კითხვა პირველი:
1) რას ერჩის რიგითი პატრიოტი უკრაინელი რუსეთს?
- 47 000 000-იანი უკრაინის თითქმის 20 % ეთნიკური რუსია, დანარცენი 80% - ფაქტობრივად იგივე ეთნიკური წარმოშიბის მონათესავე ხალხი.
- პირველი რუსული სახელმწიფო იყო კიევის რუსეთი, რაც შემდგომში გახდა 3 მოძმე სლავი ერის ჩამოყალიბების "ბაზა": უკრაინელი ხალხის, რუსი ხალხისა და ბელორუსი ხალხის.
- მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაეყარა დღევანდელი ფორმაციის უკრაინას, მტელი უკრაინელი ხალხის ისტორია ფაქტობრივად შესდგება დამბყრობელ პოლონელებთან შეურიგებელი ბრძოლითა და სამხრეთიდან ამოსული თურქების მოგერიებით, ხოლო ამ ჯოჯოხეთში თიტქმის ერთად-ერთი ისტორიული მოკავშირე და მშველელი იყო რუსეთი. ბოგდან ხმელნიცკი, დიდი უკრაინელი გმირი, დამბყრობელი პოლონელების რისხვა, საკუტარი ხალხის მიერ გეტმანად არჩეული, საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას და უკრაინა შეჰყავს რუსეთის დაქვემდებარებაში, თუმცა თბილისშიც კი გვაქვს "რუსეთუმე" ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ქუჩა

.
- 1939 წელს, სტალინის გადაწყვეტილებით, უკრაინას უბრუნდება პოლონეთის მიერ მიტაცებული "დასავლეთ უკრაინა", ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი ასევე უკრაინას რუსეთისგან საჩუქრად გადაეცემა ყირიმის ნახევარ-კუნძული.
ამ ყველაფრის ფონზე, ერთად-ერთი ცუდი, რაც კი შეიძლება უკრაინელებს "რუსეთისგან" გაახსენდეთ, არის გოლოდომორი, შიმშილი, რომელიც თავს დაატყდა უკრაინას საბჭოთა პერიოდში, ავბედით 30-იან წლებში კოლექტივიზაციის გამო. ნუ ზოგიერთი ინტრიგანი ამ ყველაფერს განსაკუთრებით მუქ ფერებში აზვიადებს და თან "ხელოვნურ პროცესებს" მიაწერს, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ზოგადად რუსებს კი არა, იმჟამინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობას უნდა მოეკიტხოს, რომლის სატავეშიც ეროვნებით ქართველი იდგა.
დღევანდელი დღეა და თითქმის მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზეა მიბმული უკრაინული ეკონომიკა და რუსეთიდან ჭამენ პურს.
აი, ამ ყველაფრის ფონზე, რიგირთ უკრაინელს, რა უნდა ჰქონდეს ზოგადად რუსეთის საწინააღმდეგო?
მარა ჯანდაბას, გვერდზე გადავდოთ ისტორია და სენტიმენტები და ვიფიქროთ პრამგატულად.
კითხვა მეორე:
2) რას მიიღებს უკრაინა EU-ში შესვლით?
