Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
სუბიექტური მატერიალიზმი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39470073
· 17 Jan 2014, 15:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუბიექტური იდეალიზმი - არის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. მის ცენტრში არის არა ღმერთი, არა მეტაფიზიკური სუბსტანცია, არამედ ადამიანის გონება.
მინდა სუბიექტური იდეალიზმის კლასიკური გაგებიდან ცოტა შორს წავიდე. არ ვიცი რამე ახალ ტერმინოლოგიას იმსახურებს თუ უკვე არსებობს ასეთი ცნება ფილოსოფიაში, მაგრამ მე მხოლოდ შევეცდები ჩამოვაყალიბო, მისი ნამდვილი სახელი კი თქვენ მომაწოდეთ.
1. თერმოდინამიკულ ენტროპიას თუ გავითვალისწინებთ, არცერთი ენერგია არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი - ყველა ენერგია უნდა გარდაიქმნას. ეს ქმნის უწესრიგობას და იზოლირებულ სივრცეში ენტროპია კიდევ უფრო იზრდება. ესე იგი, გარეგანი შეზღუდვა ზრდის ენტროპიას - ენერგიის გარდაქმნის სიჩქარეს.
2. ფსიქიკური ენერგია, არის ფიზიკური ენერგია, რომელიც ვერ იქნა გარდაქმნილი ღია სივრცეში და გარდაიქმნა შინაგან მოქმედებად, ფსიქიკურ ენერგიად.
შედარებისთვის: ფსიქიკას თუ შევადარებთ ცეცხლზე მდგარ მდუღარე წყალს დავინახავთ, რომ მასში მდგომი წყალი გაფართოებისას იწყებს გარდაქმნას - აროთქლებას, მაგრამ თუ მას თავსახურს დავახურავთ - გავზრდით გარეგან შეზღუდვას და მოვახდენთ სისტემის იზოლირებას, მივიღებთ უფრო დაჩქარებულ პროცესს: წყლის აროთქლების და ისევ წყლად ქცევის ციკლურობა უფრო სწრაფად მოხდება - გაიზრდება ენტროპია. მსგავსად ამისა, ყოველი გარეგანი შეზღუდვა ზრდის ფსიქიკურ ენერგიას.
ეს შეგვიძლია შევადაროთ ინტროვერტ ადამიანს. ადამიანი უფრო ინტროვერტია ბუნებით, ვიდრე ექსტროვერტი.
3. ფსიქიკური ენერგია მატერიალისტური სამყაროს შედეგია და მისი ნაწილია. ის არაა პირველსაწყისი, მაგრამ თავისთავად ცხადია რეალობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოცნება, იდეა, სიზმარი, ცისარტყელა - არ არსებობა კი არაა, სუბიექტური და ობიექტური სამყაროს ურთიერთქმედების შედეგია.
4. ფსიქიკა მთლიანად არის დამოკიდებული ფიზიოლოგიაზე; ფიზიოლოგია კი გენეტიკაზე და გარემოზე.
ფსიქიკა ფიზიოლოგიის გარეშე არ არსებობს, მაგრამ არც ობიექტური სამყარო არსებობს აღქმის - სუბიექტის გარეშე.
მაგალითად: ცისარტყელა არ არსებობს სუბიექტის გარეშე, ის მხოლოდ სუბიექტისთვისაა ხილვადი ისეთი როგორიც ის არის - ლამაზი, მაღალი, ოვალური და ა.შ. - ის თავისთავად ცხადია და შეუძლებელია მისი უარყოფა სუბიექტის მიერ, თუმცა სუბიექტის გარეშე ის, თავისთავად, არ არსებობს ისეთი როგორსაც ის ხედავს.
არ არსებობს სილამაზე სუბიექტის გარეშე და ობიექტურად არც არაფერი არ არსებობს. ესე იგი, სუბიექტის გარეშე ობიექტი არარაა - აზრის გარეშეა.
5. ფსიქიკური ენერგია როგორც უკვე ვთქვით მატერიალისტურია, მეცნიერული ფაქტია, ობიექტური რეალობაა. ხოლო წარმოსახვა არ არსებობს ფსიქიკური ენერგიის გარეშე. ესე იგი, ყველაფერი ჩვენს გარშემო რეალობაა - ჩვენშიც და ჩვენს გარეთაც.
ის, რასაც სუბიექტი, ობიექტურ რეალობას უწოდებს, საკუთარი თავის მიღმა, თვითანალიზის მეშვეობით დანახული საკუთარი თავია, რაც ასევე სუბიექტში განვითარებული ზეცნობიერი ფუნქციაა და მისი სუბიექტური სისტემური აზროვნების ფუნქციის გარეშე, არ არსებობს რეალობის ობიექტური აღქმის შესაძლებლობა.
