Tatia nikoladze
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 180394
რეგისტრ.: 23-January 14
|
#39551649 · 23 Jan 2014, 18:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი კვირის წინ facebookze ერთი ბიჭის ლექსებს გადავაწყდი რომელიც ძაან მომეწონა ჩემი აზრით ცუდია რომ ბევრმა არ იცის დავდებ რამოდენიმე ლექსს რომელიც მე ძალიან მომეწონა.
როგორ, საოცრად იცეკვე ვალსი, ყვაოდა ნუში, რტოების ველზე, ვიღაც ლამაზი, უცხო მეწყვილე, გეფერებოდა ღამისფერ თმებზე.
როგორ საოცრად იცეკვე წუხელ, ელტვოდა ვნებას, ველური ქალი, და ანათებდნენ ლურჯი კაბიდან, ხელუხლებელი წვივების ძვალი.
როგორ უზადოდ იცეკვე ვალსი, გადაშლილ ველზე ირხევით ორნი, დღეს ღამის ნისლი არის შოპენი, და ვარსკვლავები სალვადორ დალი.
მოგავდი ტალღას ზღვაზე აფენილს, მეზღვაურობა ვინატრე მაშინ, მეხომ გავფენდი სურნელს აფრებად, თან ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
წელზე გეხვევა ვიღაცის ხელი, როგორ ლამაზად გიკავებს თეძოს, როგორ საოცრად იცეკვე ვალსი, მოგავდი ხორბლის ოქროსფერ ღეროს.
როგორ მდიდრულად იცეკვე ვალსი, ამწვანებული გამოჩნდა მთები, ღამე გავიდა ცეკვას კი არ თმობ და წელზე გადევს მხურვალე ხელი.
როგორ საოცრად ცეკვავდით ორნი, მე უსუსურად ვიდექი ახლოს, ეხლა ვინატრე ყაჩაღად ყოფნა, და ამ ანგელოზს მოვტაცდი პატრონს.
ნაზად დაგყვება გვირილა თმაში, ღიმილი ტუჩებს სინაზეს ატყობს, ნუშის ქვეშ ჩემი მდგარი სხეული, ამ სინაზესთან შეხებას ნატრობს.
როგორ საოცრად იცეკვეთ ვალსი, ყვაოდა ნუში რტოების ველზე, შენი ქათქა ხელის მტევნები, ეფერებოდა კავალერს თმებზე.
მანაც თამამადდ მოგხვია ხელი, დაპყრობილივით გიკოცნის თვალებს, თავს შევადარებ საცოდავ პუშკინს, მას კი დავარქმევ ფრანგ ჟორჟ შარლ დანტესს,
როგორ ლამაზად გაცეკვეს სხვასთან, დუელში ჩემი გააპეს ძვალი, დღეს ღამის ნისლი არის შოპენი, და ვარსკვლავები სალვადორ დალი.
* * * ამ ზამთარში, მეზარება მარტოობა, თავიდან რომ შემიყვარო რამოხდება, მერე წახვალ,ალბათ ისევ მიმატოვებ, გაზაფხულზე როცა ია გამოჩნდება.
გაზაფხულზე, მეზარება უშენობა, ახალ მზესთან უსუსური სიმარტოვე, მაისშიც რომ ჩემი იყო რამოხდება, და ზაფხულში თუ გსურს ისევ მიმატოვე.
მე ზაფხულშიც აღარ მინდა მარტოობა, ზღვის ნაპირზე, მინდა შენთვის გავილექსო, მზის ამოსვლას შევეგებოთ განთიადზე, ზამთარი და გაზაფხული გავიხსენოთ.
შემოდგომით უკვე აღარ მიმატოვებ, შენს მუცელში, აფეთქდება სიყვარული, და ზამთრისთვის გმზდებულ ბავშვის სამოს, დაალაგებ კარადაში სიხარულით.
დარჩი ჩემთან, წელიწადის ყველა თვეში, შენზე ფიქრებს მუდამ გულით დავატარებ, დამიბრუნდი, ამ ზმთარში გელოდები და ცხოვრებას შენთან ერთად გავატარებ.
* * *
ხოტბას შეგასხამ, აგიტაცებ ღრუბლებზე მაღლა, ტანს შემოგახვევ, ვარსკვლავების კაშკაშა ფერებს, მე უშენობას სამუდამოდ წარსულში ვმარხავ, და უნაპირო ოცნებებით დავეძებ ხმელეთს.
როგორ საოცრად უცხო არის, ეხლა ზამთარი, თითქოს გაზაფხულს ჩაეჭიდა უცხო კავშირით, გადმონასროლი, მომავლიდან მოჩანს აპრილი, და მოგონება ჩემში ცოცავს თოთო ბავშვივით.
