გამარჯობათ
უმორჩილესად ვთხოვ ამ თემაში მპოსტავ ფსიქოლოგებს, განმარტოს, რა იგულისხმება
http://minority.ge/ ზე შეხვედრილ ბისექსუალობის მე 4 კატეგორიაში
ასევე, მოდერებს ვთხოვ აცოცხლონ ეს თემა ცოტა ხნით მაინც
მოკლედ, ზემოთნახსენებ საიტზე შეხვედრილ ბისექსუალობის თემაში, წავაწყდი ბისექსუალობის 5 კატეგორიას.
ესენია: (ციტირება საიტიდან)
გეიჯონი (Gagnon, 1977) გამოყოფს ბისექსუალთა 5 სხვადასხვა კატეგორიას. 1) ახალგაზრდები, რომლებიც ექსპერიმენტების საშუალებით ცდილობენ გამოკვეთონ თუ რას ანიჭებენ უპირატესობას სექსუალური თვალსაზრისით. 2) ადამიანები, ვინც ჰომოსექსუალობიდან ჰეტეროსექსუალობაში და პირიქით გარდამავალ სტადიაში არიან. 3) ორივე სქესის მეძავები, რომლებიც თავისივე სქესის ადამიანებთან ფულის გულისთვის შედიან კავშირში. 4) ადამიანები, რომლებიც რეაგირებენ სექსუალურ სტიმულაციაზე მათი წყაროს განურჩევლად. 5) ადამიანები, რომლებსაც აშკარად აქვთ მიდრეკილება როგორც საკუთარ, ასევე საწინააღმდეგო სქესთან სექსუალური კავშირისადმი.
სექსოლოგიაში ცნობილია, რომ სქესობრივ გამღიზიანებლად შეიძლება სრულიად აბსტრაქტული, მექანიკური რამაც კი შეიძლება გახდეს სტიმულატორი.
სრულიად მექანიკური რამ, რაც ეროტიული სიმბოლოების სახით მოქმედებს ადამიანზე გამღიზიანებლად
მაგრამ ნახსენები მე 4 პუნქტი, რომელიც მრავალნაირად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული, ჩემის აზრით, ძალიან პროვოკაციული და ავანტიურისტულია. არადა, ერთი შეხედვით, კომპეტენტური ადამიანის მიერ არის ნათქვამი. სწორედ ასეთმა პროვოკაციულმა წინადადებამ, შეიძლება არამყარი ფსიქიკის ჰეტეროსესუალი დააყენოს საკუთარი ბისექსუალობის ეჭვების წინაშე
ამიტომაც, ასევე კომპეტენტურ ადამიანებს ამ საიტზე, ვთხოვ განმარტოს: რა იგულისხმება წინადადებაში: 4) ადამიანები, რომლებიც რეაგირებენ სექსუალურ სტიმულაციაზე მათი წყაროს განურჩევლად.
უღრმესი მადლობა
ჩემი მოტივაცია ამ თემის გახსნისა არის, ამ თემით დაინტერესება, რომელიც გამიღვივდა 17 მაისის მოვლენმების შემდეგ... მას შემდეგ ერთი პოსტის წაკითხვას უკვე არაერთი თემის, საიტის, წიგნის წაკითხვაც მოჰყვა ადამიანის სექსუალური იდენტობის საკოითხზე.
ვფიქრობ, ამ საკითხის ცოდნა არის აუცილებელი რამ ადამიანისთვის, როგორც მინიმუმ სკამის განსხვავებულისთის არ ჩასარტყმელად

და მაქსიმუმ, ცნობიერების გაფართოებისთვის
ისევ მადლობა და ველი მოსაზრებებს
* * *
დუმს თბილისი?
...............,.......
* * *
ვინმე ფსიქოლოგი არააააააააააააააააააააააააააა თემაშიიიიიიი?
This post has been edited by laplandia on 29 Jan 2014, 13:22