იმედია, 28 დეკემბერს მონატრებულ სამშობლოში ვიქნები (სექტემბრის მერე არ ვყოფილვარ გურიაში, სიცოცხლის სამოსახლოში

), თორემ აუცილებლად წამოვიდოდი. ახლა კი, თუ ნებას დამრთავთ, როგორც ძველი მოლაშქრე, მარშრუტების ვარიანტს შემოგთავაზებთ, რაკი კომფორტზე წავიდა ლაპარაკი.
aimo - თუ დამიჯერებ, თოვლსა და სიცივეში კიდევ უფრო უკეთესია ლაშქრობა... კარგი კოცონი და მისი ჯანი - დანარჩენი უკვე განწყობის საქმეა.

დავათში სამჯერ ვარ ბედობას ნამყოფი, აქედან ორჯერ - საშინელ ამინდში. პირველად ბუქი იყო ისეთი, ქარი რომ წამოუბერავდა, თვალში ხომ არაფერი ჩანდა, ხეებს მიწაზე ახრევინებდა წვერებს. მეორედ კიდე ისე ყინავდა, ჭიქის პირთან მიტანამდე სასმელს - ალკოჰოლურსაც და ისეც, ზედ ჭირხლი ედებოდა,

მაგრამ დიდი კოცონი გვენთო და სადღა იყო სიცივე.

ის გასვლები ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონებაა, რაც კი კარავზე გვქონია.
თუმცა რაკი თოვლია, ცოტა კომფორტისტვის ისეტ ადგილებს გირჩევთ, სადაც მაგიდებია. თან არმაზში რამდენჯერ უნდა წახვიდეთ კაცო...

მე გირჩევთ ავენისს ან მარტყოფს, კიდევ - სადღაც კოჯრისკენაცაა მაგიდები მარტყოფის პონტში ანუ ქირავდება... ავენისი ჟინვალის გაღმაა - ნასოფლარია, რომელიც წყალსაცავმა დაფარა, მაგრამ ახლა აგარაკებად დარიგდა იქაურობა და საოჯახო სასტუმროცაა. იქაა წმინდა გიორგის ეკლესია და მანდვეა მაგიდა, ცეცხლის დასანტები, სამწვადე. თან მაგიდა გადახურული იყო, მარტყოფისგან განსხვავებით. ეკლესიის წინ წითელ წიგნში შეტანილი ურთხელიცაა, რომლის ასაკიც საუკუნეზე მეტია. ეკლესიის უკან ურთხელის სულაც ტყეა. მოკლედ, მანდ ტყეცაა, მაგიდა, საცეცხლურ-კომფორტიც, დაბლა კი წყალსაცავზე და ჟინვალზე კარგი ხედები იშლება. ერთხელ შებინდებამდე დავყავით და ანანურის ციხე ჩამავალ მზეზე იყო საოცრება!
მარტყოფი გეცოდინებათ და აღარ გავაგრძელებ...
ერთი კარგი ადგილია მუხათგვერდის ტავზე, მაგრამ მისი მიგნება იქნებ გაგიჭირდეთ იმის მ იუხერდავად, რომ მაგიდა გზიდან ძალიან ახლოსაა - ისიც ტყეში ჩამალული ადგილია, კარგი ბუნება და სიწყნარე...
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".