ის საშუალებითაც ( F7 ).
ღილაკი ლექსიკონში ჩაამატებს წითელ სიაში მონიშნულ სიტყვას.
ღილაკი მოძებნის ოცამდე სავარაუდო ვარიანტს (იგივეა რაც თაგვის მარჯვენა კლავიში წითელ სიაში).
პანელზე თაგვის მარჯვენა და მარცხენა კლავიშის დაწკაპუნებით შეირჩევა სიების შრიფტის ზომა და კოდირება.
კოდირების შეცვლა და გადატანა
სხვადასხვა კოდირების არსებობის გამო ხანდახან საჭირო ხდება ტექსტის ან მისი ნაწილის გადაკოდირება სხვა ალტერნატიულ ვარიანტზე. ამ ინსტრუმენტით შეიძლება ზემოთ აღწერილი კოდირებების შეცვლა:
მარცხენა ჩარჩოში აღნიშნულია შესაცვლელი კოდირება, მარჯვენაში ის - რითიც უნდა შეიცვალოს (ღილაკი "შეცვლა"). უნიკოდის სიაში ნაჩვენებია რიცხვი 848 (ხშირად გვხვდება 192 კოდირებიან შერეულ შრიფტებში. მათი დასახელება შეიძლება იწყებოდეს GEO_***; SP_***-თი) და 4112 (WIndows 2000-XP-ს 192 კოდირებიან მიმდევრობით შრიფტებში. დასახელება შეიძლება იწყებოდეს KA_***-თი). თუ მომხმარებლის შრიფტის უნიკოდი სხვაა, მაშინ იგი მითითებული უნდა იქნას მის მიერ. კოდირების შეცვლის შემდეგ შრიფტის შეცვლაზე მომხმარებელმა უნდა იზრუნოს. ღილაკი სწრაფად შეცვლის კოდირებას, მაგრამ თუ დოკუმენტი შეიცავს არატექსტურ ობიექტებს (ნახატები, ცხრილები და სხვა), შეიძლება ისინი დაიკარგონ, ამ შემთხვევაში შეცვლის წინ უნდა მოინიშნოს მხოლოდ ტექსტური ნაწილი. ღილაკით მომხმარებელს შეუძლია შეადგინოს ჩამოთვლილი (გავრცელებული) კოდირებებისგან განსხვავებული კოდირება და მოახდინოს ტექსტის ტრანსფორმაცია. ამავე გზით კოდირების არჩევისას იგი აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მართლწერის შემოწმებისას. ღილაკი "გადატანა" ტექსტში ჩასვამს რბილ (უხილავ-#31) გადატანის ნიშნებს (დამარცვლა წარმოებს იმ კოდირების მიხედვით რაც მარცხენა სიაშია მითითებული).
რამდენიმე მომხმარებლისგან მიღებულია ასეთი სახის შენიშვნები:
1) პროგრამის ინსტალაცია ნორმალურად სრულდება, Word-ში ჩანს ახალი ღილაკები, მაგრამ როცა მათ ვიყენებ გამოდის შენიშვნა: "Could not load an object because it is not available on this machine", ხოლო შემდეგ მეორე შეტყობინება: "Compile error invalid outside procedure" პროგრამა კი არ მუშაობს.
პასუხი:
თქვენ სარგებლობთ "Word 97"-ის იმ ვერსით, რომელსაც აკლია სტანდარტული კომპონენტები და ამასთან ერთად შეიცავს შეცდომებს ბეისიკ ინტერპრეტატორში (მაკროსების დამმუშავებელ პროგრამაში). პრობლემის გადაჭრა შეიძლება რამდენიმე გზით:
1. გააინსტალირეთ Word 97 ის ბოლო (შედარებით სრულყოფილი) ვერსია;
2. ამოიღეთ Word 97 და გააინსტალირეთ Word 2000;
3. ამოიღეთ Word 97, გააინსტალირეთ Word 2000, გადატვირთეთ კომპიუტერი, ამოიღეთ Word 2000 და ისევ გააინსტალირეთ Word 97 (თუ გსურთ Word 97-ში მუშაობა).
"მართლწერის" დისკი გააინსტალირეთ ბოლოს.
