sesi-eliot♈ ვერძი♎ სასწორილილიტს როცა შეერთება არ აქვს პლანეტასთან, მისი გავლენა უმნიშვნელოა.
მთვარის ოპოზიციები დასამუშავებელია:
ასპექტებიმთვარე მერკურის ოპოზიცია
შესაძლოა ფიქრობდე ერთს და ამბობდე მეორეს. ხშირად ყურს არ უსმენთ თქვენს შეგრძნებებს. ამბობთ ისეთ რაღაცეებს რასაც სინამდვილეში არ გრძნობთ. თქვენმა სიტყვებმა შესაძლოა გამოიწვიოს გარშემომყოფების გაღიზიანება. ხშირად ერთვებით საჯარო დებატებში.
მთვარის ოპოზიცია ვენერასთან
ეს ადამიანები ჰარმონიისკენ მიიწევენ. იდილიის გამო ადვილად ნებდებიან ხალხს. მათთვის სიმშვიდის შენარჩუნება იმდენადაა მნიშვნელოვანი, ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. არიან განსხვავევულები, ადვილად მიენდობიან, უმეგობრდებიან მეგობრებს, უკავშირდებიან საყვარელ ადამიანებს, რადგანაც ესაჭიროებათ იმის დამტკიცება, რომ საჭირონი არიან, გააჩნიათ გარეგნობის კომპლექსი და ყურადღების შეგრძნების ნაკლებობა სდევთ თან. smile.gif
ასეთ ადამიანებს, უყვარდებათ ხალხი, რომლებზეც გონიათ, რომ მათ გვანან, ეს შეიძლება მათი სისუსტიდან ან ჰარმონის წყურვილისგან იყოს განპირობებული. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ აწონ-დაწონავენ რამდენად გავთ ისინი მათ. მათ მოსწონთ თვითონ იდეა, რომ ვიღაც არის მათი მსგავსი და საკადრისად აფასებენ კიდეც. ჩვეულებრივ, მათი ცხოვრებისეული გაკვეთილი არის ის, რომ ისწავლონ გაარჩიონ, რა სურთ, ვინ სურთ და ესაჭიროებათ.
ხალხში აქვთ მსახიობური ნიჭი, ირგებენ სხვადასხვა როლს მარტივად, არ უჭირთ გრძნობების თამაში. ამტკიცებენ, რომ არასდროს ეყოლებათ ოჯახი, პარტნიორთან პრობლემები აქვთ მშობლის როლზე.. თმობენ ყველაფერს, მთელ გრძნობებს, გადიან კომპრომისზე, რათა შეინარჩუნონ გრძნობა. ძირითადად, არ უმართლებთ. ჰარმონიისა და იდილიის სიყვარული იმდენად ახლობელია, ხშირად ვარდებიან ამის გამო თავგადასავლებშიც biggrin.gif
როცა არ აქვთ სიყვარული, მას ანაცვლებენ შოპინგით ან საჭმელით biggrin.gif არიან სექსუალურად უჩვეულოდ (?) აქტიურები და ხანდახან ავხორცები biggrin.gif :/
იციან ეს სფერო.
სამსახურში შრომისმოყვარენი არიან, აფასებენ ფუფუნებას და ტკბებიან სიამოვნების ყოველი გამოვლინებით. მათი პირადი დისციპლინა, მორალი ხშირად მათმიერვეა შედგენილი. აქვთ დედობის და ქალურობის შიში.
* * *
Pakusa1☽ მთვარე (post #28805249)მერკური ტყუპებში
შთაბეჭდილების მოხდენა მასზე ადვილია.ცნობისმოყვარეა,მოსაუბრეა,მის ნერვებს აზროვნება ესაჭიროება,უყვარს კითხვა,აქ მერკური სახლში გრძნობს თავს,კომუნიკაციას მარტივად ამყარებს, უყვარს წერა, მხიარულია,,ცნობისმოყვარე,რაც დააინტერესებს ყველაფერს ედება,დაინტერესებულია მუსიკით,ყოველთვის აქვს რამე ინფორმაცია სხვისთვის გასაზიარებელი,არასდროსაა საუბრის ვაკუუმში,გაბრაზების დროს იარაღია სიტყვები და ის რაც დილით ჟურნალში ამოიკითხა,ცდილობს სხვაზე ჭკვიანი გამოჩნდეს,ადვილია მათი გაცინება და თვითონაც ჯილდოვდებიან იუმორის გრძნობით
მარსი ტყუპებში
ასეთ ადამიანს ენერგიის ცვალებადობა აქვს, მალე სწყინდება ყველაფერი, გაბრაზებისას იარაღად სიტყვებს იყენებენ და ცდილობენ სხსვებზე ინტელექტუალები გამოჩნდნენ. დებატები მისი საქმეა. არ ერიდება ტყუილს დაჭორაობას. ცდილობს იყოს ნაკითხი და ინფორმაციის მოძიებით დაამარცხოს „მტერი“. მათი ენერგია ძირითადად ნერვულ სისტემებს ეხებათ. ტყუპების ნიშანი მართავს ხელებს. ამიტომ ისინი თავიანთ ენერგიას ხარჯავენ ინსტრუმენტებზე დაკვრით.
