ჩვენ უკრაინის ბედი უფრო გვაინტერესებს

ინტერვიუ ტელეკომპანია CNBC–თან და სააგენტო Bloomberg–თან


შეხვედრა კომპანია OAO LUKOIL-ის დამფუძნებელთან
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია OAO LUKOIL-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ვაგიტ ალეკპეროვს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, ხოლო აღიარებული და სანდო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტია, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორში, როგორიც ლოგისტიკაა.

შეხვედრა საუდის არაბეთის პრინცთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრინცს, მის სამეფო უდიდებულესობას, ტურკი ალ ფაიზალს შეხვდა.
საუდის არაბეთი მზადაა საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

შეხვედრა LAZARD-ის ხელმძღვანელობასთან
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია LAZARD-ის აღმასრულებელ დირექტორს, მატიე პიგასის შეხვდა.
Lazard არის წამყვანი დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის კომპანია, რომელიც დაარსდა 1848 წელს, ახორციელებს სამიანობას 26 ქვეყნის 40 ქალაქში. მისი სათაო ოფისები კი მდებარეობს ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში. კომპანიის შემოსავალმა 2012 წლის 1971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შეხვედრა TATA-ს ხელმძღვანელობასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TATA SONS LTD ხელმძღვანელობას შეხვდა. TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიებს ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები.

შეხვედრა JUMEIRAH GROUP-თან
საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო გააცნო საქართველოს დელეგაციამ დავოსში ცნობილი არაბული კომპანია JUMEIRAH GROUP ის აღმასრულებელ დირექტორს ჯერალდ ლოულესს.
JUMEIRAH GROUP წარმოადგენს დუბაიში დაფუძნებულ მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ქსელის კომპანიას და DUBAI HOLDING--ს ნაწილს. იგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მაღალი კლასის და ინოვაციურ კომპანიად და მიღებული აქვს მრავალრიცხოვანი ჯილდოები საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში.

შეხვედრა BLACKSTONE-ს დირექტორთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BLACKSTONE-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, სტივენ შვარცმანს შეხვდა.
BLACKSTONE არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია ინვესტირებისა და კონსულტაციების სფეროში. სათაო ოფისი განლაგებულია ნიუ-იორკში. კომპანია დაარსებულია 1985 წელს სტივენ შვარცმანისა და პიტერ პიტერსონის მიერ. საინვესტიციო მექანიზმების მეშვეობით კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულია აქტივები 248 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.

შეხვედრა კომპანია LAFARGE-ს აღმასრულებელ დირექტორთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად საქართველოს დელეგაცია ცნობილი ფრანგული კომპანია LAFARGE-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ლაფონტს შეხვდა.
Lafarge არის ფრანგული ინდუსტრიული კომპანია, რომლის სპეციალიზაციაშიაც შედის ოთხი ძირითადი პროდუქტი: ცემენტი, სამშენებლო დანამატები, ბეტონი და თაბაშირ-მუყაო.

პრემიერ-მინისტრი სესიაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისაკენ “ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ჯგუფურ დისკუსიაშიც ჩაერთო
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებელობაზე, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულდეს. ეს რკინიგზა იქნება კასპიის ზღვის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი საქართველოსა და თურქეთის გავლით.

შეხვედრა AGILITY LOGISTICS-თან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დავოსში გრძელდება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კუვეიტური უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანიის AGILITY LOGISTICS -ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ტარეკ სულთან ალ ესსას შეხვდა.
AGILITY წარმოადგენს ინტეგრირებული ლოგისტიკის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს 22,000-ზე მეტი დაქირავებული თანამშრომლით, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ ოფისში არიან დასაქმებულნი. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში

შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან (9 ფოტო)
2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდება - ეს გადაწყვეტილება დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრაზე იქნა მიღებული. ეს იქნება პირველი ამ მაშტაბის შეხვედრა კავკასიაში, რომელიც იქნება იქნება შესაძლებლობა საქართველოში ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად.
ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს მთანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც EBRD აფინანსებს, წარმოადგენს გადამწყვეტ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის.

AGCO-ს აღმასრულებელ დირექტორთან მარტინ რიხენჰაგენთან
საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო ქართულმა დელეგაციამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ამერიკული კომპანია AGCO-ხელმძღვანელობას.
ქართულმა დელეგაციამ AGCO -ს პრეზიდენტთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოში წარმოების დაწყების პერპექტივა განიხილა, რაზეც მარტინ რიხენჰაგენმა თანხმობა გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა.

შეხვედრა ROYAL PHILIPS-თან
ROYAL PHILIPS-ი საქართველოში რეგიონალური სათაო ოფისის გახსნას გეგმავს. დეტალების შესათანხმებლად კომპანიის აღამსრულებელი თავმჯდომარე ჰარი ჰენდრიკსი საქართველოში 23-25 აპრილს ჩამოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას იდეის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრა ჰარი ჰენდრიკსსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დღეს დავოსში გაიმართა.