Mode-Offჭერზე აკრავდნენ ადრე ნაჭერს, სახელს ვერ ვიხსენებ, მგონი ბიაზი ჰქვია.
მისგან შეკერე კონუსის მსგავსი პატარა ტომარა, ღვინის ფილტრაციისთვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული "აზბესტის" ფირფიტები, დაფშხვენი, დაალბე წყალში და ამოგლისე იმ ტომარის კედლები, არაყი მიუშვი თვითდინებით.
გრადუსის 10-იოდე პროცენტს დაჰკარგა, და სუნსაც, რომ აღადგინო და მოუმატო გრადუსი, დისტილირებულ წყალში 3X1-ზე გახსენი ხორბლის სპირტი.
კაკლის ნებალს ვაგროვებ ყოველ წლიურად, ვყიდულობ სუფთა სპირტს, ვაზავებ ზემოთ ნახსენები წყლით და ვინახავ მუხის კასრში რამოდენიმე წელი.
მუცელგასიებულ ჭიქაში ჩასხმისას სიგარა უნდა ჩაალბოთ მხოლოდ იმ მხრიდან, საიდანაც ეწევა ნორმალური, შეათბოთ ჭიქაში ჩამოსხმული ბრენდი სანთებელით და აივანზე, სავარძელში ჩამჯდარმა გახსნათ ნოუთბუქი და იკითხოთ თბილისის ფორუმი.
ამაზე დიდი კაიფი არ არსებობს.
თუ პოლიტ-განყში შეხვედით, სასმელის და სიგარის რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდება.