საქართველოს ყოფილი პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ხელისუფლებისადმი მიწერილ წერილში წერს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს 2008 წლიდან „ნაციონალური“ პარტიისთვის ფინანსების მოზიდვა დაევალა. წერილის ორიგინალს, უმრავლესობის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე რადიკალური და ამბიციური რეფორმები განახორციელა და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვა, ახლა დევნის, დაშინების და ძალადობის მსხვერპლად იქცა. ეს „კუდიანებზე ნადირობა“ მიმდინარეობს მას მერე, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა. დაახლოებით 100-მდე ყოფილი ჩინოვნიკს წაუყენეს ბრალდებები, რამდენიმე ათას ოპოზიციის აქტივისტი დაკითხეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი საკვანძო ფიგურა დაატუსაღეს, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
როგორც პოლიტიკური გუნდის საკვანძო ფიგურა და ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, დავით კეზერაშვილი იგივე საშიშროების წინაშეა და იგივე ბედი ელის, როდორც პარტიის სხვა ლიდერებს. დავით კეზერაშვილის ფიგურას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი დაფუძნების დღიდან. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ვარდების რევოლუციის“ დროსაც, სწორედ ამ რევოლუციამ ქვეყნის სათავეში მოიყვანა ახალგაზრდების რეფორმისტული პრო-ევროპული გუნდი, რომლის გაძღოლის პატივიც მე მერგო წილად.
ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ამბიცია და დაპირება და ალბათ, ყველაზე სასწრაფოდ გადასაწყვეტი ამოცანა იყო წერტილი დაგვესვა კორუფციისთვის, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ანადგურებდა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. დავით კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის უფროსად დასახელება მასში ჩვენი ნდობის მანიშნებელი იყო ისევე როგორც პარტიისათვის და ახალი სამთავრობო გუნდისათვის მისი მნიშვნელობის ინდიკატორი. მისი როლი იყო უმნიშვნელოვანესი კორუფციის და მექრთამეობის სისტემის განადგურებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და პროგრესს აფერხებდა. ეს წარმატება დაფიქსირდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად ასახელებდნენ ამ მიღწევას, მაგალითად, ისეთი ორგანიზაციის, როგორიცაა მსოფლიო ბანკი. ამ ყველაფერმა საქართველოს საშუალება მისცა განვითარებულიყო, მაგრამ როგორც უწყით ამან ბევრი მტრები გაუჩნა ქვეყანასდა განსაკუთრებით დავით კეზერაშვილს ამ ყველაფერში მისი როლის გათვალისწინებით.
ახლა, როდესაც ის ხალხი დაუბრუნდა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ამ კორუფციის სისტემას ხელმძღვანელობდნენ, მათ შურისძიება სწადიათ და დავითი მათი ერთ-ერთი უპირველესი სამიზნეა. მისმა წარმატებამ ფინანსურ პოლიციაში და მზარდმა გავლენამ მიმაღებინა გადაწყვეტილება კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრად დამენიშნა, მაშინ როდესაც დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის მატულობდა, როდესაც რუსი სამხედროების ყოველდღიური პროვოკაციები და დაბომბვები გვარწმუნებდა ომის შესაძლო დაწყებაში. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უდიდესი ნდობის მიშანი მთელი მთავრობის და პირადად ჩემი მხრიდან.
დავითი თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ, როდესაც 2008 წლის აგრესია დაიწყო და იქცა ერთ-ერთ ყველაზე საძულველ პიროვნებად რუსეთის ფედერაციის ძლევამოსილი უსაფრთხოების აპარატისათვის. მას შემდეგ რაც კერძო სექტორში გადასასვლელად 2008 წელს მთავრობიდან წასვლა გადაწყვიტა და ბიზნესმენი გახდა, მას დაევალა გამოეყენებინა მისი ნიჭი და კონტაქტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთის“ ფინანსების მოზიდვაში. მთელი ამ წლების მანძილზე ის ფინანსების მოძიების კუთხით ცენტრალური ფიგურა იყო და პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიკოსად რჩებოდა. ის მონაწილეობდა პარტიის ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდგომ დაიწყო დევნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ახალი ოპოზიციური ძალის და მისი დონორების წინააღმდეგ და მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მაშინაც კი როდესაც ახალმა მთავრობამ საქართველოში დარჩენა შეუძლებელი გახადა, მისი მნიშვნელობა პარტიისათვის კიდევ უფრო გაიზარდა. ის იყო ერთადერთი, რომელიც იცნობდა ნებისმიერი კამპანიის პოტენციურ დამფინანსებლებს და იყო ერთადერთი, რომლებსაც დონორები ენდობოდნენ. პრეზიდენტის რანგში რამდენჯერმე გავემგზავრე მასთან შესახვედრად და ჩვენი სტრატეგიის განსახილველად. ამჟამად პატიმრობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილიც რამდენჯერმე იმყოფებოდა მის შესახვედრად. მისი უმოქმედობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნებმა რომელიც 2013 წლის ბოლოს ჩატარდა შეფერხებით წარიმართა ოპოზიციისთვის და 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები კიდევ უფრო რთული იქნება.
საუბედუროდ, ამის შესახებ იცის ქვეყნის მთავრობამ და სწორედ ამიტომ დავითი და ვანო მერაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეებად იქცნენ მიმდინარე კამპანიის, დევნის დაშნების და ძალადობის ფონზე, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარეობს. არ შემიძლია გადავაჭარბო ქვეყნისთვის და პარტიისათვის მისი როლის მნიშვნელობას, მის გათავისუფლებას და უსაფრთხოდ ყოფნას. დავითის წინააღმდეგ მიმდინარეობს და მომავალშიც ადგილი ექნება დევნას ისევე როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას, რადგან ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“. ფრანგულ სასამართლოს ვთხოვ აღიაროს, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება პოლიტიკურად მოტივირებული მოთხოვნაა, რომელიც ყალბ ბრალდებებს ეფუძვნება და შესაბამისად გთხოვთ, უარი თქვათ ექსტრადიციის მოთხოვნაზე”, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
http://reportiori.ge/?menuid=2&id=12719შენ ვისი ბედი გელის მიხეილ ბატონო ?

ალბათ სადამ ჰუსეინის