19 იანვარს კიევში არეულობები დაიწყო, რაც ახალი კანონების მიღებას მოჰყვა.
უკრაინის პარლამენტმა ხუთშაბათს დაამტკიცა კანონი, რომელიც მკაცრ შეზღუდვებს უწესებს ქუჩაში საპროტესტო აქციის მოწყობის მსურველებს. ამას გარდა, პარლამენტში დაამტკიცეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აადვილებს დეპუტატებისათვის იმუნიტეტის მოხსნას.
იუწყებიან უფრო მეტად საყურადღებო სიახლეზეც: პარლამენტი მიემხრო ცვლილებას, რომლის შედეგადაც აღდგება სისხლისსამართლებრივი დევნა ცილისწამებისათვის და გაძლიერდება ოფიციალური პირების დაცვა მათ წინააღმდეგ მიმართული კრიტიკისაგან. და კიდევ: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პირებს მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ექსტრემისტული მასალის გავრცელებისათვის.
რაც მთავარია, ეს საკანონმდებლო პაკეტი რადამ პროცედურული დარღვევით, ხელის აწევით, მიიღო. პარლამენტის სპიკერმა მიღებულ საკანონმდებლო აქტს, ასევე, რეგლამენტის დარღვევით მოაწერა ხელი.
საკანონმდებლო პაკეტი:
• გამარტივდა დეპუტატებისათვის უმუნიტეტის მოხსნის პროცედურა, რაც ოპიზიციის წინააღმდეგაა მიმართული;
• დაკანონდა დაუსწრებლად გასამართლება;
• გამკაცრდა საპროტესტო აქციებში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობა;
• ამიერიდან მიტინგებში ჩაფხუტით ან ნიღაბით მონაწილეობა დაპატიმრებას ექვემდებარება;
• კარვის გაშლა 15-დღიანი პატიმრობით დაისჯება;
• მკაცრდება საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა;
• საპროტესტო აქციისათვის დახმარების გაწევა პატიმრობით დაისჯება;
• აიკრძალა 5-ზე მეტი ავტომობილის კოლონაში გადაადგილება;
• სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე საინფორმაციო საშუალებების ნებისმიერი ფორმით საქმიანობა კანონგარეშედ გამოცხადდა;
• სასამართლოს უპატივცემულობა პატიმრობით დაისჯება;
• ინტენრეტ-პროვაიდერებისათვის ლიცენზირება დაწესდა. პროვაიდერი ამიერიდან ვალდებულია სახელმწიფო ორგანოს ბრძანებით გამორთოს ინტერნეტი. ამ ნორმის დარღვევა იწვევს ლიცენზიის ჩამორთმევას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არ არსებობს ორგანო რომელიც ამ ლიცენზიებს გასცემს;
• გამკაცრდა კონტროლი მობილურ ტელეფონებზე;
• მკაცრად დაისჯება სამართალდამცველების მითითების შეუსროლებლობა;
• ცილისწამება სისხლისსამართლებრივი დანაშაული გახდა;
• რუსეთის მსგავსად, უკრაინამაც უცხოური გრანტების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა.
ნაწილი I
მოვლენები უკრაინაშინაწილი II
მოვლენები უკრაინაშინაწილი III
მოვლენები უკრაინაშინაწილი IV
უკრაინის მოვლენები This post has been edited by Saturn on 20 Jan 2014, 12:10
მიმაგრებული სურათი