ოკუპირებულ ცხინვალსა და იტალიურ ქალაქ ლანუზეის შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებას ხელი 13 იანვარს, ცხინვალის მერის, ალან ალბოროვისა და ლანუზეის მერის, დევიდ ფერელის მიერ მოეწერა.
"სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, იტალიაში ამ წლის დასაწყისში ჩვენი ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდით იტალიის სენატისა და პარლამენტის წევრებს, ასევე საზოგადოებისა და პოლიტიკის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს.
აღნიშნული შეთანხმება ცხინვალისა და ლანუზეის მერიებს შორის კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას მოიცავს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში იტალიის დელეგაციასაც ელოდებიან.
ცხინვალის მერმა ალან ალბოროვამ კი განაცხადა, რომ მისი იტალიელი კოლეგა მზადაა ცხინვალის მერიას ქალაქის მართვის, ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის, ხის გადამუშავებისა და ტურიზმის განვითარების გამოცდილება გაუზიაროს.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ ცხინვალის განვითარებისათვის იტალიელების გამოცდილება გავიზიაროთ," - განაცხადა ალბოროვამ.
წყარო:
http://news.ge/ge/news/story/77596-okupire...khmeba-gaformda- ესაა თქვენი ევროპა? მეც ევროპას ვუჭერ დღემდე მხარს მაგრამ რავიცი ისე მიდის საქმე ეს ელჩები ჩადიან და ლაპარაკობენ საქართველოს საეწინააღმდეგოს , ევროპის ქვეყნებმა სავაჭრო ურთიერთობა გააჩაღეს ოკუპანტებთან , ფუ თქვენი

, ჩვენ თავს ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ თორე არც რუსეთი გვიშველის და არ ევროპა