maransky
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1575
წევრი No.: 22021
რეგისტრ.: 26-July 06
|
#39577741 · 25 Jan 2014, 17:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღია წერილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ბატონო პრეზიდენტო შაბათს, 4 მარტს, ბაკურიანში, თხილამურზე სრიალის შემდეგ, ვიდრე მანქანაში დაბრძანდებოდით, თქვენთან ახალგაზრდა გოგონა, გნებავთ ქალბატონი მოვიდა და იმის შესახებ მოგახსენათ, თუ როგორ იყო მთელი დღის განმავლობაში, სათხილამურო ტრასიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, გადაკეტილი სამანქანო გზა. იმის შესახებაც მოგახსენათ, რომ არავის უშვებდნენ და ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ძალიან წვალობდნენ. საკმაოდ ცივი და თოვლიანი ამინდი იყო. პირველ ჟერზე თქვენ მხოლოდ ჩვეული, თავდაჟერებული, ოდნავ პათეტიკური პასუხით დაკმაყოფილდით და ბრძანეთ, რომ თქვენს გამო გზა არასდროს გადაკეტილა, ბოლოში კი ოდნავ უკულტუროდ დააყოლეთ – ~გოგო!~ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ქალმა კიდევ ერთხელ გაგიმეორათ, რომ გზა დილის ათი საათიდან გადაკეტილია, მას თქვენი დაცვის წევრებმა, რბილად რომ ვთქვათ, გვერდზე გაყვანა დაუწყეს. თქვენ ამაყად შემოტრიალდით და შემდეგი სიტყვებით მიმართეთ თქვენი დაცვის ერთგულ და მონდომებულ წევრებს – ~გაუშვით, მაგის დედაც #####ან!~ (ამ სიტყვების ავტორი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ იყოს, მერწმუნეთ, აღარ გავიმეორებდი) და ისევე ამაყად დაბრძანდით თქვენს მანქანაში. ახალგაზრდა ქალბატონმა ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, ეს იყო: ~უზრდელი ბრძანდებით~. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს ძალზე ლმობიერი და კორექტული შენიშვნა იყო თქვენი მისამართით. იმის შესახებაც მოგახსენებთ, რომ ქალბატონი ორი მეგობარი გოგონასა და საკუთარი ვაჯიშვილის თანხლებით იყო. მაპატიეთ, ასე აღმატებულ ტონში რომ მოვიხსენიებ საკუთარ თავს, მაგრამ თუკი თქვენ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა პრეზიდენტი ბრძანდებით, პატარა, მაგრამ არსებული ასაკობრივი სხვაობა იმის უფლებას მაძლევს, საკუთარი თავი ახალგაზრდა ქალბატონად მოვიხსენიო. ჩემთვის ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც ყველაზე მეტად შემაშფოთა, ის გახლავთ, რომ თქვენ ამ შემთხვევაში არა ვინმე ნინია კაკაბაძეს აგინეთ (თუმცა ეს ქალბატონი სწორედ მე გახლდით), რომელიც, შესაძლებელია, რამდენიმე კრიტიკული წერილის თუ სატელევიზიო გამოსვლის ავტორია, არამედ თქვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და თქვენს ამომრჩეველს; მოქალაქეს, რომელმაც თქვენს გამო შექმნილი უხერხულობის შესახებ საკმაოდ ზრდილობიან ფორმებში მოგახსენათ. მგონი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თქვენი რეაქცია უზრდელი კაცის საქციელს ჰგავდა. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ოჟახში უზრდელობა, მაგალითად თქვენს სათაყვანებელ წინაპრებს არ უსწავლებიათ, მაგრამ ტიტულმა, სოციალურმა მდგომარეობამ, ხალხის სიყვარულმა, როგორც ეტყობა, ზრდილობა დაგავიწყათ. ცუდი კი ის არის, რომ ახლა ნათლად დავინახე, როგორია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი კამერებს მიღმა. ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ თქვენი ხალხში გასვლის სცენები დრამატურგიულ ჩარევებსა და თეატრალიზებულ ფორმებს ატარებდა, მაგრამ არ მეგონა თქვენი როლიდან გამოყვანა ასე მარტივი თუ იქნებოდა. ჟერ კიდევ არსებული ილუზია იმის შესახებ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს დემოკრატიული და ლიბერალურ ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება სურს, ჩემდა სამწუხაროდ, მთლიანად დაიმსხვრა. დემოკრატია მხოლოდ შოუს არ გულისხმობს, სადაც თქვენ ადამიანის უფლებებზე, ნაციონალურ უმცირესობებზე, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსვლები გაქვთ და რომლის გამო ბევრჟერ დამიკრავს თქვენთვის ტაში. ბევრჟერ გამხარებია და მომწონებია, როდესაც ხან სცენაზე მოცეკვავეს გხედავდით, ხან კი – მიუსაფარ მოხუცებთან ერთად, როგორ მადიანად მიირთმევდით წვნიანს, ან კი როგორი გულწრფელი სიხარულით უსმენდით ამომრჩევლებს, თქვენდამი მოძღვნილ ლექსებს რომ კითხულობდნენ. ~სულ ამერიკის პრეზიდენტივით არის~ - იტყოდა ბებიაჩემი, ცოცხალი რომ იყოს, მე კი უბრალოდ და ჩუმად მომწონს. მაგრამ თქვენი დემოკრატია რომ მხოლოდ კარგი რეჯისორის დამსახურებაა, ესეც ცხადი გახდა ჩემთვის. თქვენი ადამიანურობა კი მხოლოდ ტელევიზიების თანდასწრებით და მადლიერ ამომრჩევლებზე რომ ვრცელდება, ესეც გასაგებია. დღეს უკვე აღარ მგონია, რომ თქვენი ქუჩური სლენგი ასეთი ღარიბი იყოს, დარწმუნებული ვარ, სხვა უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის, ეგრედ წოდებულ ~ცხრასართულიანებს~ არ იშურებთ. მაშინ, როდესაც ქურდულ სამყაროსთან და ქურდულ მენტალიტეტთან ღია ომი გამოაცხადეთ, ამასაც აღფრთოვანებით შევხვდი, მაგრამ, როგორც ეტყობა, თქვენთვის ქურდებთან ბრძოლა სწორედ ქალების დედის გინებას ნიშნავს, კანონიერი ქურდები ხომ ქალებს არ აგინებენ, მათი ხელქვეითები კი ისე კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, როგორც თქვენი ქვეშევრდომები, მაგალითად დონაძე, ახალაია, მელნიკოვი და ა.შ. სამწუხაროდ ჩემი ქვეყნის მთავრობის ნაწილი მკვლელებით არის დაკომპლექტებული, პრეზიდენტი კი ერთი თვითკმარი ადამიანია, რომელიც დემოკრატი მეფის როლს ჟერ კიდევ წარმატებულად ასრულებს. კიდევ ერთი კორექცია იმ დღეს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დაცვის წევრები მთელი საღამოს განმავლობაში ასეთი ფორმით დამეძებდნენ: ~ვინ იყო ის მთვრალი გოგო, პრეზიდენტს რომ უზრდელი ეძახა~. გავკადნიერდები და თავს უფლებას მივცემ, პატარა შესწორება შევიტანო ისტორიის მათეულ ინტერპრეტაციაში. უმჟობესი იქნებოდა, ასე ეკითხათ – ~სად არის ის გოგო, პრეზიდენტმა დედა რომ აგინა?~. დამეთანხმებით, ეს ვერსია უფრო ახლოს დგას რეალურ სურათთან. თქვენი პოლიტიკური სიმშვიდისათვის, რასაკვირველია, იმ დღეს ჟობდა მთვრალიც ვყოფილიყავი, რასაც მეორე დღეს პოლიციელების მიერ აღმოჩენილი სუბუტექსი, ან საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი იარაღის არსენალიც მოყვებოდა, რომელსაც ოპერატიული სამსახურის წარჩინებული მუშაკები მედიის საშუალებით საზოგადოებას მაშინვე ამცნობდნენ, თქვენი სხვა პოლიტიკური, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზების გადასაფარად. ეს ხომ ჩვეული, ათწლეულების მანძილზე საბჭოთა იდეოლოგიის მიერ აპრობირებული და ჟერ კიდევ აქტუალური მეთოდია განსხვავებული ხედვის მქონე უმცირესობის წინააღმდეგ. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს რაც შეეხება ჩემი არაფხიზელი ცხოვრების სტილს. თუმცა ვინ იცის, რა მარტივია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება მათთვის, ვინც ფხიზელი თვალით არ აფასებს მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ ახლა იმის შესახებ, რაც, ჩემდა სამწუხაროდ, სრულიად ფხიზელი თვალით და გონებით დავინახე და გავაცნობიერე. მაშინ, როდესაც თქვენი დაცვა ჩემს სახელსა და გვარს არკვევდა, არც ერთი ჩემი მეგობარი მათ ჩემს ვინაობას არ უმხელდა. არა ქურდული მენტალიტეტიდან გამომდინარე (~მეგობარი არ დაასმინო~), არამედ იმიტომ, რომ ისინი ამით ჩემს უსაფრთხოებას იცავდნენ სრულიად შეგნებულად. ~აღარაფერი თქვა, გეხვეწები, მანქანიდან არ გადმოხვიდე, სანამ აქ არის, გეხვეწები, გაჩუმდი...