იცით თუ არა, რომ...?
სედნა არის ჩვენი მზის სისტემის ტრანსნეპტუნური ობიექტი, რომელიც ამ მომენტისთვის არის მზის სისტემის
უშორესი პლანეტოიდი. (ჯუჯა პლანეტა)
სედნას ზომები და მასა საკმაოდ პატარაა, მაგრამ სავარაუდოდ (მაღალი ალბათობით) საკმარისი იმისთვის, რომ მას ჰქონდეს სფერული ფორმა და ჩაითვალოს
ჯუჯა პლანეტად, როგორც პლუტონი. (ახალი კლასიფიკაციით).
სედნას ეკვატორული დიამეტრი დაახლოებით:
1400კმ-ია ანუ დაახლოებით 2.5-ჯერ ჩამორჩება
მთვარეს და მნიშვნელოვნად აღემატება ერთ დროს უდიდეს ასტეროიდად კლასიფიცირებულ
ცერერას.სედნას მასა დაახლოებით
4.3*10^21 კგ-ია და დაახლოებით 4-ჯერ ჩამოუვარდება
პლუტონს. თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ საკმაოდ მძლავრად მიიზიდოს საგნები. მისგან თავის დასაღწევად საჭიროა:
0.95 კმ/წმ-ში ანუ
3420კმ/სთ სიჩქარე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავით (მაგ. F-15) ვერ "დავუსხლტებით" და საჭირო გახდება უფრო სწრაფი კოსმოსური ხომალდი.
სიმძიმის ძალის აჩქარება და შესაბამისად წონაც, მის ზედაპირზე, დაახლოებით
20-ჯერ ჩამოუვარდება დედამიწისეულს.
სედნა და მზე. (მხატვრის რეკონსტრუქცია):


საინტერესო და ყურადსაღები არის სედნას მანძილი მზემდე და ორბიტის მოხაზულობა.
სედნას აქვს ძალიან გაწელილი ფორმის ელიფსური ორბიტა. მისი პერიჰელიუმი (მზემდე უახლოესი მანძილი) არის
11.4 მილიარდი კილომეტრი (ანუ 76 ასტრონომიული ერთეული). ანუ უდიდესი მოახლოებისას დაახლოებით 2-3-ჯერ უფრო შორს იქნება ვიდრე განაპირა პლანეტები: ურანი (3.0 მლრდ კმ) და ნეპტუნი (4.5 მლრდ კმ).
....მაგრამ სედნას აფელიუმი (მზემდე უდიდესი მანძილი) არის
143.7 მლრდ კილომეტრი (!!!) ანუ
960 ასტრონომიული ერთეული. ე.ი. ეს ჯუჯა პლანეტა თითქმის
1000-ჯერ უფრო შორს არის მზიდან ვიდრე დედამიწა, და
32-ჯერ უფრო შორს დედამიწიდან ვიდრე მზის სისტემის ყველაზე განაპირა პლანეტა - ნეპტუნი.
ეს ძალიან დიდი მანძილია. იმდენად დიდი მანძილი, რომ თვით სინათლის წლებში, რომ გამოვსახოთ არ მივიღებთ უსასრულოდ მცირე რიცხვს. სედნამდე უდიდესი მანძილი არის
0.015 სინათლის წელი. ეს ჯუჯა პლანეტა ერთ სრულ გარემოქცევას (ერთი "სედნასეული წელიწადი") ანდომებს
11800 წელიწადს (!!!) და ბოლოს
მეზოლითის ანუ ე.წ. შუა ქვის ხანაში იყო პერიჰელიუმში.
სედნა ამ მომენტისთვის მოისწრაფის პერიჰელიუმისკენ და ამცირებს მანძილს დედამიწასთან და თითქმის მოუახლოვდა მინიმალურ წერტილამდე, ამიტომაც გახდა მისი აღმოჩენა შესაძლებელი.
მისი ხილული ნათების სიდიდე არის +21.1V ეს არის ძალიან მცირე მაჩვენებლი. 1000 ასტრონომიულ ერთეულზე უფრო შორს (სედნას აფელიუმი) ასეთი ზომის პლანეტების დანახვა შეუძლებელია ამ მომენტისათვის არსებული ტექნოლოგიებით.
საინტერესოა სად არის მზის სისტემის საზღვარი? რამდენი ჯუჯა პლანეტოიდია მასში და ყველაზე მთავარი - არის თუ არა მზის სისტემაში გაცილებით დიდი, სულაც დედამიწის ზომის პლანეტები? დედამიწის ზომის პლანეტის დანახვა ამ მომენტისათვის შეუძლებელია თუ ის იქნება 10000 ასტრონომიულ ერთეულზე ანუ
1.5 ტრლნ კმ-ზე. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი პლანეტებისათვის დამახასიათებელია ძალიან გაწელილი ორბიტები, არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე "პლანეტა X" პერიჰელიუმის დროს იმდენად მოახლოვდეს, რომ ვთქვათ გადმოკვეთოს ნეპტუნის, ურანის ან შეიძლება კიდევ უფრო ახლოს მყოფი პლანეტების ორბიტებიც, რამოდენიმე ათეული წელი დაჰყოს უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს და შემდეგ გაემგზავროს ძალიან შორს, თავისი აფელიუმის წერტილისაკენ.
მიახლოებითი მარტივი გამოთვლებით ასეთი აფელიუმის წერტილი, სანამდეც მზის სისტემის პლანეტა შეიძლება გაემგზავროს (ელიფსურ ორბიტაზე) და დარჩეს ჩვენი სისტემის ნაწილად, არის
1.4 სინათლის წელი ანუ
88000 ასტრონომიული ერთეული, ამის შემდეგ პლანეტა შეიძლება მიზიდულ იქნას ცენტავრის სამმაგი ვარსკვლავთა სისტემის განაპირა ვარსკვლავის
პროქსიმა ცენტავრის მიერ.
თავის მხრივ 88000 ასტრონომიული ერთეული ძალიან ძალიან დიდი მანძილია, დაახლოებით
13 ტრილიონი კილომეტრი.კეპლერის III კანონის მიხედვით, ამ მანძილზე მყოფი პლანეტა დედამიწის სიახლოვეს შეიძლება ესტუმროს
9 მილიონ წელიწადში ერთხელ. This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 23 Apr 2011, 02:19
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)