დღეს სულ ერთი ხარ, როგორც გსურდეს ისე გაიგე, შენზე ფიქრებიც სულ ერთია წლებით გადამაქ, მომენატრები, აპრილისფერ თბილ დეკემბერში, გაზაფხულზე კი სამუდამოდ ლექსში დაგმარხავ.
* * * მინდა როგორმე გაპატიო,არ შემიძლია, არ შემიძლია, გაგიღიმო როცა ვიჩხუბებთ, როცა თვალებით გინდება რომ ბრაზი გამიქრო, უკვე გიცნობ და მაგ თვალებთან აღარ ვიჩოქებ.
როცა უშენოდ, ყველაფერი მოგავდა წარღვნას, და ვლოცულობდი ნეტავ ერთხელ კიდევ მენახე, მე ვოცნებობდი ხელმეორედ გრძნობების ახსნას, მაგრამ სიტყვები შესაფერი ჩემში ვერ ვნახე.
ეხლა, როდესაც დაგამარცხეს ჩემმა გრძნობებმა, შენ გქვია ცოლი, ჩემს საწოლში ლამაზად გძინავს, მე აღარ ვგავარ, ძველბურად უშენოდ მოკვდავს, და მშვენებაზე გამარჯვების მოვირგებ ნიღაბს.
* * * შენ გუშინ უკვე გეწოდა დედა, დაღლილ სხეულზე ატირდა ბავშვი, მე ღამით მათბობს ორი საბანი, შენ კი ვარდებით გელიან სახლში.
მოკვდა თვალებში ღია ბავშვობა, დაგერქვა დედა, ზრდასრული ქალი, მე დავრჩი მხოლოდ შენს ძველ დღიურში, მე გავხდი ერთი გავლილი წამი.
შენ გუშინ უკვე გეწოდა დედა, მე მოგონებად ფურცელზე დავრჩი, გადავიქეცი თეთრზე ლურჯ მელნად, და გულიდან კი უკვალოდ გავქრი.
შენ უკვე შვილი გეძახის დედას, ბედნიერების დაცურავ ზღვაში, მის თვალებს იქეთ ვერაფერს ხედავ, მე კი მარტო ვარ გაყინულ სახლში.
* * * მე არ მომბეზრდით, მე უბრალოდ გადავიღალე, საჯუთარ თავთან, თქვენზე ფიქრში გადავიკარგე,
მე არ მომბეზრდით, მე უბრალოდ გამოვიცვალე, ბოდიშს მოგიხდით თუკი თქვენთვის ვერ მოვიცალე.
მე არ მომბეზრდით, მე უბრალოდ თქვენით ვარსებობ. და ეს "უბრალოდ" კიდევ ბევრჯერ უნდა ვახსენო.
მე თქვენ მიყვარხართ, მე "უბრალოდ" არა მაქ სხვა გზა, გთხოვთ მომიტევეთ მაგრამ არ მსურს არაფრის ახსნა.
და ასე მშვიდად, მე უბრალო უბრალოდ ვქრები, უბრალო ხალხში ალბათ ყველა უბრალო ვხდებით.
მე არ მომბეზრდით, მეც თქვენსავით ყველა მიყვარხართ, და როცა გნახავთ მაშინ გეტყვით ჩემთვის ვინახართ.
თქვენ არ ხართ ჩემთვის ჩემს თავზე მეტი, თქვენ არ ხართ მხოლოდ ხალხი და მასა, თქვენ გახდით ჩემი სიცოცხლის ფესვი, და მე კვლავ არ მსურს არაფრის ახსნა.
* * * მე არ მოვკვდები, ვერ დაგდებთ პატივს, გარდავიცვლები თქვენს თვალებს მიღმა, არ დამაყაროთ ცრემლები ყალბი, ფარისევლობა მიწაზეც მრყვნიდა.
ნუღარ დამიწყებთ ძებნას ცოცხლებში, მე დაგემალეთ ღრუბლების ჩრდილში, და დარჩენილი სიცოცხლის წლები, უნდა გავლიო ჩემს თავთან ფიქრში.
მე არ მოვკვდები, ვერ დაგდებთ პატივს, დაგემალებით ჰორიზონტს იქით, დედამიწაზე როცა ვერ მნახავთ, ნუ შეწუხდებით ზედმეტი ფიქრით.