ა) ეკონომიკურად : მოხდება რუსეთთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, ანუ უკრაინულ პროდუქციას, რომლის უდიდესი ნაწილიც ექსპორტზე გადიოდა რუსეთში, დაეხურება რუსული ბაზარი, შესაბამისად მას დასჭირდება ალტერნატიული ბაზარი, რაც ლოგიკურად უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ბაზარი. მაგრამ მზადაა ევროპა იმისთვის, რომ საკუთარ ბაზარზე შეუშვას 47 მილიონიანი უკრაინის პროდუქცია? ანუ მზად არიან სიტყვაზე იმისთვის ფრანგი, იტალიელი, ესპანელი მეწარმეები რომ ევროპის ბაზარზე შეამცირონ საკუთარი წილი და ადგილი დაუთმონ უკრაინულ პროდუქციას? ანუ მიიღონ ნაკლები მოგება, შეამცირონ წარმოება, შესაბამისად გაზარდონ საკუთა ქვეყნებში უმუშევრობა, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო დაიძაბონ პოლიტიკურ- ეკონომიკური სიტუაცია შინ? მზადაა ესპანეთი იმისთვის, რომ კიდევ შეამციროს წარმოება და შესაბამისად სახლებში გაუშვას სამსახურიდან განტავისუფლებულთა ახალი ნაკადები იმ დროს, როცა უმუშევრობის გამო გაფიცული მენაგვეები ქუცებს აღარ ალაგებენ და ნაგავში იხრჩობოდა პროტესტის ნიშნად მტელი ესპანეთი? თუ უბრალოდ, მარტივად, ღლეზე დაიკიდებენ უკრაინას და თავად უკრაინას მოუწევს საწარმოების დახურვა, ეკონომიკური გარატაკება და უმუშევრობის ზდა იმის გამო რომ უბრალოდ მის ნაწარმოებ პროდუქციას გასაღების ბაზარი არ ექნება და იძულებული გახდება ამის გამო ამ პროდუქციის დიდი წილის წარმოებაზე უარი ტქვას?
3) პოლიტიკურად : იმის მერე, რაც ეკონომიკურად დაენძრევა უკრაინას, გაიზრდება უმუშევრობა, შემცირდება ხელფასები, მოხდება ინფლაცია და რიგითი უკრაინელები აღმოაჩენენ რომ რუსეთტან დაშორების გამო სიღრიბეში ჩაეფლნენ, არ დაიწყებენ ისევ ყურებას რუსეთისკენ და არ გააქტიურდებიან პრო რუსული ძალები მაგ ქვეყანაში? ანუ მოხდება ისევ რუსეთთან დაკავშირების მცდელობა ხო? თუმცა რასაკვირველია ეს ძალიან არ აწყობს დასავლეთს და უკრაინაში მოღავწე პროდასავლურ ზალებს. მაშ რაიანირად უნდა შეაჩერონ ეს პროცესები? მარტივად ხომ, გააკეთონ ის, რასაც მიშა აკეთებდა. დაიწყონ ქვეყანაში ანტირუსული პროპაგანდა. რუსეთტან კავშირის მოხმრეები გამოაცხადონ "ჩარეცხილებად" და მოღალატეებად, დაიწყონ სამსახურებიდან პრორუსული ორიენტაციის ხალხის გაყრა-შევიწროვება. ასევე ოდნავ ასაკსი მყოფი, "საბჭოთა" და პრორუსული მენტალიტეტის მქონე ადამიანების და ამათ ნაცლად წინა პლანზე წამოწიონ ევროპული ან ჯერ ჩამოუყალიბებელი ა ზროვნების მქონე ახალგაზრდობა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, დაიწყობს უკრაინაში მასიურად პოლიტიკური დევნა-შევიწროვება და რეპრესიები. მარა აღსაღნიშნავია რომ რუსეთს ფრიად ფართოდ ააქვს უკრაინაში ფესვები გამდგარი და ეს "წმენდა" პრორუსული ელემენტებისა უკრაინაში იქნება ძლიერ რთული და ძნელი პროცესი, რაც აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ ვნებატაღლელვებს და რყევებს. საბოლოოდ კი მოხდება უკრაინის დედისტყვნიზაცია, ანუ მივიღებთ "ევროპულ სირიას" უკრაინის ადგილას, რასაკვირველია უფრო ევროპულ და ცივილიზებულ ფორმებში.
P.შ.
თემა რატომღაც გახსის მომენტშივე დახურული აღმოჩნდა, არ ვიცი, რატომ და თუ რამე ტექნიკური შეცდომაა, მოდერებმა იქნებ ისევ გახსნან თემა. This post has been edited by ramshtain on 22 Jan 2014, 22:24
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)