რეალურად, დღეს უკვე არსებობს ოქროს ბურთი 2013-ის მფლობელი

თუმცა ამაზე ჯერ ფიფაშიც არ უწყიან, რადგან ხმები ჯერაც დასათვლელია
ასე რომ უმრავლესობა ხალხი სულ ტყუილად ელის ,,კრისტიანო დღეს იბრასთან წააგებს, დაერხევა" ან ,,კრისტიანო დღეს იბრას შეუსრულებს, ოქროს ბურთზე გაფავორიტდება"
შემდეგი ეტაპი იქნება 5 (ნაცვლად 3-ისა) ფინალისტის დასახელება (დეკემბრის ბოლოსთვის) და ბოლოს გალა-წარმოდგენაზე გამარჯვებულის საზეიმო დასახელება (ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მხოლოდ ის ვიცი იანვარშია და ისიც რომ 6 დღით გადაიწია, სადღაც 10-15 რიცხვისთვის)
ტოტალიზატორში ფავორიტი რიბერია, მცირედით მას ჩამორჩება მესი და მესამეზე, ნაკლები შანსით კრისტიანოს შანსები ფასდება
მოდერატორს ვთხოვ დახუროს ეს თემა
ოქროს ბურთი 2013 აქ განვაგრძოთ
ვთხოვ მოდერატორს ხელი შეუწყოს თემის სწორი მიმართულებით განვითარებას და აღკვეთოს უაზრო კამათები, რადგან უბრალოდ გამოკითხვას ვატარებთ
1 ადგილი 5 ქულა
2 ადგილი 3 ქულა
3 ადგილი 1 ქულა
თავის დაზღვევის მიზნით 100 პოსტზე ნაკლები ვისაც აქვს, მისი ხმა არ ჩაითვლება
ვასახელებთ პირველ სამ ადგილს, ვინც არ დანომრავს, ავტომატურად პირველი ვინც უწერია მას მივანიჭებ 5 ქულას, მომდევნოს 3-ს და ბოლოს 1-ს
მოკლედ აუცილებლად 3 უნდა დაასახელონ ადგილების მიხედვით, სხვა შემთხვევაში ქულები არ დაითვალოს, თორემ ეგრე ჩემი ფავორიტი 5 ქულას მიიღებს და დანარჩენ 2-ს ისე ვტოვებ

როგორც თემის გამხსნელი

ვწერ ჩემსას
1. რიბერი 2. კრისტიანო 3. იბრაჰიმოვიჩი/მესი
This post has been edited by ROBERY on 15 Nov 2013, 16:12