ესე იგი, სუბიექტს არ შეუძლია იყოს ობიექტური საკუთარი სუბიექტურობის გარეშე.
მაგალითად: ახალდაბადებული ბავშვი, ონტოგენეზში (ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში) აგზნების დაკმაყოფილებას პირველად ახდენს რეფლექტორული ცრუ მოქმედებებით, წარმოსახვის მეშვეობით - შიმშილის დროს იმიტაციას აკეთებს თითის წოვის. პირველად, ახალდაბადებული ბავშვი მოქმედებებში უფრო ფსიქიკურია ვიდრე ფიზიკური. სწორედ იმიტომ, რომ ობიექტური რეალობა და გარემო დასწავლადია სუბიექტის მიერ, განვითარების ეტაპია და არ არის პირველადი. პირველადი ადამიანში არის სუბიექტური სამყარო, ხოლო ობიექტური სამყარო მასზეა ნაშენი. ამიტომაც: სუბიექტი შეუძლებელია იყოს ობიექტური სუბიექტურობის გარეშე - სუბიექტურობაში შედის გარემოდან დასწავლილი და მიღებული ინფორმაციებიც.
6. სამყაროს ცენტრი ინდივიდია - ზემოაღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, ყურადღება მინდა შევაჩერო ცენტრზე - სუბიექტზე.
ინდივიდი არ არსებობს ინდივიდის გარეშე და არც სამყარო, თავისთავადი, ისეთი როგორიც ის არის, არ არსებობს ინდივიდის გარეშე, რადგან სამყარო უაზრობაა სუბიექტის გარეშე. მის გარეშე ყოველივე აზრს კარგავს, ინდივიდი კი დგას მის ცენტრში როგორც ეგზისტენტი, რომელიც აზრს ანიჭებს ყოველივეს.
სუბიექტის სიკვდილით, კვდება ობიექტური სამყაროც. მხოლოდ ინტუიცია გვაძლევს საშუალებას დროის მიღმა განვჭვრიტოთ მოვლენები და დაკვირვებების შედეგად ვთქვათ, რომ ჩვენს გარეშე სამყარო განაგრძნოს არსებობას, მაგრამ ინტუიცია როგორც დროის მიღმა მჭვრეტი ფუნქცია, არსებობს მხოლოდ სუბიექტში რომელიც აზროვნებს და თუ ეგზიზტენტი აღარ არსებობს, აღარ არსებობს არც ინტუიცია იმ დროს და იმ მომენტში, როცა ინდივიდი უკვე არარაა.
7. სუბიექტი არის ობიექტური სამყაროს სარკე, რომელიც მის თავს სუბიექტის მეშვეობით აღიქვამს.
This post has been edited by
Hushta
on 17 Jan 2014, 16:29
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 174467
რეგისტრ.: 5-October 13
#39471005
· 17 Jan 2014, 17:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
2. ფსიქიკური ენერგია, არის ფიზიკური ენერგია, რომელიც ვერ იქნა გარდაქმნილი ღია სივრცეში და გარდაიქმნა შინაგან მოქმედებად, ფსიქიკურ ენერგიად.
ფსიქიკური ენერგია რატომ არის ფიზიკური? ვერ იქმნა გარდაქმნილი ღია სივრცეში რას ნიშნავს ? ანუ გარე სამყაროში ? და ამის გამო ჩნდება ადამიანში ფსიქიკური ენერგია ?
QUOTE
შედარებისთვის: ფსიქიკას თუ შევადარებთ ცეცხლზე მდგარ მდუღარე წყალს დავინახავთ, რომ მასში მდგომი წყალი გაფართოებისას იწყებს გარდაქმნას - აროთქლებას, მაგრამ თუ მას თავსახურს დავახურავთ - გავზრდით გარეგან შეზღუდვას და მოვახდენთ სისტემის იზოლირებას, მივიღებთ უფრო დაჩქარებულ პროცესს: წყლის აროთქლების და ისევ წყლად ქცევის ციკლურობა უფრო სწრაფად მოხდება - გაიზრდება ენტროპია. მსგავსად ამისა, ყოველი გარეგანი შეზღუდვა ზრდის ფსიქიკურ ენერგიას.
ეს შეგვიძლია შევადაროთ ინტროვერტ ადამიანს. ადამიანი უფრო ინტროვერტია ბუნებით, ვიდრე ექსტროვერტი.
