მოდით ცოტა სერიოზულად ვიმსჯელოთ. თანასწორობაზე მაქვს საუბარი და არა თანაბარუფლებიანობაზე. განსხვავება უფლებრივია მხოლოდ მესამე პირებთან და ქონებრივ საკითხებთან მიმართებით და არა ერთმანეთის მიმართ.
კითხვა 1. ერთმანეთის მიმართ თანასწორობა რაში გამოიხატება?
კითხვა 2. შესაძლებელია თუ არა თუ თანასწორობა არსებობდეს ისე რომ ბალანსი არ დაირღვეს - ანუ რომელიმე მხარემ ადრე თუ გვიან არ გადაქაჩოს?
ასევე პატივისცემას ნუ ავურევთ თანასწორობაში. ქალის მიმართ პატივისცემა ავიღოთ როგორც მოცემულობად, ქალის დამსახურებულ ფორად და პოზიტიურ ხარკად.
აქ ხშირად ყველა რაღაც არგუმენტირებულს ვამბობთ, ხშრად ვცდებით. მაგრამ საბოლოოდ ყველა ვდაობთ ამ საკითხზე, რადგან აქედან გამომდინარეობს ყველა პრობლემა.
მაშ ასე,
თანასწორობის კრიტერიუმები:
ა. სექსი კაცისთვისაც და ქალისთვისაც ერთი და იგივე ზომის მოთხოვნილებაა, თუ ის დაუშვებელია ქალისთვის დაუშვებელი უნდა იყოს კაცისთვისაც
ბ. სექსის ქონა კაცისთვისაც და ქალისთვისაც თანაბრად დაშვებულია (ან დაუშვებელი, მთავარია თანაბრად)
გ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალი და კაცი იკავებს და თამაშობს თანაბარ როლს, ანუ საზოგადოებისთვის ორივე თანაბრად აუცილებელია
დ. რელიგია თანაბრად მიიჩნევს ქალსა და კაცს რადგან ორივეს ერთი და იგივე ცოდვებისთვის მოეკითხება კანონიკურად
ე. შვილების მიმართ ორივეს აქვს თანაბარი უფლებები და მოვალეობები
ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ შესაძლებელია რეალური, სტაბილური და დადებითი თანასწორობა? ან თავად ეს კრიტერიუმები მიღწევადია? მე მგონი რომ კი.
ქართველი ბიჭებისთვის რატომღაც ასე მგონია მთავარი ფაქტორი თანასწორობის არ დაშვების არის შიში იმისა, რომ მას ან გაკიცხავენ, ან უღალატებენ ან თავზე დააჯდებიან. არის ამაში სიმართლე? იქნებ ესაა ყველაფრის მიზეზი?
პ.ს. მე ჩემი პოზიცია ჯერ არ დამიფიქსირებიაა. თემაზე იმსჯელეთ და არა ჩემზე