* * * რაღაც მაკავებს მიწაზე თითქოს დღეს სიგიჟესთან უფრო ახლოს ვარ მე ჩემი რწმენის არმჯერა თვითონ და ამდენ ხალში მაინც მარტო ვარ
ვკარგავ სუფლიორს საკუთარ თავთან სულით ობლობის ვირწმუნე აზრი სხვაში ვეძებდი ჭეშმარიტებს მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვარ მცდარი
არვიცი რა მაქ საერთო ხალხთან თითქოს ვარ ზღვაში ნასროლი ბოთლი მსახიობს ვგავარ თეატრის მიღმა რომელსაც მუდამ არ რჩება როლი
მაგრამ მე მაინ სცენაზე ვდგავარ საკუთარ თავთან ვთამაშობ პოეტს არც ხალხია და არც სპექტაკლია ავარჩევ ჩემთვის საყვარელ როლებს
რაღაც მაკავებს მიწაზე თითქოს დღეს სიგიჟესთან უფრო ახლოს ვარ მე ჩემი რწმენის არ მჯერა თვითონ და ამდენ ხალში მაინც მარტო ვარ
* * * ქორწილი იყო ჩემს გვერდით შაბათს, ჩემს მარჯვნინ გოგოს გაეხსნა ბედი, და ამშვენებდა ქალს თეთრი კაბა, ორი კვირის წინ მას თხოვეს ხელი.
და ზუსტად ქვემოთ,ქვედა სართულზე, ვიღაცას ბოლო მოუღო ბედმა, ახალგაზრდა ბიჭს უთხრიან საფლავს, და თავთან ცრემლით ასველებს დედა.
სამი თვის ბავშვის ტირილი ისმის, და მისი ცოლი იხევდა პერანგს, იზილებოდა ეს ყოველივე, პანაშვიდი და ქორწილი ერთად.
ეჩეხებოდა მაყარი მამას, შავებში ჩაცმულს დარდისგან დამჭკნარს, ზედა სართულზე თხოვდება გოგო, ქვემოთ კი ცოლი ქმარს ატანს საფლავს.
ამ ყოველივეს მე ვუმზერ სახტად, და მგონია რომ გასკდება გული, აქ სიგნალების ისმის ხმაური და ყვავილების მახრჩობს მე სუნი.
ასეთი რამე არვის გინახავთ და გული ასჯერ ძლიერად ფეთქავს, პირველად ვნახე,პირველად ვნახე, პანაშვიდი და ქორწილი ერთად.
* * * ქუჩაში, ათას გაყინულ სახეს, ნამუს წართმეულ სხეულებს ვხედავ, ვერ იხსენებენ გუშინდელ ცოდვებს, ტაძრის დანახვა უღვიძებთ რწმენას,
გადასახავენ პირჯვარს თავის მხრებს, ვალმოხდილია თავისთავს ატყობს, ვისთვის ილოცა როცა შეჩერდა, რომც შეეკითხო აღარც კი ახსოვს.
* * * მე შენთვის, ერთი უცნობი წამი, შენ ჩემთვის ალბათ მთელი სამყარო, რა ნელა ფეთქავს უშენოდ გული, როემლიც მინდა რომ შენ ატარო.
შენ სილამაზის უკვდავი სახე, მე კი უბრალო სტროფების მცველი, მხოლოდ ლექსების პატრონი მერქვას, შენკი ათასი გულების მკვლელი.
ამ ათას გულში ერთ–ერთი ჩემი, შენი სიშორით ანელებს ფეთქვას, და მომაკვდავი გიჟური ლტოლვით, მხოლოდ შენს მკერდში იპოვნის შვებას.
* * * * * * მოგენატრები, წლები ისევ თავისას იტყვის, მიითენთება ახალგაზრდა შენი თვალები, მე მოგილოცავ მეთხუთმეტე დაბადების დღეს, სწორედ იმ დღიდან როცა ჩემგან მაინც წახვედი.
უკვე აღარ ხარ ის პატარა ლამაზი ბავშვი, მშვენიერ სახეს დატყობია ნაოჭის კვალი, დრომ ააგლიჯა საოცარი ღიმილი ტუჩებს, და გოგოს ნაცვლად იკვეთება სახელი ქალი.
რადგან, არც ისე გიხარია ასაკთან ბრძოლა, დაბადების დღეს ეგებები უკვე სხვაგვარად, გულს ვერ გიხარებს ძველებურად მეგობრის მოსვლა, ნელა მიდიხარ და სარკის წინ ითვლი ჭაღარს.
გაგახსენდება, ზუსტად ამ დღეს თხუთმეტი წლის წინ, დავდიოდით და სიყვარული გვერქვა სახელად, ასე ჩაგივლის მეორმოცე დაბადების დღე, მომდევნო დღე კი შენ ბავშობას უფრო წალეკავს,
მე მოგილოცე, მეთხუტმეტე დაბადების დღე, სწორედ იმ დღიდან როცა ჩემგან მაინც წახვედი, მოგენატრები წლები ისევ თავისას იტყვის, და ჩაქრებიან იისფერი შენი თვალები.
|