ბოდიში, ცოტა ვერ გავიგე, გარეგანი შეზღუდვა ზრდის ენერგიას რას ნიშნავს ? მაგ. შეგიძლიათ დაასახელოთ რამე გარეგნული შეზღუდვა,რ ომელიც ფსიქიკურ ენერგიას ზრდის ? ანუ ცხოვრებისეული ფაქტებიდან, რამე.
QUOTE
ფსიქიკური ენერგია მატერიალისტური სამყაროს შედეგია და მისი ნაწილია. ის არაა პირველსაწყისი, მაგრამ თავისთავად ცხადია რეალობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოცნება, იდეა, სიზმარი, ცისარტყელა - არ არსებობა კი არაა, სუბიექტური და ობიექტური სამყაროს ურთიერთქმედების შედეგია.
და თუ ამ მიდგომის მიხედვით ობიექტური სამყარო არ არსებობს ?
ბუნებრივი მოვლენები, ცხოველთა სამყარო ჩემს გარეშე უაზროა ?
და ბოლოს, აზროვნება ემოცია და სხვანი, რაც ფსიქიკის ფეროდ მოიაზრება მატერიალურია ?
--------------------
Да познает мир боль !!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი
ჯგუფი: Members
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 117009
რეგისტრ.: 12-June 10
#39471104
· 17 Jan 2014, 17:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ საკითხთან ჰიუმის მიდგომა მომწონს:
"სამყაროს არსებობის არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. არ შეიძლება არც მტკიცება და არც უარყოფა".
--------------------
No comment
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39471677
· 17 Jan 2014, 18:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
eQarion
QUOTE
ფსიქიკური ენერგია რატომ არის ფიზიკური? ვერ იქმნა გარდაქმნილი ღია სივრცეში რას ნიშნავს ? ანუ გარე სამყაროში ? და ამის გამო ჩნდება ადამიანში ფსიქიკური ენერგია ?
QUOTE
ბოდიში, ცოტა ვერ გავიგე, გარეგანი შეზღუდვა ზრდის ენერგიას რას ნიშნავს ? მაგ. შეგიძლიათ დაასახელოთ რამე გარეგნული შეზღუდვა,რ ომელიც ფსიქიკურ ენერგიას ზრდის ? ანუ ცხოვრებისეული ფაქტებიდან, რამე.
1. გარეგანი შეზღუდვა შეიძლება იყოს ფიზკური
2. გარეგანი შეზღუდვა შეიძლება იყოს სოციალური
პირველი შემთხვევა:
დავუშვათ მივიღეთ 1000 კალორია ენერგია. ამ ენერგიას ჩვენ ვერსად წავიღებთ, ენტროპია მოითხოვს მის გარდაქმნას. ჩვენი ორგანიზმი კი თავისთავად არის ის რამაც უნდა მოითხოვოს ენერგია - ფიზიოლოგიურად.
ჩვენ შეგვიძლია 1000 კალორია ენერგიით 100კმ მანძილი გავიაროთ გარკვეულ დროში. ამის ნაცვლად შეგვიძლია ეს ენერგია, რომელიც ვერ, ან არ გავხარჯეთ ფიზიკურად, გარდავქმნათ ფსიქიკურ ენერგიად - აზროვნებაში: წარმოვიდგინოთ ის 100კმ მანძილი სადაც ის უნდა გაგვევლო - წარმოსახვით შევასრულოთ გონებაში, დავუშვათ ასჯერ უფრო მეტჯერ გავიაროთ გასავლელი 100კმ მანძილი - ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიას შორის არსებულ კორელაციაზე ნუ გამომეკიდებით, მეცნიერული კვლევა არ ჩამიტარებია ამ კუთხით, შესაძლოა ორასჯერაც შევძლოთ წარმოვიდგინოთ... გააჩნია წარმოდგენის ტიპებსაც და დროსაც
მეორე შემთხვევა:
სოციალურ გარემოში, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს აფილაცია. თუ ინდივიდი შეზღუდულია მაღალი მორალური ნორმებითა და სოციალური გავლენებით, იზღუდება მისი თვითრეალიზების შესაძლებლობა და ადამიანი იძულებული ხდება გარეგანი ენერგია მიმართოს შინაგანში. აქ უკვე საქმე გვაქვს პიროვნების ისეთ ტიპთან როგორიცაა ინტროვერტი.
რა თქმა უნდა, არ არსებობს აბსოლუტურად ინტროვერტი და აბსოლუტურად ექსტროვერტი ტიპის ადამიანი, მაგრამ მეტნაკლებად, ეს ბავშობაში უკვე განცდადია და ბავშვი უკვე ოცნებობს, ფანტაზიორობს, წარმოიდგენს და ასრულებს საკუთარ ფიზიკურად განუხორციელებელ მოვლენებს შინაგანად. ეს არის შინაგანი სამყარო და ამას ვეძახი ფსიქიკურ ენერგიას.
