დიდი ალბათობით, წელს საქართველოში ინფლაცია 5 პროცენტს მიუკაკუნებს (და შეიძლება გადასცდეს კიდევაც). ეს არაა კატასტროფული მაჩვენებელი, მაგრამ ლარის დევალვაციის გამო ფასების ზრდა სწრაფად ხდება, რაც ქვედა ფენების უკმაყოფილებას იწვევს და სიღარიბის მაჩვენებელს კიდევ უფრო ზრდის.
ვიცი, რომ არაპოპულარულია რუსეთთან ანალოგიები, მაგრამ ჩვენს ძვირფას ხელისუფლებას ნაღდად არავინ დაძრახავს, თუკი პენსიების ზრდის ამბავში რუსულ მოდელს გადმოიღებენ.
http://www.commersant.ge/?page=news&id=6090ჰოდა, იქნება და, ჩვენს პატივცემულ ფინმინს და სოცუზმინს უფრო მეტი ეფიქრათ ამ კუთხით?

პ.ს. სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, დამეთვალა, თუ რამდენით გაიზრდება სოცხარჯი პენსიის 5%-ით გაზრდის შემთხვევაში, თუმცა დიდი ალბათობით ეს იმაზე დიდი თანხა არ იქნება, რაც ყბადაღებულ ჯიპებში აქამდე იხარჯებოდა.