ტექნიკის განვითარებასთან ერთად, მობილური აპარატების მეშვეობით ფარული ვიდეო-აუდიო ჩააწერების გაკეთება ძალიან მარტივი გახდა, რასაც საქართველოში სულ უფრო და უფრო წარმატებით იყენებენ ადამიანის დისკრედიტაციისთვის, დაშანტაჟებისთვის და ა.შ.
ხშირად ვრცელდება რიგითი მოქალაქეების ფოტოსურათები, ხდება მათი საჯაროდ დამცირება, გამასხარავება და ა.შ.
თუნდაც ეს თემა ავიღოთ:
> ბრატცი შევესიეთ, allshares.ge თუმცა, კონკრეტულად ფორუმის ამ თემის განხილვა ნაკლებმნიშვნელოვანია.
საინტერესოა ზოგადი მსჯელობა, რამდენადაა საქართველოს კანონმდებლობით დაცული ადამიანის ღირსება, პირადი და საქმიანი ცხოვრება და ა.შ.
რამდენად ეფექტურია მოქმედი რეგულაციები და საჭიროა თუ არა უკეთესად მოწესრიგება ამ სფეროსი.