როგორც ჩანს ბიზნესმა გაამართლა და პრომოუშენის უფრო მაღალ დონეზე გადავიდნენ

დედა პარასკევას მოგონებების მიხედვით მამა გაბრიელზე ფილმს გადაიღებენ
17:35 16-01-2014
დედა პარასკევას მოგონებების მიხედვით მამა გაბრიელზე ფილმს გადაიღებენ მამა გაბრიელზე რეჟისორი გია კაჭარავა ფილმის გადაღებას აპირებს. გადაღებები გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ცოტა ხანში წმინდანის როლზე მსახიობების შესარჩევად ქასთინგი გამოცხადდება.
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრის, სოფო ხაჭაპურიძის განცხადებით, ამ წმინდანის ცხოვრება, ბავშვობის პერიოდიდან დაწყებული, სიბერით დასრულებული, ისეთი საინტერესოა, რომ სცენარი ერთ ფილმში არ ჩაეტია და ამიტომ იქნება ორი სერია.
"სცენარი გაკეთდა უშუალოდ დედა პარასკევას მოგონებების მიხედვით, რომელიც წიგნად არის გამოცემული, რაზეც გვაქვს მისი ნებართვაც. ჯერ პატრიარქთან ეს საკითხი არ მიგვიტანია, რადგანაც მაინც საწყის ეტაპზე ვართ", - ამბობს ხაჭაპურიძე.
ფილმის პროდიუსერი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი დათო ქაცარავა აცხადებს, რომ მისი გმირი მამა გაბრიელის ანტიპოდია. "უსაშინლესი ადამიანია, ასეთი როლი ჯერ არ შემხვედრია და მითამაშია. კაცი, ვინც უნდა გავასახიერო, ამირან ქრისტესიაშვილი გახლავთ", - აცხადებს ქაცავარა.
რაც შეეხება ფილმის დაფინანსებას, ქაცარავას განმარტებით, განცხადება-პროექტი კულტურის სამინისტროში უკვე შეტანილია და პასუხს ელოდებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას "ამბები.გე" ავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...adaigheben.html This post has been edited by The13thFloor on 16 Jan 2014, 19:44