http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=5886
ამერიკას ჰყავს კენიელი პრეზიდენტი და საქართველოს, რომ ჰყავდეს არათბილისელი მერი ამაში მგონი საოცარი არაფერი არ იქნება. ასე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მეუღლემ იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც თვლის, რომ საქართველოს დედაქალაქის მერი, თბილისელი უნდა იყოს. განცხადება თინათინ თინიკაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაცემა „არგუმენტების“ წამყვანმა დავით ნარმანიას მეუღლეს სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების განცხადებების შეფასება სთხოვა.
„ჯერჯერობით თბილისის პირველი ლედობისთვის განსაკუთრებული არ დაგვიწყია. ამაყი ვარ, რომ დათოსთვის ეს თანამდებობა გაიმეტეს. გაიმეტეს ცოტა ცუდი სიტყვაა, უფრო სწორედ რომ ვთქვა ამ პოსტის ღირსად მიიჩნიეს. ძალიან ამაყი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავს ამ თანამდებობას ღირსეულად გაართმევს. რაც შეეხება მის თბილისელობას, ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თემის გააქტიურება. თავიდან მეგონა რომ ხუმრობა იყო, შემდეგ უკვე სერიოზულად დაიწყეს ამ საკითხის განხილვა, გადაცემებიც კი ჩაიწერა. მგონია, რომ საქართველოში ცოტა უხერხულია ამ საკითხის ასე განხილვა. ბოლოს და ბოლოს ამერიკას ჰყავს კენიელი პრეზიდენტი და საქართველოს, რომ ჰყავდეს არათბილისელი მერი ამაში საოცარი არაფერი არ იქნება,“-განაცხადა თინათინ თინიკაშვილმა.
მე მზად ვარ ვიყარო კენჭი რათა გავხდე თბილისის მერი