გამიკვირდა ასეთი თემა რო არ იყო ქართული ჭიდაობა გაქვთ მაგრამ თავისუფალი და ბერძნულ რომაული ჭიდაობებიცაა პოპულარული დავიწყებ
და იმედია აქ ქართველთა წარმატებებზე ვისაუბრებთ არეულობა იყო ფედერაციაში თმცა დალაგდა და შეგახსენებთ რომ 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ჭიდაობაში ჩვენ ვმასპინძლობთ
დავით ციმაკურიძე

დაიბადა1925 წლის 29 მარტს ფოთში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ).
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2006 წლის 8 მაისს.
გივი კარტოზია

დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ბათუმში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე(79 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, 55, 58), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული (1951), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა1998 წლის 3 აპრილი
მირიან ცალქალამანიძე

დაიბადა 1927 წლის 9 მარტს კონდოლიში, თელავი.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957) და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2000 წლის 3 აგვისტოს.
ავთანდილ ქორიძე

დაიბადა 1935 წლის 15 აპრილს თბილისში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (67 კგ). რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957, 60) და მესამე (1958) პრიზიორი, `ადრიატიკის~ თასის მფლობელი (1959). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1966 წლის 11 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად.
რომან რურუა

დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს მუხურჩაში, მარტვილი.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (63, 68 კგ). XIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო), XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70). სსრკ ხალხთა III, IV, V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-85) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984-87). სსრკ სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.
ლევან თედიაშვილი

დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82, 90, 100 კგ). XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.
სამივე ბატონ ლევანზეა და იცოდეთ
ვახტანგ ბლაგიძე

დაიბადა 1954 წლის 23 ივლისს ჩოჩხათში, ლანჩხუთი.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (52 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ორგზის (1978, 81), ევროპის ორგზის (1978, 80), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
დავით გობეჯიშვილი

დაიბადა 1963 წლის 3 იანვარს ხურუთში ( ონი).
თავისუფალი სტილისმოჭიდავე (130 კგ). XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული), XXV ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 90) და მეორე პრიზიორი (1986), მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 87, 88), ევროპის ჩემპიონი (1985), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 86, 88), ორგზის მეორე (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 90). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
ლერი ხაბელოვი

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.ამჟამად საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე
მანუჩარ კვირკველია

დაიბადა 1978 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (66, 74 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და ორგზის მესამე პრიზიორი (2002, 2006), ევროპის ჩემპიონი (2007), მეორე (2002) და მესამე (2006) პრიზიორი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული, XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, ათენი - დისკვალიფიკაცია). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი.ამჟამად საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რევაზ მინდორაშვილი

დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს კოლაგში (გურჯაანი).
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (84 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი), მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, XIII ადგილი). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი.
ლუკა კურტანიძე

დაიბადა 16.04.1972, ქვემო ფშავი, გულრიფში.
თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03). ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, VIII ადგილი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), სამგზის მეორე (1993, 95, 02) და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 06)), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე (1995, 05) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის "გრან-პრის" მფლობელი, კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის, მახაჩყალის A კლასის საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.
გიორგი გოგშელიძე

დაიბადა 07. 11. 1979, გორი.
თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ). პეკინის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2008), ლონდონის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი {2012} მსოფლიოს ჩემპიონი (2001, გამოდიოდა რუსეთის სახელით), მეორე (2006) და ორგზის მესამე პრიზიორი(2009, 10), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2001, 08), მეორე (2010) და ორგზის მესამე (2006, 07) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი.
დავით მარსაგიშვილი
დაიბადა 1991 წლის 30 მარტს ყაზბეგში
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (84კგ). XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბინჯაოს მფლობელი (ლონდონი, 2012 წ), ევროპის ჩემპიონი (2012) და ვერცხლის პრიზიორი (2011), მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2011). მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული.
რევაზ ლაშხი
რევაზ ლაშხი
სპორტის სახეობაჭიდაობა
დაიბადა05.27.1986
2012 ლონდონი , ინგლისი - ბრინჯაო
ბრინჯაო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს გორში
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (55კგ), XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (ლონდონი, 2012 წ), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (2011 წ)