არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურატურის პოსტიდან წასვლით წერტილი დაესვა ლაშა ნაცვლიშვილის პროკურორობასაც. ერთ-ერთი, რაც ოთარ ფარცხალაძემ გააკეთა და, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა, სწორედ ნაცვლიშვილის გათავისუფლება იყო.
ბევრი საუბრობდა, რომ ნაცვლიშვილი დაკავებულ თანამდებობას ბოროტად იყენებდა და პროკურატურაში რამდენიმეთვიანი მუშაობის პერიოდში საკმაოდ დიდი ფულიც იშოვა. პრესაში აქტიურად იწერებოდა რომ ნაცვლიშვილ-ხიხაშვილის დუეტი ცდილობდა ხელში ჩაეგდო ბიზნესი. ჩვენი ინფორმაციით, მისი გათავისუფლების შემდეგ, ნაცვლიშვილის მიერ შევიწროვებულმა ბიზნესმენებმა პროკურატურას საჩივრითაც მიმართეს.
სულ ახლახანს კი, „პრესა.ჯი“-ს წყაროს ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. ნაცვლიშვილმა გარემოცვას უთხრა რომ ოჯახური საკითხების გამო მიდიოდა შვეიცარიაში.
დღეს კი, ჩვენმა რედაქციამ სკანდალური ინფორმაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც შვეიცარიაში მიმალული ლაშა ნაცვლიშვილი საავადმყოფოში მოხვდა. წყარო ჰყვება, რომ მან ნარკოტიკისგან ინტოქსიკაცია მიიღო და ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
ცნობილია, რომ მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს შვეიცარიაში საკუთარი სახლი აქვს და ოჯახიც იქ ჰყავს. ნაცვლიშვილის ქალიშვილი შვეიცარიაში სწავლობს.
„პერესა.ჯი“, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, პირადად ნაცვლიშვილთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სულ რამდენიმე დღეა რაც კლინიკიდან გაწერეს.
http://presa.ge/new/?m=society&AID=24182