ფოტოაპარატის ჩხაკუნი ხომ გიყვართ. ინტერნეტში დადებაც - სხვადასხვა საიტებზე, + ფორუმზე... ელოდებით შეფასებებს, კომენატრებს... არასოდეს მოგსვლიათ აზრად რომ გაყიდვაც შეიძლება?
დღეს ცოტა ხანს "ვესაუბრე გუგლს" და მითხრა რომ უამრავი ვებსაიტია რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფოტოსურათების გაყიდვა. ისინი სხვადასხვა ტარიფებსა და პირობებს გთავაზობენ. აი რამდენიმე მათგანი რომელიც ამ დროისთვის ვიპოვე:
http://www.istockphoto.com/ ფოტოს გვერდით უწერია კრედიტებით ღირებულება (დამოკიდებულია ზომაზე) . კრედიტის ფულადი მნიშვნელობა კიდევ აქ დევს:
http://www.istockphoto.com/buy-stock-credi...y-as-you-go.phpთუ სურათების ყიდვა გინდა მაშინ უნდა შეავსო ანგარიში
თუ გაყიდვა გინდა იმ შემთხვევაში უფასოდ შეგიძლია გაწევრიანება.
პირობები:
1. სურათი ხარისხიანი უნდა იყოს, კარგად დამუშავებული ფერები, ფოკუსი და ა.შ.
2. საავტორო უფლებების და მსგავსი რაღაცეებისგან თავისუფალი. რომ დიზაინერებმა და ა.შ. ნებისმიერი დანიშნულებით გამოიყენონ. და ეს ძალიან არ მომეწონა. გამოდის რომ ვიღაც რამდენიმე დოლარის საფასურად სურათს მიიღებს და ჩემი როგორც ფოტოგრაფის სახელსა და დიდებას არაფერი შეემატება. აღარ ვაპირებ აქ შესვლას.
https://www.freedigitalphotos.net/images/se...otos-online.php - ამ საიტზე თვითონ ადგენ ფასს და 25% უხდი საიტს.
http://www.bigstockphoto.com/ - აქ ფიქსირებული ფასებია: 2.99$ - 12.99$-ის ფარგლებში, ზომების მიხედვით
http://en.fotolia.com/ - ესეც ერთ-ერთი პოპულარული საიტი. მაგრამ აქაც დაბალია ფასები. დაახლოებით იგივე სისტემით მუშაობს როგორც istockphoto.com
ამ საიტების მთავარი უპირატესობა ის არის რომ ბევრი ხალხი შედის. კარგ შემოსავალს იმ შემთხვევაში მიიღებ თუ ბევრი იყიდის შენს ფოტოებს. მაგრამ საავტორო უფლებების დაცვას რაც შეეხება, ზოგან გაურკვეველია.
---------------
თუ ვინმემ იცის საიტები სადაც კარგ ფასად იყიდება ფოტოები, დაპოსტეთ. მოვძებნოთ, ვიმსჯელოთ, შევადაროთ, შემოსავალიც მივიღოთ... რას იტყვით?