პ.ს. ეს ფაქტორები, რაც დავწერე, გეგმაში მქონდა დამეწერა, მაგრამ გამომრჩა წერისას.
მადლობა შეკითხვისთვის.
QUOTE
და თუ ამ მიდგომის მიხედვით ობიექტური სამყარო არ არსებობს ?
არ არსებობს სუბიექტის გარეშე.
QUOTE
ბუნებრივი მოვლენები, ცხოველთა სამყარო ჩემს გარეშე უაზროა ?
თავისთავადია, მაგრამ აზრი მხოლოდ ჩვენ გვაქვს.
და რა არის საერთოდ აზრი?
QUOTE
და ბოლოს, აზროვნება ემოცია და სხვანი, რაც ფსიქიკის ფეროდ მოიაზრება მატერიალურია ?
კი.
Ignited
QUOTE
ამ საკითხთან ჰიუმის მიდგომა მომწონს:
"სამყაროს არსებობის არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. არ შეიძლება არც მტკიცება და არც უარყოფა".
ჰოდა დააჯდეს ჰიუმი ცარიელ იდეებს, ნუ მიიღებს საკვებს და მოკვდება მაგაზე ფიქრის შესაძლებლობაც.
მტკიცებულებაც ეგ არის და მისი იდეების საზრდოც...
This post has been edited by
Hushta
on 17 Jan 2014, 18:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი
ჯგუფი: Members
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 117009
რეგისტრ.: 12-June 10
#39471902
· 17 Jan 2014, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
ერთი ფრაზა გამოგრჩა - "ეგ შენი".
ჰოდა დააჯდეს
ეგ შენი
David Hume ცარიელ იდეებს, ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39471917
· 17 Jan 2014, 18:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Ignited @ 17 Jan 2014, 18:22 )
Hushta
ერთი ფრაზა გამოგრჩა - "ეგ შენი".
ჰოდა დააჯდეს
ეგ შენი
David Hume ცარიელ იდეებს, ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 174467
რეგისტრ.: 5-October 13
#39473562
· 17 Jan 2014, 20:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
1. გარეგანი შეზღუდვა შეიძლება იყოს ფიზკური
2. გარეგანი შეზღუდვა შეიძლება იყოს სოციალური
პირველი შემთხვევა:
დავუშვათ მივიღეთ 1000 კალორია ენერგია. ამ ენერგიას ჩვენ ვერსად წავიღებთ, ენტროპია მოითხოვს მის გარდაქმნას. ჩვენი ორგანიზმი კი თავისთავად არის ის რამაც უნდა მოითხოვოს ენერგია - ფიზიოლოგიურად.
ჩვენ შეგვიძლია 1000 კალორია ენერგიით 100კმ მანძილი გავიაროთ გარკვეულ დროში. ამის ნაცვლად შეგვიძლია ეს ენერგია, რომელიც ვერ, ან არ გავხარჯეთ ფიზიკურად, გარდავქმნათ ფსიქიკურ ენერგიად - აზროვნებაში: წარმოვიდგინოთ ის 100კმ მანძილი სადაც ის უნდა გაგვევლო - წარმოსახვით შევასრულოთ გონებაში, დავუშვათ ასჯერ უფრო მეტჯერ გავიაროთ გასავლელი 100კმ მანძილი - ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიას შორის არსებულ კორელაციაზე ნუ გამომეკიდებით, მეცნიერული კვლევა არ ჩამიტარებია ამ კუთხით, შესაძლოა ორასჯერაც შევძლოთ წარმოვიდგინოთ... გააჩნია წარმოდგენის ტიპებსაც და დროსაც
მეორე შემთხვევა:
სოციალურ გარემოში, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს აფილაცია. თუ ინდივიდი შეზღუდულია მაღალი მორალური ნორმებითა და სოციალური გავლენებით, იზღუდება მისი თვითრეალიზების შესაძლებლობა და ადამიანი იძულებული ხდება გარეგანი ენერგია მიმართოს შინაგანში. აქ უკვე საქმე გვაქვს პიროვნების ისეთ ტიპთან როგორიცაა ინტროვერტი.