~ ასეთი იყო მათი ხვეწნა-მუდარის შინაარსი. დღეს კი, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ბატონო პრეზიდენტო, ყველა ჩემი ახლობელი, ნათესავი თუ უბრალოდ ნაცნობი შეშინებული მთხოვს, რომ აღარაფერი ვთქვა. არ გეგონოთ, გმირად წარმოვიდგინე საკუთარი თავი, არა, უბრალოდ, როგორც ეტყობა, ჩემთვის, მიუხედავად ყველაფრისა, ჟერ კიდევ დაუჟერებელი და უცხოა შიში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება იწვევს. რამდენიმე ხნის წინ იმის შესახებაც დავწერე, რომ ქვეყნის სოციალურად დაუცველ ფენებში შიშის სინდრომის ნიშნები გაჩნდა, რაც ერთი ფრაზის - ~გაჩუმდი თორემ გაგვაციმბირებენ~ გამოჩენაში ვლინდებოდა. როგორც აღმოჩნდა, შევცდი, შიშის სინდრომი კი არა, უკვე პანიკური შიში არსებობს თქვენი და თქვენი ხელისუფლების მიმართ. არავინ არის დაცული, ადამიანებს სრულიად შეგნებულად, გაცნობიერებულად და დარწმუნებით სჟერათ, რომ შესაძლებელია ერთი პატარა ურჩობისთვის ტყეში წაგიყვანონ და უმოწყალოდ მოგკლან, ახლობელი მოგიკლან, ტყუილით და შეთითხნილი საქმით დაგაპატიმრონ და ა.შ. ბატონო მიხეილ, შიშზე სახელმწიფო ჟერ არ აშენებულა და თუკი თქვენ სტალინის, ჰიტლერის, კენედისა და ჩერჩილის სინთეზი გინდათ შექმნათ საკუთარ პოლიტიკურ პერსონაში, ეს აუცილებლად ფატალურ ფინალს შობს. არ შეიძლება კამერების თანდასწრებით კენედი და კამერის მიღმა, საკუთარი ქმედებით, აგრესიული დიქტატორი იყოთ. ალბათ ცოტა ხანიც გავა და შეიძლება ისეთი პრეტენზიული მოქალაქეების, როგორიც, მაგალითად, მე ვიყავი 4 მარტს, როცა თქვენი სპორტული ტკბობა დროებით შევაფერხე, ადგილზე ლიკვიდაციის განკარგულებაც გასცეთ და ეს იმით გაამრთლოთ, რომ უკმაყოფილება ქვეყანას ვერ ააშენებს და ჩვენ ხალხის მტრები ვართ. ხალხი შიშით არის შეპყრობილი, ყველაზე ფასეული კი – მომიტევეთ ამგვარი დიდაქტიკა, მაგრამ მე ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და თქვენი ამომრჩეველი ვარ, ამიტომ გეტყვით – თითოეული ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოებაა. ყველაზე წარმატებული ქვეყანა სწორედ ის გახლავთ, სადაც ერთ ადამიანს ისე უფრთხილდებიან, როგორც მთელ სახელწიფოს. მხოლოდ ძლიერი ჟარი, ზრდილობიანი პატრული, განათლების რეფორმა, ახლად შეღებილი სახლები, ახლად დაგებული ასფალტი, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ადამიანს ბედნიერებას არ მოუტანს, თქვენ კი ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლებაზე უნდა იზრუნოთ, რომელსაც ბედნიერება ქვია. P.შ. ცნობისათვის მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენს გამო ბაკურიანში პირველად არ გადაკეტილა გზა, ეს საკმაოდ ხშირად ხდება და, თუკი შესაძლებელი აღმოჩნდა, პატრულისთვის გვესწავლებინა ზრდილობა, იქნებ ისიც გახდეს შესაძლებელი, თქვენი დაცვის წევრებიც მეტად ეთიკურები იყვნენ მოქალაქეებთან. თუმცა, ამის მაგალითს ქვეყნის პირველი პირი უნდა იძლეოდეს. ბატონო მიხეილ, თქვენს გამო კი ქუჩებიც პერმანენტულად იკეტება და მაშინ, როდესაც რომელიმე კაფესა თუ რესტორანში გემრიელად სადილობთ, მას გარედან ბრაზიანი მცველები ყარაულობენ და შიგნით არავის უშვებენ. არადა, იქნებ სხვასაც შია და მასაც სწორედ ფრანგული სამზარეულოს კერძების მირთმევა სურს. ამას საზოგადოებას მოვახსენებ, ვისაც ჟერ კიდევ სჟერა, რომ გზებს შევარდნაძე კეტავდა, თქვენ კი – არა, ვინაიდან, სამწუხაროდ, დღეს მე უკვე აღარ მჟერა, რომ თქვენ არ იცით, როგორ დარაჟობენ იმ გზებსა და კარებს, სადაც თქვენ გაივლით ან კი ივახშმებთ და არც ის მჟერა, რომ არ იცით, რამდენი მკვლელია თქვენს მთავრობაში.
ნინია კაკაბაძე
|