საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პატრიარქის საშობაო ეპისტოლის ირგვლის ატეხილ აჟიოტაჟს პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დაპირისპირებად აფასებს და თვლის, რომ მთელი ერი ისეთი საფრთხის ქვესაა, როგორც არასდროს.
როგორც ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აღნიშნავს, ადამიანთა ის მცირე ჯგუფი, ვინც ეს უდიდესი ცოდვა საკუთარ თავზე იტვირთა, სრულიად საქართველოს არ წარმოადგენს.
„ყველაფერი ხომ ახლა, ამ უკანასკნელი ფაქტით არ დაწყებულა. ეს ძალიან საშიში პროცესი უკვე წლებია მიმდინარეობს და დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში აღარ არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენი ეროვნულობისა და რწმენის გასანადგურებლად ყველაფერს აკეთებდა. აქამდე ვიცოდით, მაგრამ მომხდარმა უფრო კარგად გამოააშკარავა ის ძალები, გნებავთ, ცალკეული პიროვნებები, ვინც, შეიძლება ითქვას, ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის და პატრიარქის მტერია. ბავშვების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. მათი მიზანია, მისი უწმინდესობის ნდობა დავკარგოთ. ამით გზა გაეხსნებათ უმთავრესი მიზნის მისაღწევად - ეს ანტიქართული და ანტიქრისტიანული ძალები მიხვდნენ, რომ, თუ ქართველი ერის განადგურება უნდათ, ჯერ პატრიარქი უნდა წააქციონ!"- განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებას ჩამოშორდა, ისევ ძლიერები არიან ის დაჯგუფებები, ვინც საქართველოში ყოველგვარი ანტიეროვნულის და ანტიქრისტიანულის დაკანონებას ლობირებს. შევარდნაძე მიიჩნევს, რომ მათ უკან დგანან უდიდესი უცხოური ორგანიზაციები, დიდი ფულით.
„მას შემდეგ, რაც ამ დიდმა ორგანიზაციებმა სააკაშვილის ხელისუფლების სახით საქართველოში საიმედო საყრდენი დაკარგეს, ორმაგად გააძლიერეს ის მცირე ორგანიზაციები, ვინც საქართველოში მათი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლოს. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ შემთხვევითი არ არის გაურკვეველი წარმოშობის არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი მომრავლება. ისინი მით უფრო საშიშნი არიან, რომ, როგორც ჩანს, მათ იდეებს იზიარებენ პარლამენტშიც ცალკეული პოლიტიკოსები. სიტუაცია სახიფათოა და საქართველოს ხელისუფლებას გონიერება მართებს", - განმარტავს ედუარდ შევარდნაძე.
მისივე თქმით, ხელიუფლებამ პირველ რიგში თავის რიგებს უნდა გადახედოს. იმ ორგანიზაციებს, ვინც ეკლესიას ებრძვის, პარლამენტში თუ მთავრობაში დასაყრდენი არ უნდა ჰყავდეთ.
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=12912ედიკა ბაბუ შენ არ იყავი ცეკას მდივნობის დროს 1972-85 წლებში რომ დასდევდი მორწმუნე ადამიანებს ?