რა თქმა უნდა, არ არსებობს აბსოლუტურად ინტროვერტი და აბსოლუტურად ექსტროვერტი ტიპის ადამიანი, მაგრამ მეტნაკლებად, ეს ბავშობაში უკვე განცდადია და ბავშვი უკვე ოცნებობს, ფანტაზიორობს, წარმოიდგენს და ასრულებს საკუთარ ფიზიკურად განუხორციელებელ მოვლენებს შინაგანად. ეს არის შინაგანი სამყარო და ამას ვეძახი ფსიქიკურ ენერგიას.
პ.ს. ეს ფაქტორები, რაც დავწერე, გეგმაში მქონდა დამეწერა, მაგრამ გამომრჩა წერისას.
მადლობა შეკითხვისთვის.
გასაგებია. მარა მოდი დავაზუსტოთ.
თვენი ფორმულირებით ( თუ შევცდები, შეასწორეთ) ფიზიკური ენერგია ქმნის ფსიქიკურს. და ამას ამყარებთ ენერგიის ზემოხსენებული კანონის მიხედვით.
და ეს ენერგია იხარჯება გარკვეულ ფსიქიკურ პროცესებზე, აზროვნება თუ სხვა.
მარა რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ზემოაღწერილი მატერიალურია ? ანუ როგორც შემდგომ ამბობთ აზროვნება მატერიალურიაო, მაშ უნდა იყოს კიდეც რაიმე "ხელშესახები" , რომ მე ის ვიკვლიო, სად არის ამის მატერიალურ მტკიცებულება ? ტვინი ?
რაც შეეხება ფსიქიკური ენერგიის მატერიალურობას, მაშ როგორ გავიგოთ ისეთი დარღვევის ტიპი რომელსაც ფსიქოსომატური პათოლოგიების ჯგუფი მიეკუთვნება და ამ დროს არანაირი ფიზიკური მიზეზი პათოლოგიისა არ მოიძებნება ?
მე ეს მომყავს იმის დასტურად, რომ ფსიქიკა ცალკე, არამატერიალური რამაა, რასაც რაღა თქმა უნდა რთული სისტემური კავშირი აქვს სხეულთან და მის გარეშე ვერ ოპერირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ფსიქიკა მატერიალურია.
QUOTE
სოციალურ გარემოში, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს აფილაცია. თუ ინდივიდი შეზღუდულია მაღალი მორალური ნორმებითა და სოციალური გავლენებით, იზღუდება მისი თვითრეალიზების შესაძლებლობა და ადამიანი იძულებული ხდება გარეგანი ენერგია მიმართოს შინაგანში. აქ უკვე საქმე გვაქვს პიროვნების ისეთ ტიპთან როგორიცაა ინტროვერტი.
რა თქმა უნდა, არ არსებობს აბსოლუტურად ინტროვერტი და აბსოლუტურად ექსტროვერტი ტიპის ადამიანი, მაგრამ მეტნაკლებად, ეს ბავშობაში უკვე განცდადია და ბავშვი უკვე ოცნებობს, ფანტაზიორობს, წარმოიდგენს და ასრულებს საკუთარ ფიზიკურად განუხორციელებელ მოვლენებს შინაგანად. ეს არის შინაგანი სამყარო და ამას ვეძახი ფსიქიკურ ენერგიას.
ახლა პასუხს ვწერდი და თან მიკვირდა რა შუაში იყო ეს მაგალითი. და მერე წავშალე.
ანუ ინტროვერსიის მაგ. თქვენ იმიტომ მოიყვანეთ რომ ფსიქიკური ენერგია აგეხსნათ? გასაგებია. ანუ როცა საკუთარი თავისკენ მიმართავს ინტერეს ადამიანი, ამას ეძახით ფსიქიკურ ენერგიას ?
მე თქვენმა განმარტებამ დამაბნია. იმის გამო რომ სოციალური გავლენებით იზღუდება ვინმე, ეს ნაკლებად აქცევს მავანს ( კაი სიტყვააა :დ) ინტროვერტად.
მაგრამ როგორც ვატყობ ძირითადი სასაუბრო მაინც იმას ეხება, თუ რატომ არის უზოგადესად ფსიქიკა ( და მასში შემავალი აზროვნება თუ ემოციები) მატერიალური ან არამატერიალური.
მე ვიტყოდი რომ ის ურთულესი კავშირი რაც ამ ორ სისტემას შორის, ფსიქიკას და სხეულს შორის არსებობს, შემდეგი მიმართებით განისაზღვრება: ნებისმიერი ფსიქიკური ოპერაციისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც მატერიაში ადამიანი მატერიიდან იღებს, იმიტომ რომ კონკრეტულ ქმედებას მას სხეულებრივი აპარატით ახორციელებს , მაგრამ თავად ფსიქიკური არ არის მატერიალური. ამასთან დაკავშირებით ზემოთ დამაზუსტებელი კითხვები დაგისვით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39473779
· 17 Jan 2014, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
eQarion
QUOTE
მარა რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ზემოაღწერილი მატერიალურია ? ანუ როგორც შემდგომ ამბობთ აზროვნება მატერიალურიაო, მაშ უნდა იყოს კიდეც რაიმე "ხელშესახები" , რომ მე ის ვიკვლიო, სად არის ამის მატერიალურ მტკიცებულება ? ტვინი ?
