რავიცი ვერ ვნახე თემა თუ არის დახურეთ.
ვინ რა იცით ამ ავტორის შესახებ? მე ახლახანს წავიკითხე მისი "ვანო და ნიკო" და მართლა შთაბეჭდილებების ქვეშე ვარ
მოკლედ მისი წიგნის ბოლოში ცოტა რამ ავტორის შესახებ წერია და აი ამოვწერ :
ერლომ ახვლედიანი ერთ-ერთი საუკეთესო კინოსცენარისტი იყო საბჭოთა კავშირში. ბევრი ქართული ფილმი გადაუღიათ მისი სცენარით. იგი 1933 წელს თბილისში დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ორიენტალისტიკას სწავლობდა, რის შემდეგაც მოსკოვის კინოდრამატურგიის ინსტიტუტი დაამთავრა. ვანო და ნიკო 1956-58 წლებში დაწერა. მოგვიანებით მოთხრობათა კიდევ ერთი კრებული გამოჩნდა - " ზარმაცი წრუწუნას ცხოვრება". ვანო და მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს , მანამდე კი ხელნაწერის სახით შემოიარა ნაცნობების წრე. ვერც ერთი გამომცემელი ვერ ბედავდა ხელი მოეკიდა ასეთი ექსპერიმენტული, არა-იდეოლოგიური ნაშრომისთვის.
"ვანო და ნიკომ" ქართული ლიტერატურის 15-საუკუნოვან ისტორიაში მითიური სახელი დაამკვიდრა.
უნგრელი რეჟისორის პეტერ მესაროშის ფილმი "სულელი ბროწეულის ხე" მთლიანად ამ მოთხრობაზეა დაფუძნებული.
მისი ნამუშევრები ითარგმნა რუსულ, სომხურ, გერმანულ, უნგრულ, სირიულ, არაბულ ენებზე, 2003 წელს კი ნიდერლანდურ ენაზეც.
პერსონაჟები, რომლებიც ხან ბავშვები არიან, ხანაც -მოხუცები, ზოგჯერ ლმობიერებას ასახიებებენ, ზოგჯერ კი - სისასტიკეს.
მოთხრობები შედგენილია სიტყვების მინიმუმით, გამონათქვამებით რომლებიც გამუდმებით მეორედბა.
"ვანო და ნიკო" ერთგვარი კატალოგია ადამიანებს შორის შესაძლო ურთიერთობებისა...
აი ერთ-ერთი მათი თავგადასავალი :
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ.
ვანო აღარ უცქერდა ქალს.
ვანომ პაპიროსი ამოიღო და შემდეგ დიდხანს ეძება ასანთი ჯიბეებში.
— რას ეძებ?
ვანო აღარ უცქერდა ქალს. ვანო ასანთს ეძებდა.
— ასანთს?.. აგერ ასანთი, — და ქალმა მიწიდან გამტვერილი ასანთი აიღო და ვანოს გაუწოდა.
ვანომ გაიღიმა.
— რატომ იღიმები?
ვანო აღარ იღიმებოდა. ვანომ გამოართვა ასანთი, კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გაჰკრა, მაგრამ ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი კვლავ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მეორე ღერი და ისიც ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი ისევ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მესამე ღერი და ქარმა ის არ ჩააქრო, ვანომ პაპიროსს მოუკიდა და ასანთი ქალს გაუწოდა.
— გქონდეს სახსოვრად, — უთხრა ქალმა, — რატომ მიცქერ, შეგიყვარდი?
ვანომ ასანთი გულის ჯიბეში ჩაიდო.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ვანოს ნიკო ისევე უყვარდა, როგორც ნიკოს — ვანო. ვანოს ის ქალიც უყვარდა, რომელსაც უცქირა, უცქირა და მერე ძალიან შეუყვარდა და რომელმაც მას ასანთი უსახსოვრა...
მაგრამ ერთ დღეს ნიკოს ვანოს შეყვარებული შეუყვარდა...
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მეორე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სანთელი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი სანთელი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სანთელი ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ...
ნიკო წავიდა და სანთელი აანთო და წერილი მისწერა იმ ქალს.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მესამე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ქუდი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი ქუდი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა ქუდი ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ...
ნიკო წავიდა, ქუდი დაიხურა და პაემანზე შეხვდა იმ ქალს...
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ნიკოს ძალიან შეუყვარდა ის ქალი, მაგრამ კიდევ უფრო უნდოდა შეჰყვარებოდა. მეოთხე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და იმ ქალისადმი სიყვარული სთხოვა ვანოს. ვანოს ერთი სიყვარული ჰქონდა იმ ქალისადმი, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა იმ ქალისადმი სიყვარული ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და კიდევ უფრო შეუყვარდა ის ქალი.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
როდესაც კიდევ უფრო ძლიერ შეუყვარდა ის ქალი ნიკოს, უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიყვარული და მეხუთე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სიცოცხლე სთხოვა ვანოს. ვანოს მხოლოდ ერთი სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სიცოცხლე ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და იმ ქალს გაუყო ვანოს სიცოცხლე და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ...
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ...
მეგობრები იყვნენ ვანო და ნიკო და მეექვსე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ერთგულება სთხოვა მეგობარს. აბა, რა უნდა ექნა მეგობარს, აიღო და მისცა ერთგულება მეგობარს!..
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა მეგობარმა...
ვანოს აღარ უყვარდა ის ქალი, რადგან აღარ ჰქონდა იმ ქალის სიყვარული. ქალსაც აღარ უყვარდა ვანო, რადგან ვანოს აღარ ჰქონდა არც სანთელი, არც ქუდი, არც მისი სიყვარული, არც სიცოცხლე და არც ერთგულება. იმ ქალს ნიკო უყვარდა...
მეშვიდე დღეს ნიკო და ვანო ქუჩაში იდგნენ. ნიკომ აიღო პაპიროსი და დიდხანს ეძება ჯიბეებში ასანთი.
— რას ეძებ? — ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ასანთს ხომ არ ეძებ? — შიშით ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
ვანომ გულის ჯიბეზე მიიდო ხელი და გაახსენდა:
„— რატომ მიცქერ, მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ...
— რას ეძებ?
— ასანთს?.. აგერ, ასანთი...
— რატომ იღიმები?..
— გქონდეს სახსოვრად...“
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ნიკო, მე მაქვს ასანთი და, გთხოვ, ნუ მთხოვ, თორემ მოგცემ... ის სახსოვარია...
ნიკო წავიდა და სხვას სთხოვა ასანთი.
ნიკო და ვანო მეგობრები იყვნენ.
ა ლინკიც
http://lib.ge/authors.php?161
http://www.facebook.com/pages/Erlom-Akhvle...22092002?ref=tshttp://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=127 This post has been edited by tinaland on 20 Apr 2010, 14:15