2) შემოწმების ღილაკზე როცა ვაწვები გამოდის შენიშვნა: Macros not found, Check macros security setting და შემოწმება არ სრულდება.
პასუხი:
გადართეთ მაკროსების უსაფრთხოება დაბალზე (TOOLS/MACROS/SECURITY), ან ჩართეთ ამავე პანელის მეორე ფურცელზე "ნდობის" ალამი. გამორთეთ WORD და ახლიდან ჩართეთ.
3) შემოწმების ღილაკზე როცა ვაწვები მიმდინარეობს ლექსიკონების ჩატვირთვა, შემოწმება კი არ სრულდება. ასევე არ სრულდება მეორე ღილაკის ფუნქციები.
პასუხი:
სავარაუდოა, რომ თქვენ სისტემაში მუშაობს ანტივირუსული პროგრამა, რომელიც წყვეტს WORD-ის მაკროსების მუშაობას. გამორთეთ ეს ანტივირუსი, ან მის პარამეტრებში მიუთითეთ, რომ არ შეწყვიტოს მიმდინარე მაკროსების მუშაობა.
4) ჩემთვის ცნობილია კლავიატურაზე ქართულის ორნაირი განლაგება: ინგლისური და რუსული. რაღას ნიშნავს 192 კოდირება?
პასუხი:
თუ თქვენ ქართული ტექსტის აკრეფისას გადართავთ ხოლმე კლავიატურას სავარაუდოა, რომ თქვენ მუშაობთ 192 კოდირებით ("ა"-ს კოდი არის 192, "ბ"=193, "გ"=194... იხილეთ ზემოთ), ამ შემთხვევაში კლავიატურაზე სიმბოლოების განლაგებას მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ კლავიატურის გადაურთველად, მხოლოდ შრიფტის შეცვლით წერთ - სავარაუდოა, რომ თქვენი კოდირება მიჰყვება ლათინურს ("ა"=97, "ბ"=98, "გ"=103...), რუსულს ("ა"=102, "ბ"=44, "გ"=117...) ან საბეჭდ მანქანას.
5) "ვლევდი" არ მონიშნა შეცდომად? (სწორია - ვსვამდი)
პასუხი:
"ვლევდი" არაა სწორი თუ იგულისხმება სასმელის დალევა. ხოლო სხვა შემთხვევაში (შემცირება-დაცოტავების აღნიშვნისას) სწორია: გალევა, გამოლევა, იგივე-დალევა, და სხვა. (ვლევდი, გავლიე, გავლევ...)
"ქართვე" არ მონიშნა შეცდომად? (სწორია - ქართველ)
პასუხი:
"ქართვე" ნაწარმოებია "ქარი"-ს ნართანიანი მიცემითით "ვე" ნაწილაკის დამატებით. მაგალითად: "მტვრის ნამცეცები ქართ მოაქვთ და ქართვე მიაქვთ". პროგრამა ამოწმებს მხოლოდ სიტყვაფორმების მართლწერას და არა შინაარსით მათ უადგილობას, ასეთი ტიპის შეცდომები მას შეუმჩნეველი დარჩება.
ლექსიკონის სტრუქტურა
მართლწერის შემმოწმებელი პროგრამის მოქმედების პრინციპი ემყარება ტექსტში ხანიდან ხანამდე ამოღებული სიტყვისგან სასვენი ნიშნების (, . ; : ! ? ( ) { } [ ] ") ჩამოცილებას და მის ლექსიკონში მოძებნას. თუ კონკრეტული სიტყვა ვერ მოიძებნა, მაშინ იგი ითვლება შეცდომად (უცნობ სიტყვად) და შესაბამისი წესით მოინიშნება.
ლექსიკონი შედგება ოთხი ნაწილისაგან:
1. სახელები (85 000) და მათგან დინამიურად სიტყვაფორმების წარმომქმნელი მოდული,
2. ზმნები (2 500 000),
3. უცვლელი ფორმები (3300),
4. რიცხვითი სახელების დინამიურად წარმომქმნელი მოდული.
1. სახელები
სახელები მხოლობით რიცხვში და სახელობით ბრუნვაშია ჩაწერილი.