ზუსტი მეცნიერება - ბიოლოგია.
QUOTE
რაც შეეხება ფსიქიკური ენერგიის მატერიალურობას, მაშ როგორ გავიგოთ ისეთი დარღვევის ტიპი რომელსაც ფსიქოსომატური პათოლოგიების ჯგუფი მიეკუთვნება და ამ დროს არანაირი ფიზიკური მიზეზი პათოლოგიისა არ მოიძებნება ?
ფსიქოლოგიამ ისე გამოიკვლია ადამიანი, რომ ყველაფრის მიზეზი ახსნა მასში? სიყვარულის ზუსტი მიზეზები ვიცით? ადასტურებს ამას რაიმე კვლევა?
QUOTE
მე ეს მომყავს იმის დასტურად, რომ ფსიქიკა ცალკე, არამატერიალური რამაა, რასაც რაღა თქმა უნდა რთული სისტემური კავშირი აქვს სხეულთან და მის გარეშე ვერ ოპერირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ფსიქიკა მატერიალურია.
ანუ იდეალისტი ხართ. ალბათ სულის არსებობისაც გჯერათ... ალბათ ღმერთისაც გწამთ
ნუ მაშინ გასაგებია თქვენი პოზიცია.
QUOTE
როცა საკუთარი თავისკენ მიმართავს ინტერეს ადამიანი, ამას ეძახით ფსიქიკურ ენერგიას ?
მე თქვენმა განმარტებამ დამაბნია. იმის გამო რომ სოციალური გავლენებით იზღუდება ვინმე, ეს ნაკლებად აქცევს მავანს ( კაი სიტყვააა :დ) ინტროვერტად.
საკუთარი თავისკენ კი არ მიმართავს, საკუთარ თავში ასრულებს.
ბავშვს თამაში რომ უნდა სათამაშო მანქანით და სათამაშო არა აქვს, წარმოიდგენს ძილის წინ, როგორ თამაშობს იმ სათამაშოთი, რომელიც უნდა რომ ჰქონდეს და არა აქვს. სურვილების ფიზიკური შესრულების შეუძლებლობა ანვითარებს წარმოსახვას განტვირთვისათვის. განტვირთვა ხდება, მაგრამ გაცილებით მეტი წარმოდგენა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს.
შევადაროთ მასტრუბაციას.
QUOTE
ნებისმიერი ფსიქიკური ოპერაციისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც მატერიაში ადამიანი მატერიიდან იღებს, იმიტომ რომ კონკრეტულ ქმედებას მას სხეულებრივი აპარატით ახორციელებს , მაგრამ თავად ფსიქიკური არ არის მატერიალური. ამასთან დაკავშირებით ზემოთ დამაზუსტებელი კითხვები დაგისვით.
ეს იუნგიანური მოძღვრებაა?
მტკიცებულებები გაგაჩნიათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 174467
რეგისტრ.: 5-October 13
#39474022
· 17 Jan 2014, 21:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზუსტი მეცნიერება - ბიოლოგია.
კონკრეტულად რა? აზრებს როგორ იკვლევს ბიოლოგია ?
QUOTE
ფსიქოლოგიამ ისე გამოიკვლია ადამიანი, რომ ყველაფრის მიზეზი ახსნა მასში? სიყვარულის ზუსტი მიზეზები ვიცით? ადასტურებს ამას რაიმე კვლევა?
რა შუაშია ?
მე კონკრეტულად კითხვა დაგისვით ყველაზე მკაფიო ხელჩასაჭიდის შესახებ, რომლის ფაქტებიც ადასტურებს ფსიქიკის, როგორც ცალკე არსების ლეგიტიმურობას. ( ეს მათთვის ვინც განიხილავს, ფსიქიკას როგორც მატერიალურს)
კონკრეტული პათოლოგიის დროს არსებობს უამრავი შემთხვევები, მეცნიერულად აღწერილი და არა ვიღაცის ხუშტურების მიხედვით, რომ კონკრეტულ სუბიექტს ვთქვათ წაერთვა მხედვლობა, აქვს ტკივილები მუცლის ღრუში და ა.შ.
