ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხები ვერ მიიღეს
იანვარი 15 20:22
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის სილევიჩმა ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელი პრესკონფერნცია გამართეს.
საქართველოს ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ წრეებთან განსახილველ საკითხებს შორის ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადება გამოყვეს, რომელიც ციხიდან მის გაყვანას შეეხებოდა. როგორც იენსენმა განაცხადა, ისინი ეცადნენ, რომ სრული ინფორმაცია მიეღოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ეს ვერ მაოხერხეს ბოლომდე.
"დღესაც არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა სინამდვილეში რა მოხდა. საკითხი ეხება ვიდეოჩანაწერებსაც. საუბარია იმაზე, რომ მოხდა ავტომატური წაშლა, ამასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. იყო მათი ნაწილი შენახული თუ წაშლილი. ჩემი აზრით, უფრო მკაფიო წესი უნდა არსებობდეს თუ რა ხნის განმავლობაში ინახება ჩანაწერი. თუ სიმართლეა განცხადება, რომ ჩანაწერი 24 საათს ინახება, ეს მცირე პერიოდია მსგავსი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვისთვის", - განაცხადა იენსენმა.
იგი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის განცხადება უნდა იყოს სამართლიანად გამოძიებული. "ხელისუფლებას გაუჭირდა მკაფიო პასუხების გაცემა ჩანაწერები განადგურებულია თუ არა", - აღნიშნა იენსენმა.
http://news.ge/ge/mobile/story/76230-evros...ebi-ver-miighes