თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ნადარეიშვილი წერს, ეს ვიდეო არის დამადასტურებელი იმისა, სინამდვილეში ვინ ემუქრებოდა ყოფილ პატიმარს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ყოფილი პატიმარი გოდერძი ჯოლოხავა ყვება, თუ როგორ აიძულეს ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. აღნიშნულმა ინტერვიუმ ნადარეიშვილსა და ინაშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია. გუშინ კი ჯოლოხავამ „ობიექტივის" ეთერით განაცხადა, რომ ანი ნადარეიშვილი და გოგა ონიანი მას შვილის და ძმისშვილების მოკვლით დაემუქრნენ და ასე აიძულეს ინტერვიუს ჩაწერა.
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=12673
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”