"ვისკი თხევადი მზეა" (ბერნარდ შოუ)
პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ვისკი არაჩვეულებრივი თვისებების მქონე კეთილშობილი სასმელია, მართალია ვის როგორ გაუსწორდება ისე უნდა დალიოს, მაგრამ ბევბრმა არ იცის მისი მიღების წესი. იმისათვის რომ ვისკის არომატი შევიგრძნოთ და მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედებით არ დავრჩეთ ნასიამოვნები, ჩამოვასხათ ისეთ ჭურჭელში რც მას შეესაბამება. ვისკის არყის ჭიქით არ სვამენ. მას ასხამენ ტრადიციულ ტუმბლერში - ყინულიანი სასმლისთვის განკუთვნილ ცილინდრული ფორმის სქელძირიან ფართო ბოკალში, მაგრამ თუ სასმლის დეგუსტაცია გნებავთ, ტუმბლერი არ გამოგადგებათ.მას საკმაოდ დიდი დიამეტრი აქვს, რომელიც "ფანტავს" ვისკის არომატს. გარდა ამისა, ასეთი ბოკლები, წესისამებრ, სქელი, წახნაგოვანი მინისგან მზადდება, რაც ხელს უშლის სასმლის ფერის შეფასებას.
პროფესიონალები გვირჩევენ, ვისკის დასაჭაშნიკებლად გამოვიყენოთ ტიტისმაგვარი ფორმის სპეციალური ბოკალი ცოპიტა ან კონიაკის ფუჟერი. მათი ყელის მცირე დიამეტრი და მომრგვალებული კედლები ვისკის არომატის სრულყოფილად შეფასების საშუალებას იძლევა.
სუნის შეფასებისას შეიგრძნობთ:
*ეთერულ ტონებს (ყინულიდან ლეღვის ჩირამდე),
*ტკბილ ტონებს (ვანილიდან შოკოლადამდე),
*მცენარეულ ტონებს (ყვავილებიდან თივის სურნელამდე),
*ფენოლურ ტონებს (წამლისმიერიდან კვამლიან-ტორფისმაგვარამდე),
*ზეთოვან ტონებს (ნიგვზიდან ნაღების კარაქამდე),
*მარცვლოვან ტონებს (ალაოდან ბზამდე).
არომატის შეფასების შემდეგ გადადით გემოზე:
მოსვით ვისკი, ყლუპი გაიჩერეთ პირის ღრუში, "გადააგორეთ" ენაზე, რათა გაიშალოს მთელი ის თაიგული, რომელსაც დაყნოსვისას შეიგრძნობთ. ამის შემდეგ გადაყლაპეთ და შეაფასეთ გემოს ინტენსივობა: მკვეთრი, რბილი, ხანგრძლივი, სუსტი (კარგი, დაძველებული ვისკის გემო ძალიან დიდხანს რჩება).
ვისკის მიღება უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე. არ არის ძალიან ცივის მირთმევა აუცილებელი, თუ მაინცდამაინც ცივი გინდათ გააჩერეთ მაცივარში დაახლოებით 15 წუთით.
ასევე ვისკით ჭიქის გავსება არ არის საჭირო. რა თქმა უნდა ამ სასმელით დათრობაც შეგვიძლია, მაგრამ ვინაიდან არომატული და საკმაოდ ძვირადღირებული სასმელია , უმჯობესია ვისიამოვნოთ და ბოკალი თუ რაც გინდათ დაარქვით, შეავსოთ ერთი მესამედი ნაწილი და მოკლე ყლუპებით , ნელ-ნელა მიირთვათ.
აბა როგორი დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს ვისკისთან?
http://en.wikipedia.org/wiki/Whisky This post has been edited by severuss on 16 Mar 2014, 23:23
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)