გამარჯობა ყველას.
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=7994481 ეს მანქანა მომეწონა და მომავალში ვაპირებ ამის თუ ვერა, სხვა ასეთი მანქანის შეძენას. ჯერჯერობით არ მყავს მანქანა. მინდა ვთქვა პლიუსები და მინუსები. ჩემი აზრი მე დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ მაინც.
პლიუსები:
1. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგნულ დიზაინს მანქანისას. პირველ რიგში მაგას ვუყურებ მერე დანარჩენს. ანუ "ვიდი" + (წინიდან, უკნიდან, მაღალი "პასატკაც" აქვს)
2. ფერი (თეთრი ჩემი საყვარელი ფერი რაც მანქანას ყველაზე მეტად უხდება)
3. ჯიპი ( ნებისმიერ პატარა მანქანას ჯიპი მირჩევნია)
4. გაზზე არისო გადაყვანილიო (რაც ძალიან კარგია)
5. ავტომატიკაა (მექანიკის ტარება არ ვიცი კარგად, მიგორდება, მიქვრება და მისწრებაა ჩემთვის ავტომატიკა, თან მართვა ძალიან ადვილია)
6. "ნავაროტკები" ბევრი აქვს (მხოლოდ 3 მინუსი: ტყავის სალონი, სავარძლების გათბობა და ტურბო არ აქვს)
7. მოვლილი მანქანაა, სუფთა, ფანჯრებზეც მომეწონა წამოცობილი რომ აქვს რაღაცეები. და ფასიც ხელსაყრელია, მარცხენა რულიანი.
მოკლედ ეს 7 რამ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ახლა რაც შეეხება
მინუსებს:
1. წელი ცოტა ძველია 1996 (უფრო ახალი რომ იყოს კარგი იქნებოდა)
2. მამაჩემმა მითხრა რომ ამის ნაწილები ძვირი ღირს და თან ადვილად არ იშოვება (ანუ რამე თუ გაუფუჭდა შეიძლება წვალება მომიწიოს ცოტა)
3. ფასი არ აქვს დიდი, ანუ კარგი რომ იყოს ძვირი ეღირებოდა მითხრეს.
მოკლედ თქვენ რას იტყვით აბა მითხარით მაინტერესებს ძალიან
რაღაც მინდა დავამატო. ბევრი ვეძებე მანქანები თეთრი ფერის და ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ეს იყო. გარეგანი დათვალიერებით ძალიან მომწონს ისეთი სურათები უდევს. გავაფრინე პირდაპირ. რამე მინუსებს ხომ არ მეტყოდით რის გამოც შეიძლება გადავიფიქრო ან გადმოვიფიქრო არ ვიცი ჯერ არ ვგეგმავ მაგრამ იდეაში მაქვს და ვაპირებ ახლო მომავალში მანქანის შეძენას. ანუ მე მომეწონა ძალიან მაგრამ მამაჩემმა მითხრა სხვასაც ყავს ესეთი მანქანა და ძვირი უჯდება შენახვაო (მანქანის ნაწილების მხრივ, გაფუჭება და აშ)