და როდესაც ისინი მიმართავენ სამედიცინო დიაგნოზს, არ არსებობს არანაირი ფიზიკური დაზიანება, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად ჰქონოდა პათოლოგიას.
სამაგიეროდ როდესაც ტარდება ფსიქოთერაპიული კურსები, სიმპტომები იხსნება.
და ამიტომ, გეკითხებით სადაა ფსიქიკა ვთქვათ ლოკალიზებული?
მეუბნებით მატერიალურია, მაშინ დამისახელეთ მისი ლოკაზაცია სხეულის რომელიმე უბანში.
QUOTE
ანუ იდეალისტი ხართ. ალბათ სულის არსებობისაც გჯერათ... ალბათ ღმერთისაც გწამთ ნუ მაშინ გასაგებია თქვენი პოზიცია.
რისი მჯერა და არა, არ აქვს ამ ეტპაზე მნიშვნელობა, როგორც ხედავთ "ღმერთი იწამე და სული" -ის მაგვარი საუბარი არ დამიწყია
QUOTE
ეს იუნგიანური მოძღვრებაა?
მტკიცებულებები გაგაჩნიათ?
პრიჩომ იუნგი ?
ისეთი დარგიც კი, როგორიცაა ნეირომეცნიებანი ვეღარ ამბობენ პირდაპირ იმას რომ გარკვეული ფსიქიკური პროცესები კონკრეტულ უბანში მიმდიანარეობს თუ არა და ეს ყველაზე კარგად თავის ტვინის დაზიანებების დროს არსებული უამრავი შემთხვევით მტკიცდება.
This post has been edited by
eQarion
on 17 Jan 2014, 21:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#39474262
· 17 Jan 2014, 21:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
eQarion
QUOTE
კონკრეტულად რა? აზრებს როგორ იკვლევს ბიოლოგია ?
აზრებს ბიოლოგია ვერ გამოიკვლევს, მაგრამ ფიზიოლოგია მის ხელშია და შეუძლია განსაზღვროს ამა თუ იმ ორგანიზმის ემოციური მდგომარეობა, ორგანიზმის მიერი ნივთიერებების გამომუშავების შემოწმებით.
QUOTE
კონკრეტული პათოლოგიის დროს არსებობს უამრავი შემთხვევები, მეცნიერულად აღწერილი და არა ვიღაცის ხუშტურების მიხედვით, რომ კონკრეტულ სუბიექტს ვთქვათ წაერთვა მხედვლობა, აქვს ტკივილები მუცლის ღრუში და ა.შ.
ალბათ ეშმაკის ხელი ურევია
გენეტიკურ ფაქტორს გამორიცხავთ?
გინდათ მითხრათ, რომ "არაფრიდან" მოდის რაღაც და ეს უფრო დამაჯერებელია თქვენთვის?
QUOTE
და ამიტომ, გეკითხებით სადაა ფსიქიკა ვთქვათ ლოკალიზებული?
მეუბნებით მატერიალურია, მაშინ დამისახელეთ მისი ლოკაზაცია სხეულის რომელიმე უბანში.
ტვინში.
QUOTE
რისი მჯერა და არა, არ აქვს ამ ეტპაზე მნიშვნელობა, როგორც ხედავთ "ღმერთი იწამე და სული" -ის მაგვარი საუბარი არ დამიწყია
მე ვიწყებ, იმიტომ რომ აუხსნელი არ ნიშნავს გამოკვლეულს.
არც იმის არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, რომ თქვენს მიერი მოყვანილ შედეგს მატერიალური მიზეზი არა აქვს.
მე რომ ვერ ვამტკიცებ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ჰიპოთეზა მართალია.
* * *
ისე თემის სათაური არასწორია: სუბიექტურ მატერიალიზმი ჰქვია ამას.
მე უბრალოდ შევეცადე სუბიექტური იდეალიზმის გააზრებას მატერიალიზმიდან.
პირველსაწყისად მიმაჩნია მატერია, მაგრამ რადგან სუბიექტები ვართ, ჩვენთვის, ჩვენი აღქმის გარეშე არ არსებობს ობიექტურობა.
This post has been edited by
Hushta
on 17 Jan 2014, 21:34
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#39474366
· 17 Jan 2014, 21:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თემის სათაური შესწორებულია ავტორის თხოვნით. იყო "სუბიექტური იდეალიზმი" (ზედა ხაზზე). გახდა: "სუბიექტური მატერიალიზმი" (ისევ ზედა ხაზზე).