სახელების სიიდან დინამიურად წარმოიქმნება სიტყვაფორმები ბრუნვის, რიცხვის (ებ-იანი და ნართანიანი), თანდებულების (ვით, თან, ზე, ში, თვის, გან, კენ, ადმი, ებრი, ებური, ნაირი, ურთ, დან, მდე, მდის, ა(ემფატიკური), ას, თანავე), ნაწილაკების (ც, ვე, ღა), "არის" "ა"-ს და თხრობითი "ო"-ს დართვით.
სახელებს მითითებული აქვთ ფუძის კვეცადობა და კუმშვადობა.
სახელები დაჯგუფებულნი არიან მათი შესაძლო ცვლილებების მიხედვით შემდეგ კატეგორიებად:
ა) არსებითი სახელები - იხმარებიან მრავლობითში, თანდებულებიდან არ დაირთავენ "ას", "თანავე" (მაგ.: სახლი, ბურთი, წიგნი...), ის სახელზმნები რომლებიც იხმარებიან მრავლობითში (ასპარეზობა, გადატრიალება, გადმოცემა, გათხრა...)
ბ) ზედსართავი სახელები, მიმღეობა - იხმარებიან მრავლობითში, თანდებულებიდან არ დაირთავენ "ას", "თანავე", "ებრი", "ებური", "ნაირი", "მაგვარი" ა) კატეგორიისგან განსხვავებით იხმარებიან ფუძისეულ ფორმაში (მაგ.: ლამაზი, ლამაზ, გაკეთებული, გაკეთებულ)
გ) ზედსართავი სახელები - იგივე ბ) მრავლობითის გარეშე (მაგ.: აგონიური, ავაზაკური, ათვლითი...)
დ) სახელზმნები - როგორც წესი არ იხმარებიან მრავლობითში (თვლა, ამოქმედება, დაბნევა...), დაირთავენ ყველა თანდებულს გარდა "ებრი", "ებური", "ნაირი", "მაგვარი".
ე) გეოგრაფიული, და აბსტრაქტული სახელები - იგივე ა) მრავლობითის გარეშე, გარდა "ებრი", "ებური" (აბაშა, ასთმა... ).
ვ) კრებითი - იგივე ა) მრავლობითის გარეშე (აბრეშუმი, ნავთი...)
ზ) მოქმედების აღმნიშვნელი სახელები - (ანულირება, არდასწრება...) - იგივე დ)
თ) საქართველოში გავრცელებული ადამიანის სახელები - იგივე ე) + იხმარებიან ფუძისეულ ფორმაში (ნუგზარ, ნოდარ...)
ი) ქართული გვარები - იგივე ა) გარდა "ებრი", "ებური", + იხმარებიან ფუძისეულ ფორმაში (ტყეშელაშვილ ამირანს)
გრამატიკული წესების გათვალისწინებით ამ კატეგორიებიდან დაახლოებით შემდეგი რაოდენობის სიტყვაფორმა მიიღება:
კატეგორია რაოდენობა ლექსიკონში 1 სიტყვიდან ნაწარმოებ ფორმათა რაოდენობა სულ სიტყვაფორმათა რაოდენობა
ა 9 000 216-220 1 800 000
ბ 27 000 204-209 5 170 000
გ 3 900 102-107 410 000
დ 10 000 96-100 905 000
ე 6 400 90-94 570 000
ვ 1 300 102-106 140 000
ზ 500 90-94 37 000
თ 4 500 102-106 457 000
ი 22 000 203-209 4 750 000
სულ 84 600 - 14 241 000
ცხრილში არ შედის "არის"-"ა" და თხრობითი "ო"-თი ნაწარმოები ფორმები.
"ებრი", "ებური", "ნაირი", "მაგვარი" - სუფიქსიანი გავრცელებული სიტყვები ლექსიკონში შეტანილია პირდაპირ (კატისებრი, სხვანაირი...) და იწარმოება (აღნიშნული სუფიქსის გამოკლებით), ხოლო ამ სუფიქსებით დინამიურად შედგენილი სიტყვები (სახლისმაგვარი, მზიასნაირი...) კვლავ იწარმოება როგორც ბ) კატეგორია (ეს რა