გამარჯობა,
უკაცრავად თუ, წესები დავარღვიე თემასთან დაკავშირებით ან თუ არსებობს უკვე მსგავსი თემა. მაგრამ მჭირდება კომპეტენტური პირებისგან დახმარება და თუ გაქვთ თავისუფალი დრო მადლობელი დაგრჩებით.
ვაპირებ ცოტა დიდი ხნით (1-2) წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ სამოგზაუროდ წასვლას, ოღონდ ეს არ იქნება საჰაერო, კომფორტული ტურისტული სააგენტოებით და სასტუმროებით მოცული, არამედ მარტივი ველოსიპედით და რთული ფიზიკური/ფსიქოლოგიური დატვირთვის ხარჯზე მოგზაურობა, დაახ. ასეთ ფორმებში -
example.
ჩემი ამ საქმეში გამოცდილების ნაკლებობის და საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე მაქვს ბევრი სხვადასხვა სახის შეკითხვა, ნაწილს აქ ჩამოვწერ და იქნებ დამეხმაროთ. კონტინენტი არჩეული მაქვს
ევროპა (და მიმდებარე ტერიტორიები). კიდევ ერთხელ ბოდიში თუ ზოგი შეკითხვა არასწორად ან დილეტანტურად იქნება დაწერილი.
1. ვიზებთან დაკავშირებით არის თუ არა რაიმე სახის შეღავათები მსგავსი კატეგორიის ხალხისთვის? გამომდინარე იქიდან, რომ უცნობია რამდენ ხანში გაივლი ერთი ქვეყნის ტერიტორიას, ვიზის ხანგრძლივობა და ტიპი, როგორ უნდა შეირჩეს.
2. ტრანსპორტის საშუალება ველოსიპედი - მყავს ველოსიპედი და ვიცი მასთან მოპყრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოცდილი ხალხისგან მაინტერსებს რომელი, ბრენდი, მარკა და ტიპია ყველაზე უფრო მოსახერხებელი. ასევე რა ტიპის ტექ. მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს გზაში.
3. კვების მხრივ რა სახის პროდუქტებია გასათვალისწინებელი, ასევე დამზადებული ან კუსტარულად დამზადების რა მეთოდები არსებობს ენერგეტიკული ღირებულებების. როგორ მოხდება მათი შენახვა გადატანა. ქალაქიდან ქალაქში მათი განახლება (სხვა დეტალები) და.ა.შ.
4. თანხა - ასე თუ ისე რაღაც ოდენობა თანხასთან წვდომა საჭირო იქნება გზაში, რა არის ეს მინიმალური ოდენობა, როგორ ჯობია წვდომის უზრუნველყოფა (ბარათი, წერილები თუ სხვა).
5. როგორი მარშუტით სიარული სჯობს მოგზურისთვის, გამომდინარე იქიდან რომ ველოსიპედით ან ფეხით გიწევს სიარული, რაღაც რეკომენდირებული წერტილები იქნება სავარაუდოდ რომლის გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დროს.
6. ქვეყნები, ქალაქები, ადგილები სადაც სჯობს თავი შევიკავო შესვლისგან (ევროპა და მიმდებარე ტერირიები იგულისხმება).
7. რა დამატებითი დეტალები არის გასათვალისწინებელი, რომლებსაც მირჩევდით.
ეს კითხვები რაც დასაწყისითვის მაქვს, დახმარების სურვლის შემთხვევაში სხვა კითხვებიც გამოჩნდება სავარაოდოდ და ასევე მივიღებ რჩევებს თქვენგა.
დიდი მადლობა
This post has been edited by TCBLSA on 29 Dec 2013, 22:10