#39473579 · 17 Jan 2014, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღმოსავლური ფილოსოფია თვისობრივად განსხვავებული ხასიათისაა: სრულიად თავისუფალია "ზუსტ დეფინიციური" შინაარსებით დატვირთული ცნებებისგან. ინტუიციას და გრძნობით აღქმას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ფურცელზე დაბეჭდილ, ცნებებით მიღებულ მშრალ განსაზღვრებებს. უდიდეს ნაკლად მიმაჩნია დასავლური ფილოსოფიისა რაციონალიზმი - ფილოსოფია არ არის მათემატიკა, არამედ ხელოვნებაა აზროვნებისა. რასაც დასავლური ფილოსოფია ანგრევდა საუკუნეების განმავლობაში დიალექტიკითა და ზუსტი განსაზღვრებებით მიღებული ცნებებით. ფილოსოფია ადამიანის მთლიანობიდან კი არ მოდიოდა, არამედ მტკიცედ რაციონალური აზროვნებიდან. რაციონალიზმი კიდევ ვერ ხსნის გრძნობითი და ინტუიციური შემეცნების საკითხებს. ადამიანი ერთი მთლიანობაა: აზროვნებაც, გრძნობაც და ინტუიციაც მის მთლიანობას წარმოადგენს და შეცდომაა განყენებული მკაცრად ლოგიკური მსჯელობა. სუბიექტური სამყარო და დღევანდელი ფსიქოლოგია დოგმატურ ლოგიკურ ცნებებს ვერ ირგებს. "ან არის, ან არ არის" პრინციპი არის შეცდომა, რისი დანერგვის მცდელობაც უნდა მიეწეროს დასავლურ ფილოსოფიას. მისი შედეგი არის ის, რომ დღეს დასავლური ფილოსოფია მეფე ლირის მდგომარეობაში აღმოჩნდა: ყველაფერი მეცნიერებებს დაურიგა და თავად უფასურ, აზროვნების ისტორიის საგნად იქცა. პოზიტივიზმმა ფილოსოფია მთლიანად გადაყლაპა. მისი საბოლოო უდიდესი ნაწილი კი, ფსიქოლოგიამ და ფსიქოანალიზმა შესანსლა.
პ.ს. დასავლურ ფილოსოფიას ნიცშეს და შოპენჰაუერის გარდა ირაციონალსიტები თუ ჰყოლიათ...(?)
This post has been edited by Hushta on 17 Jan 2014, 21:10
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods." _Friedrich Nietzsche
|