#39631866 · 29 Jan 2014, 17:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ჯერ სიტუაციას აგიხსნით,ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ჩემი უბნის ეზოში მომრავლა ჯგუფი ძაღლების(დაახლოებით 5-6 ერთად).რამოდენიმე დღის წინ დედაჩემი იყო მაღაზიაში ჩასული,უკვე ბნელოდა და უკან დაბრუნებისას სახლის პადიეზდთან გამოეკიდნენ,ტანსაცმელზე კბილიც გაკრეს მაგრამ საბედნიეროდ ვიღაცა 2 კაცი იყოო გამვლელები და იმათმა მიშველეს თორემ უეჭველი დამჭამდნენო.ამ შემთხვევის შემდეგ,რამოდენიმე დღეში პირადად მე ვბრუნდებოდი სახლში და ზუსტად კორპუსს რო მივუახლოვდი დავინახე რო ჩემი მეზობელი ფანჯრიდან უყრიდა საჭმელს,სადარბაზოს შესასვლელთან.ნუ ჭამისას ძაღლს რო არ უნდა მივუახლოვდე ეგ გავითვალისწინე და შორიდან დავუძახე მეზობელს რო ეხლა როგორ შემოვიდე მეთქი.იმან მიპასუხა: რისი გეშინია შემოდი არაფერს გიზამენო,ჩემი ხმის ამოღებაზე ერთერთმა ძაღლმა ყეფა დამიწყო.ცოტა ხანში მამაჩემიც მოვიდა და როდესაც ვუსაყვედურეთ არ ქალს რო რატო აჭმევთო,კიდე ერთმა მეზობელმა გამოთქვა პროტესტი,ეგ ძაღლები არაფერს აშავებენო,ნუ ამის მერე მოხდა როგორც ყოველთვის კორპუსიდან კიდევ რამოდენიმემ გამოიხედა და ყველა თავის აზრს გამოთქვამდა. 112 ში დავრეკეთ და მთავარი რაც მაინტერესებს შეიძლება თუარა რომ ამ 2 მეზობლის გამო არ წაიყვანონ ეს ძაღლები,არადა დედაჩემი კინაღამ დაგლიჯეს რამოდენიმე დღის წინ.კიდევ ის პრობლემაა რო ეს ძაღლები ერთ ადგილას არ არიან,მოძრაობენ და ხანდახან მოდიან ხოლმე ჩვენ სადარბაზოსთან,112 ში გვითხრეს რო უნდა დახვდეთ ჯგუფსო,მე კი დავხვდები მარა ეგრე დაჭერილს ხელიდან ხელში ვერ გადავცემ,მე რავიცი ის ძაღლები დღის კონკრეტულ მონაკვეთში სად არიან.
This post has been edited by ThatGuy on 29 Jan 2014, 17:30
--------------------
Don't be that guy , just don't ....
|