გამოყენებული წყარო:
http://www.huffingtonpost.com/2014/01/16/a..._n_4413593.html თითოეულ პუნქტს თავისი წყაროები აქვს მითითებული.
--------------------
როცა საქმე ეხება ინსტიტუციონალურ დისკრიმინაციას, ათეისტები ნაკლებად ახსენდებათ. ეს გასაკვირი არცაა იმ სამყაროში, სადაც სქესის, რასისა და ორიენტაციის მიხედვით იქმნიან ცრუ წარმოდგენებს ადამიანებზე. ბევრი კი მარტო იმიტომ ბრაზდება ათეისტებზე, რომ მათი ნაწილი დოლარიდან "In God We Trust" ფრაზის ამოღებას ითხოვს. თუმცა ასეთ 'წვრილმანებს' რომ შევეშვათ, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში ათეისტებს ერთმევათ რაღაცის უფლება მარტო იმიტომ, რომ არ სწამთ.
1. სიცოცხლე13 ქვეყანაში (ყველა მათგანი ისლამურია) ათეისტობის ღიად გამოხატვა სიკვდილით ისჯება. ესენია ავღანეთი, ირანი, მალაიზია,მალდივი, მავრიტანია, ნიგერია, პაკისტანი, კატარი, საუდის არაბეთი, სომალი, სუდანი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები და იემენი.
2. პოლიტიკური კარიერაურწმუნოება პოლიტიკაში დიდი მინუსია მინიმუმ მაშინ, თუ ამას დააფიქსირებთ. კვლევები აჩვენებს, რომ მაგალითად აშშ-ის კონგრესში არცერთი ადამიანი არაა ღია ათეისტი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კვლევებით ქვეყანაში მათი წილი 6-10%-ია.
3. ხალხის ნდობა2012 წლის კვლევით, ამერიკელთა მხოლოდ 54% არ დაიწუნებდა პოლიტიკურ კანდიდატს ათეისტობის გამო. ხოლო ნახევარი ფიქრობს, რომ ათეიზმი მათთვის საფრთხის შემცველია. ბრიტანეთის კოლუმბიისა და ორეგონის უნივერსიტეტების კვლევა აჩვენებს, რომ ათეისტებს თითქმის ისევე არ ენდობიან, როგორც სექსუალურ მოძალადეებს.
4. პატივისცემაგარდა იმისა, რომ პოლიტიკოსები გამოსვლებში ხშირად იყენებენ მორწმუნეთა მხარდამჭერ ფრაზებს და ურწმუნოებს ზოგჯერ უპირისპირდებიან კიდეც, ხშირია თავდასხმები რიგითი მოქალაქეებისგანაც. მაგალითად მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი პენსილვანიაში 2011 წლის სამხედრო აღლუმზე ათეისტი ჯარისკაცების მიმართ, კვლევები კი აჩვენებს, რომ იგივე რამ ხშირად ხდება ჯარშიც.
5. დასაქმებაურწმუნოება შეიძლება ხელის შემშლელი იყოს ახალი სამსახურის ძიებისას. როგორც აღმოჩნდა, სერიოზულ პოზიციებზე უფრო მეტად მორწმუნეებს ასაქმებენ ხოლმე, ხოლო ათეისტებს დაბალი რანგის სამუშაოს სთავაზობენ. პრობლემებს აწყდებიან დასაქმების შემდეგაც, თუ ვინმემ მათ შეხედულებებზე შეიტყო.
6. ბავშვის მეურვეობათუ ათეისტებს არ ედობიან დასაქმებისას, მითუმეტეს საეჭვოდ ჩათვლიან იმისთვის, რომ ბავშვი ანდონ. ბოლო ათწლეულებში მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როცა სასამართლო მეურვეობის უფლებას ართმევდა მათ იმის გამო, რომ არ იჩენდნენ ინტერესს ორგანიზებული რელიგიების მიმართ ან სულაც აიძულებდნენ ეკლესიაში სიარულს, რათა ბავშვს არ მოკლებოდა "სისტემატური სულიერი წვრთნა".
7. მოხალისეობაროცა საქველმოქმედო ორგანიზაციამ "Upstate Atheists" უფასო სასადილოებს დახმარება შესთავაზა, პასუხად მიიღეს, რომ ერჩივნათ მორწმუნე მოხალისეები ჰყოლოდათ მიუხედავად იმისა, რომ ათეისტები საერთოდ არ აპირებდნენ მათთან რელიგიურ საკითხებზე საუბარს. საპასუხოდ ორგანიზაციამ ქუჩის მეორე მხარეს მაღაზია გახსნა და 300 ადამიანს ტანსაცმელი დაურიგა.
8. მათი შეხედულების რეკლამასხვადასხვა ცნობილ საიტებზე ხშირად შეხვდებით რელიგიურ ბანერებს და რეკლამებს ქადაგებებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში ათეისტების დისკრიმინაციას ახდენს. უფრო მეტიც, ხშირად რეკლამის განთავსებაზე უარს ეუბნებიან ათეისტებს და მხოლოდ სასამართლოს ჩარევით ხდება საქმის გამოსწორება. ხოლო ისეთ შემთხვევებში, როცა კომპანიას ათეისტებთან პრობლემა არ აქვს და ბილბორდზე მათ რეკლამას ათავსებს, ხშირად ადგილი აქვს ვანდალიზმს.
9. ცხოვრებისეული დეტალებიარის შემთხვევები, როცა ათეისტებს უწევთ თავიანთი შეხედულების საწინააღმდეგოდ მოქცევა. მაგალითად ნაწილს აღიზიანებს ზემოთხსენებული წარწერა დოლარზე, ასევე რელიგიური სესიები სკოლებში, რომლებშიც მათ აიძულებენ მონაწილეობის მიღებას, ყოველდღიური ლოცვები (რომლის დროსაც უწევთ ოთახიდან გასვლა), ხატები საკლასო ოთახებში, სასამართლოში ბიბლიაზე დაფიცება და ა.შ.
10. ორგანიზაციის შექმნაათეისტურ ჯგუფებს ხშირად აბრკოლებენ, თუკი ისინი ორგანიზაციის ან კლუბის შექმნას მოინდომებენ. ზოგჯერ ეს ხდება პროცედურების გაწელვით, ზოგჯერ კი უბრალოდ აპლიკაციაზე უარის თქმით. 2011 წელს ნოტრდამის უნივერსიტეტმა (ფორბსის სიით მე-12 საუკეთესო სასწავლებელი აშშ-ში) ათეისტებს, აგნოსტიკოსებსა და სკეპტიკოს სტუდენტებს უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათი შეხედულებები არ ესადაგებოდა უნივერსიტეტის მისიას. ნოტრდამის უნივერსიტეტი კათოლიკურია, თუმცა უამრავი სხვადასხვა რწმენის მქონე სტუდენტები ჰყავს. დისკრიმინაცია კი მხოლოდ ურწმუნოებს შეეხოთ.
11. ბოისკაუტობააშშ-ში ბოისკაუტებში გაწევრიანება ათეისტებს დღემდე აკრძალული აქვთ. მათ ფიცში ფიგურირებს "ღმერთისა და ქვეყნის წინაშე ვალის მოხდა" და რელიგიური ფრაზების ამოღებაზე დღემდე უარზე არიან. ხოლო თუ ურწმუნომ არ გაამხილა თავისი შეხედულებები და შემდეგ გაირკვა, მას რიგების დატოვებას აიძულებენ.