ქუთაისი თბილისში - დეპუტატის იდეა, რომელიც ხუმრობანარევი განცხადებების მიზეზი გახდა.
რუსთაველის გამზირის 8 ნომერი, ანუ პარლამენტის ძველი შენობის ადგილი შესაძლოა დედაქალაქს გამოეყოს და ქუთაისის შემადგენელი ნაწილი გახდეს.ინიციატივა ზურაბ ტყემალაძეს ეკუთვნის, რომელსაც ამ გზით საკანონმდებლო ორგანოს ისევ თბილისში დაბრუნება სურს. არგუმენტი ასეთია - იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში, აღარ იქნება საჭირო იმ საკონსტიტუციო ჩანაწერის შეცვლა, რომლის მიხედვით, პარლამენტი აუცილებლად ქუთაისში უნდა იყოს.
ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა დეპუტატის წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის სახეს - ოპონენტებისა და მესამე სექტორის გარდა, იდეა მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრისთვისაც არასერიოზულია.
http://1tv.ge/news-view/61835პ.ს.
This post has been edited by Interimo on 15 Jan 2014, 22:04