სალამი ახალ თემაში გოგოებო..
ერთი კითხვა მაქვს, თითქმის ერთი კვირაა დაბალი სიცხეები მაქ, 37/37.5
რისი ბრალი შეიძლება იყოს ხო არ იცით? მარცხენა მილი გაუმტარი მაქვს და ეხა ამეკვიატა მარჯვენაც მიხორცდება-მეთქი და მაგას ვაბრალებ სიცხეებს, არადა ურეაპლაზმაზე ვიმკურნალე, ქლამიდიაც არ მაქვს.. უბრალოდ არ ვიცი რა შიში მაქვს რომ შემიხორცდება..
აქ წერდნენ გოგოები, რომ მარცხენა მილი გაუმტარი ჰქონდათ და მარჯვენაში ჰიდროსალპინგსი..
ჩემთან მარჯვენაში სერგომ დაინახა სითხე, მაგრამ ქეთი ვერ ხედავს და იდეალური ღრუ გაქვსო მეუბნება.. რენტგენზე დამიწერეს მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესი, მარჯვენა მილი გამტარი და მარცხენა გაუმტარი, მაგრამ ქეთიმ არ გინდა ლაპარასკოპიაო.. მარცხენას ვერ გახსნიან და მარჯვენა გამტარიაო.. არადა რაღაცა შეგრძნებები მაქვს მარჯვნივ და მეუბნება ეგ იმიტომ გაქვს რომ ფოლიკი რო იზრდება და სკდება ხვდებიო და რა გავაკეთი მირჩიეთ რაა.. ეს დაბალი სიცხეები რატომ მაქვს ვერ გავიგე, სისხლის საერთოში არაფერი ჩანს, ფილტვებზეც მოვასმენინე.. გლანდებმა იცის დაბალი სიცხეები? არადა ყელი არ მტკივა..
ძალიან დაბნეული და გაორებული ვარ, არადა თავს პირობა მივეცი ზაფხულში დავისვენებ-მეთქი, მაგრამ არრ მაქვს საშველი რაა..