#39520296 · 21 Jan 2014, 14:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაცური კაცია კოკი, მხოლოდ ხალხზე ზრუნვა, არავითარი პირადი ინტერესი, სუფთა წარსული. მხოლოდ ასეთი ადამიანები ააშენებენ ქვეყნის ნათელ მომავალს.
იონათამიშვილი: ტელეანძის გამორთვით დადასტურდა, რომ მერიას საკრებულოსთან თანამშრომლობა არ სურს
იანვარი 21 13:35 საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მერიამ გუშინ, იმისგან განსხვავებული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რასაც ნოემბერსა და დეკემბერში განიხილავდნენ საკრებულოში.
"ჩვენი შენიშვნები იყო ინფრასტრუქტურული, სოციალური და იყო 14-ზე მეტი. ამაზე უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმა, რომ ნოემბერში და დეკემბერში ვიმუშავეთ ერთ ბიუჯეტზე და დეკემბრის ბოლოს წარმოგვიდგინეს სხვა ბიუჯეტი, რომელიც 55 მილიონით იყო განსხვავებული. აქედან, 5 მილიონი საერთოდ გაწერილი არ იყო არსად და ზეპირად გვიყვებოდნენ მერიის წარმომადგენლები. დღეს, ფრაქციებში და კომისიებში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა", - განაცხადა იონათამიშვილმა news.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, მერიამ ტელეანძის გამორთვით დაადასტურა, რომ მას საკრებულოსთან თანამშრომლობა არ სურს.
"თუ მერიას სურდა, რომ ბიუჯეტი მიგვეღო, უნდა ეთანამშრომლათ. არაადეკვატური იყო მათი დამოკიდებულება. ანძა იყო ერთერთი რიგითი შენიშვნა, საკრებულოს არცერთ წევრს არ უთქვამს ანძა უნდა გამოირთოსო. ერთმა წევრმა, უბრალოდ, შედარება გააკეთა, ანძაში რომ ამდენი თანხაა, კარგი იქნება, სოციალურ მიმართულებაშიც ამდენი იყოსო. ობირქტურია შიში, რომ ხვალ, უფრო სასიცოხლო მნიშვნელობის სამსახურს უთხრან, ხელოვნური პრობლემა შექმენიო", - აღნიშნავს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, მერიამ ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს გუშინ წარუდგინა. მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის თქმით, საკრებულოს 14 რეკომენდაციიდან მერიამ 10 გაითვალისწინა, დანარჩენის გათვალისწინების შესაძლებლობა კი მათ კანონმა არ მისცათ.
|