საერთოდ, უბრალო მოკვდათათვის ქრისტიანი წმინდანების ცხოვრება მეტად შეუცნობელი რამაა...
როგორც წესი ღმერთი მათ და მხოლოდ მათ მოუვლენს ხოლმე მეტად უცნაურ სასწაულებს, მაგრამ თავადაც წმინადნებიც არიან... უცნაურები, მოდით აქ მოვაგროვოთ ქრისტიანობის ყველა ეკლესიის უცნაური წმინდანები, ალბათ ყველაზე უცნაური მათ შორის იყო:
წმ.ქრისტოფერი - კათოლიკეების და მართლმადიდებლების წმინდანი, რა ქონდა უცნაური? რა და თავი - ძაღლის თავი ება...
ჰოდა პირდაპირ ასეც გამოსახავდნენ ხშირად, ეს რაიმე დატვირთვას არ ატარებს, არამედ იმ დროს გავრცელებული ლეგენდების შედეგია (იხ. ჩუპაკაბრა) და ცხადია მასზე არავითარი ისტორიული წყარო არ მოიპოვება.
წმ. კლარა - კათოლიკეების, ლუთერანების, ანგლიკანების და ა.შ. უცნაური თავად არაფერი ქონდა, სამაგიეროდ ერთხელ წირვაზე დასწრება უნდოდა... ვერ მოახერხა ხოდა იმდენი ილოცა რომ ღმერთმა წირვის პირდაპირი ტრანსლიაცია მოუწყო კედელზე, აბა თუ გამოიცნობთ რისი მფარველია ეს წმინდანი - სწორია ტელევიზიის. (კიდევ კარგი იუთუბი არ იყო მაშინ)
წმ.სერგიუსი და წმ.ბახუსი - ერთადერთი პირველი და ალბათ უკანასკნელი ჰომოსექსუალი წმინდანების წყვილი, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროში, ასევე ითვლებიან ჰომოსექსუალების არაოფიციალურ მფარველებად.
უფრო ვრცლად:
ერთი სქესის ჯვრისწერა "მოსულა"?
წმ.გიორგი - წმინდანი რომელიც "ვეშაპს" შეებრძოლა და ამჟამად 17 ქვეყანა მოისაზრებს თავის მფარველად, ის უცნაურობა გააჩნია რომ... მის შესახებ არ არსებობს არცერთი ისტორიული წყარო.

კიდევ ვინ რა იცით?
This post has been edited by Internet_Contraband on 3 Sep 2009, 22:31