მარსი ტყუპებში
ცვალებად , ჰაეროვან ნიშანში მარსი ცოტათი დაბნეული და დეზორიენტირებულია. ამ მარსს მუდამ სჭირდება ტემპის ახალი ცვლილებები, რათა ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდეს. როდესაც საკეთებელი არაფერია ეს მარსი თავს ამოწურულად გრძნობს, მაგრამ თუ არის დიდი რაოდენობით საინტერესო რაღაცეები ეს ადამიანები ელექტროგენერატორებად იქცევიან. სხვებზე მეტად ეს მარსი რეაგირებს მოწყენილობაზე ფიზიკური რეაქციით. გაბრაზებული მარსი ტყუპებში სიტყვებს ''იარაღად'' იყენებს, ის ენამწარე და სარკასტული ხდება.
ფაქტიურად, დებატები ამ ადამიანების სპეციალობაა. რომლებშიც გამარჯვებას ისინი გონებამახვილური არგუმენტებით არწევენ. ზოგადად ისინი ,,ყბედები'' არიან. (ტყუპების გავლენა). ამ მარსის ზოგი წარმომადგენელი საკმაოდ მოუსვენარია. და საერთოდ მათი ნევროზულობა და მოუსვენრობა არის საფუძველი მათი ფიზიკური აღმა და დაღმასვლის. ბევრი მარსი ტყუპებში მიმართავს თავის ენერგიას ხელებში(ტყუპები ხომ ხელებს მართავენ), ეს ადამიანები ხშირად კარგად უკრავენ და უყვართ ვიდეოთამაშებიც. ბევრი გატაცებულია puzzl-ებით და თამაშEბით. ისინი ადვილად ერგებიან ცვლილებებს, ხშირად ეჭიდებიან ერთდროულად რამოდენიმე პროექტს, თუმცა ხანგრძლივი დაინტერესება რაიმეთი მათი სფერო არაა. მათტვის კარგი იქნება თუ ენერგიის გაფანტვას კი არა კონცენტრირებას ისწავლიან. ასეა თუ ისე მარსი ტყუპებში თავისი ზიზღით რუტინისადმი და მრავალმხრივობით, ზოგადად ძალიან დაკავებულ ხალხს მოიცავს.
მზე
♋ კირჩხიბი♀ ვენერა (post #23796569)მზე- ნეპტუნი ოპოზიცია - გაურკვევლობა, ილუზია, მიდრეკილება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისკენ. მგრძნობიარე გარე სამყაროს მიმართ.
მთვარე კვადრატურაში სატურნთან
თქვენი გრძნობა ორგანიზებულობის და საკუთარი დისციპლინის მიმართ შესაძლოა გაღრმავდეს ემოციურობის და გრძნობების ფასად. სხვებმა შესაძლოა ეს ვერ გაიგონ და შეწყვიტონ ურთიერთობა თქვენს გამო და თქვენ ვეღარ მიიღოთ ისეთი მხარდაჭერა როგორიც თქვენ გსურთ. ეს კი შეიძლება გახდეს თქვენი როგორც მარტოხელად ან მიტოვებულად დარჩენის მიზეზი.
ვენერა მარსის კვადრატურა
რთულია ამ ასპექტზე ცალკეულად საუბარი თუმცა ეს ის ასპექტია რომელიც ფემინური და მასკულინური ენერგიის სინთეზს იწვევს. ეს ადამიანები მაგნეტიზმის პიკს აღწევენ. ისინი ცხოვრობენ, სუნთქავენ და არსებობენ რომანტიკული ურთიერთობებისა და სექსუალური თავგადასავლების გამო. როგორც წესი ურთიერთობებს იოლად აწყობენ. ახალი ურთიერთობების აწყობისას იმპულსურები და სექსუალურები არიან. ისინი პარტნიორისგან ვნებას, თავგადასავლებს და მთელ ვნებატაღელვას ითხოვენ, იმისთვის რომ ურთიერთობა მათტვის საინტერესო დარჩეს, რომანტიკულ სექსუალური ურთიერთობები მათ ცხოვრების აზრს წარმოადგენს. ძალიან თავდაჯერებულები არიან, აქვთ შარმი, მომხიბვლელობა, რომელიც საშუალებას აძლევთ ისე მიაღწიონ დასახულ მიზნებს რომ პარტნიორმა საერთოდ ვერ იგრძნოს "ზეწოლა". ამ ასპექტის მქონე მამაკაცები ნამდვილი მაჩოები არიან, ისე კი ამ ასპექტით ადამიანი ყოველთვის ღიად და პირდაპირ ამბობს რა უნდა, თუ უნდა ამას არასდროს დამალავს და ზუსტად ისე ეტყვის როგორც უნდა, რომ დარწმუნდეს მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებს. ერთადერთი სირთულე რაც ამ ასპექტს ახლავს ისაა, როდესაც პარტნიორები იწყებენ სერიოზულ ურთიერთობებზე საუბარს, ზოგადად ეს ასპექტი უფრო მეტად პოლიგამურია ვიდრე მონოგამური, ასე რომ გულწრფელი და ზედაპირული ურთიერთობები უფრო ახასიათებს, ვიდრე ხანგრძლივი და შესაბამისად შელამაზებული.
ზოგადად ამ ასპექტის მქონე ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან და მეტიც ისინი მუდამ იმ გზების ძიებაში არიან თუ როგორ უნდა განახორციელონ და რაში უნდა დახარჯონ მთელი მათი კრეატიულობა. ეს ადამიანები ასევე არიან უზარმაზარი სითბოს და დადებითი ენერგიის მატარებლები, რაც იმდენად ამოაქვთ ზედაპირზე რომ გარშემომყოფთათვის თვალშისაცემია.
This post has been edited by folkman on 4 Jan 2014, 16:11