ბოლოს და ბოლოს ვყიდი ჩემს VAZ 2109-ს. დაღლილი კი გამოიყურება მაგრამ შიგნით გული აქვს სულ ნორჩი. რაც მთავარია გამართულია და დადის, ზოგჯერ სხვა მანქანებსაც უსწრებს, რომლებმაც არ იციან რომ ვეჯიბრებით. ბევრი კილომეტრი აქვს გავლილი და უამრავი რამ ნანახი. ნაკლი აქვს ბევრი, თუმცა არ სვავს და არ ეწევა. საუკეთესო რაც შერჩა ეს გამათმობელია. როგორც ახალგაზრდობაში ეტყოდნენ, ძევიტის "ფეჩი" კაი "ვტარიაკს" ჯობიაო. მოკლედ საუკეთესო შენაძენი არ იქნება, ეს ხომ საჩუქარია - რადგან ფასი სუფთა სიმბოლურია.
http://www.myauto.ge/car_details.php?car_id=8032731
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)