ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობა წელს პირველ ეტაპზე 11 პროექტს დააფინანსებს.
პრიორიტეტები თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა.
დამტკიცებული პროექტების მიხედვით ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია:
· შიდა საავტომობილო გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;
· სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია;
· ყინულის მოედნის მშენებლობა, ექსპლოატაციაში გაშვება (მესამე ეტაპი);
· გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა;
· მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია;
· მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
· ყოფილი ენგურქაღალდ კომბინატის უბანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია;
· საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა რუსთაველის, რიგისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე;
· ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა;
თანხის ნაწილი ზუგდიდის სოფლებს მოხმარდება: დაიწყება ანაკლიის თემის ცენტრში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება გზას - სოფელ ორსანტიის ცენტრიდან ოტობაიას ხიდამდე.
პროექტების საერთო ღირებულება 5 334 810,4 ლარს შეადგენს.
წყარო:
http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/52dce...cf20c165d71f0b1