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
Qarion
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 174467
რეგისტრ.: 5-October 13
#39474933
· 17 Jan 2014, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ალბათ ეშმაკის ხელი ურევია
გენეტიკურ ფაქტორს გამორიცხავთ?
გინდათ მითხრათ, რომ "არაფრიდან" მოდის რაღაც და ეს უფრო დამაჯერებელია თქვენთვის?
ვახ,
არაფრიდან როგორ კაცო, (მომიტევეთ თუ პირდაპირობას ცუდ ტონად ჩამითვლით) ამის გამომწვევი არის ფსიქიკური მიზეზი. კონკრეტულად რა, ეს თავად შემთხვევაზეა დამოკიდებული, ამას შესწავლა ჭირდება. მაგრამ აქ იმაზე მითითებაც საკმარისია, რომ მიზეზი ფსიქოლოგიური ბუნებისაა.
დანარჩენის გარკვევა ქეისებშიც შეიძლება.
QUOTE
ტვინში.
კი ბატონო, ფსიქიკა იყენებს ტვინის უაღრესად დახვეწილ სისტემას. მაგრამ ეს მას არ აქცევს მატერიალურად.
ის მის სტრუქტურებს იყენებს რიგი სხვადასხვა პროცესების განხორციელებისთვის,
იმ სირთულზე რაც ტვინისა და ფსიქიკის მიმართებას ახასიათებს დღეს ყველაზე მეტად აღიარებული მიდგომას წარმოადგენს ფსიქიკური ფუნქციების სისტემური დინამიკური ლოკალიზაციის თეორია, რომელიც იმ აუარებელიი მასალების ფონზე შეიქმნა, რაც დაზიანებული თავის ტვინის კვლევების ჟამს გამოვლინდა.
და ამ ფაქტებმა დააფიქრეს შემდეგზე, რომ კონკრეტული ფსიქიკური ფუნქცია სულაც არ არის მკცარი დეტერმინაციის მიხედვით განლაგებული ტვინის უბნებში, რის გამოც ისინი აზროვნებას თუ სხვას მისთანნს მატერიალურად მოიაზრებდნენ. ( რადგანაც ფიქრობდნენ რომ კონკრეტული უბნის დაზიანება, შეუქაცავად იწვევდა გარკვუელი ფუქნციის ამოვარდნას.) მარა ეს არ დადასტურდა. ზუსტად იმ უამრავაი განსხვავებული შემთხვეის გამო.
ეს განსხვავები ადამიანში კი არა მხოლოდ გენეტიკურ დონეზე ვლინდება, რომელიც ასევე დიდ როლს თამაშობს, არამედ ასევე ფსიქიკურ პლანზეც, რაც უკვე წმინდად ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითარდება მისი აზროვნება, ინტელექტუალური შესაძლებლობები და თუ სხვა უნარები. ეს კიდევ არ გახლავთ მატერიალური რამ
იმედია ძალიან არ გავართულე ჩემი სათქმელი, შეიძლებოდა უკეთესადაც მეთქვა და უფრო მეტიც.
მოკლედ რავი.
ეს არის ზოგადი აღწერა და მინიშინებანი იმაზე, თუ საით შეიძლება წავიდეს ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანი. რა თქმა უნდა ბევცრი კითხვა გაგიჩნდებათ, მაგრამ ამას მხოლოდ თქვენივე გამოკვლევით თუ დაამტკიცებთ.
ნეიროფსიქოლოგია ამჟამად ყველაზე კარგად წარმოაჩენს ფსიქიკისა და სხეულის დამოკიდებულბას და თან კონკრეტული ფაქტები მოაქვს.
QUOTE
მე ვიწყებ, იმიტომ რომ აუხსნელი არ ნიშნავს გამოკვლეულს.
არც იმის არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, რომ თქვენს მიერი მოყვანილ შედეგს მატერიალური მიზეზი არა აქვს.
მე რომ ვერ ვამტკიცებ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ჰიპოთეზა მართალია.
მე ვეცადე კონკრეტული შემთხვევბით მესაუბრა. რომელიც ადამიანთა ცხოვრებაშია მომხდარი.
This post has been edited by
eQarion
on 17 Jan 2014, 22:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი
ჯგუფი: Members
Ignited
საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 117009
რეგისტრ.: 12-June 10
#39475927
· 17 Jan 2014, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თემის სათაური შესწორებულია ავტორის თხოვნით. იყო "სუბიექტური იდეალიზმი" (ზედა ხაზზე). გახდა: "სუბიექტური მატერიალიზმი" (ისევ ზედა ხაზზე).
მეცკომამდე რომ მიხვალთ, შემოგიერთდებით.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0391 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.