ახლა მოვრჩი!
მალამოსავით მოედო თვალებს ეს ფილმი, ამ თითქმის ჩამკვდარი და მიხრწნილი მსოფლიო კინემატოგრაფიის ფონზე.
იშვიათობაა, რომ დღეს რომელიმე ფილმში ნახო პერსონაჟის ასეთი სრულფასოვანი აღწერა თავისი ნათელი თუ ბნელი მხარეებით. რაც მთავარია, მთავარი გმირი (ვიქტორ სლუჟკინი) არის საკმაოდ საინტერესო, ღრმა პიროვნება, რომელსაც ბევრი ვერ გაუგებს და მის საქციელსაც ვერ ახსნის ხშირ შემთხვევაში.
აი, კაცს რომ ნაღველი, სევდა შემოგაწვება და რაღაც წყენაც თან დაგყვება. ზოგისთვის ეს ყველაფერი რამდენიმე წუთიანია, ზოგისთვის კი - საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ახალგაზრდობას მონატრებული ადამიანი, რომელმაც ღირებული ვერაფერი გააკეთა აქამდე, თუმცა, წარსულში რომ დაბრუნდეს, ყველაზე წარმატებული ადამიანი იქნებოდა. მგონია, რომ სწორედ ასე ფიქრობდა გულის სიღრმეში სლუჟკინი, რომელიც ცხოვრებას უკვე სევდიანი ღიმილით შეჰყურებდა და მისი თითოეული საქციელიც მთელი ფილმის განმავლობაში სევდასა და ღიმილს მოგგვრით.
დაახლოებით მსგავს პერსონაჟს შეხვდებით მელნიკოვისა და ბალაიანის ფილმებშიც - "Отпуск в сентябре", "Полёты во сне и наяву". პირადად მე - უკვე თავისუფლად დავაყენებდი "გეოგრაფს" ამ ორი ფილმის გვერდით, რომლებიც საბჭოთა კინო კლასიკას წარმოადგენენ. რაღაც ტრილოგიასავით გამოვიდა უკვე. მშურს ნამდვილი კინო მოყვარულების, ვისაც ეს ფილმები ჯერ კიდევ არ უნახავს.

მსახიობებზე, ოპერატორზე და ა.შ. - აღარაფერს დავწერ. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული.
პ.ს. ერთი ისაა, რომ ამ WEBRip-ში ზოგ ადგილას სიტყვები არ ისმის გამოკვეთილად და რამდენჯერმე უკან გადატრიალება მომიწია, კარგად რომ გამეგო.

პ.პ.ს. ჯერჯერობით რაც ვნახე, წლის საუკეთესო ფილმია, ჩემი აზრით.