მარტის დასაწყისში საქართველოს ისრაელის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვევიან. მათ გამოთქვეს სურვილი საქართველოში სხვადასხვა მიმართულების ინვესტიციები განახორციელონ. გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამუშაო ვახშამზე გაახმოვანეს, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

ისრაელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა და გოდების კედელი მოინახულა


აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან საუბარი შეეხება
ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს.
“ დღეს ჩატარდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა.ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ.” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის კოლეგას მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ პრემიერის ვიზიტის შესახებ კმაყოფილება გამოხატა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.



დღეს დილით ის იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ეიერუსალიმის ერების ხეივანში ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის უკვე მეორე ხის ნერგი - შარშან ივნისში ერების ხეივანში სიმბოლური ხე დარგო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელი-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და გამოთქვა სურვილი ერებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
შეხვედრაზე შიმონ პერესმა გამოთქვა კმაყოფილება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული კომისია იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბილი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა.შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ისრაელს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერპექტივებს.
