ანუ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს ამ კლუბში მართლა მაინტერესებს .
ნიშნის მოგებით და ჯიბრზე არ ვხსნი ამ თემას,უბრალოდ მართლა კომიკური რაღაცეები ხდება
ჯერ პოკორას ამბავი,ან მოსვლა ან წასვლა
მერე ვიღაც შავკანიანი რო ჩამოიყვანეს ზარ-ზეიმით,წარადგინეს და მერე გაუშვეს მეორე დღეს
სპონსორების ამბავი ხო სასწაულია,სტადიონის რემონტი
ახლა იმნაძე დაინიშნა გიგლა მწვრთნელადო
ყველამ დაწერა მახარაძეს რას ერჩიანო
მერე 3 დღეში დაიწერა
გადაწყდა: "გურიას" ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის
შემდეგ მახარაძე იძახის
დავით მახარაძე: ""6 თვეა, "გურიაში" ვარ და მსგავსი რამ არსად მინახავს: ვინაა უფროსი, ვერ გავიგე"
და დღეს
"გურიას" მთავარ მწვრთნელად დავით მახარაძე დაინიშნა. მართალია, ეს ფაქტი თავად მწვრთნელმაც დაგვიდასტურა და ინფორმაცია კლუბის დირექტორატიდანაც გავრცელდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მახარაძე მწვრთნელად დანიშნული არ არის!
რა უბედურებაა?