#39634933 · 29 Jan 2014, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
C++ და ან C#, მიუხედავად იმისა, რომ C# ზე ვწერ, C++ ჩემი აზრით ჯობს თამაშებისათვის, რადგან უფრო დიდი რესურსია, იმ მხრივ, რომ C++ ის პრობლემების ბიბლიოთეკა უფრო ბევრს მოიცავს.
C# ში თუ დიზაინის მხრივ დახვეწილი პროგრამის დაწერა გინდა, ნუ პროგრამის კოდი C# ში დაიწერება. შეგიძლია ისწავლო XAML და WPF ტექნოლოგიას დაუმუღამო. ასევე C# ში დაწერილი პროგრამა .NET ის ნაწილია და ერთი მხრივ რაღაცნაირად დაცული ხარ ბაგებისგან + Visual Studio საკმაოდ კარგი IDE არის. C++ შიც შეგიძლია .NET ის ბიბლიოთეკები გამოიყენო, და Visual Studio ში წერო როგორც native C++ ისე managed C++ ანუ Microsoft ის გაკეთებული.
C++ ში გრაფიკულად დახვეწილი პროგრამის დაწერა როგორ ხდება ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი პირადი აზრი და რჩევა იქნება, რომ ჯობს თამაშებისთვის C++ ისწავლო. მაგრამ მაინც გადახედე C# ში XNA framework ს და დაგუგლე რითია კარგი და ცუდი.
მოკლედ რომ გითხრა C++ უფრო მიმაჩნია, რომ სერიოზული და რთული დონეა. თუ მზად ხარ რომ შეეჭიდო ჯობს პირადაპირ მაგით დაიწყო. მაგრამ უნდა იცოდე, რომ ბევრი სიძნეელეები იქნება. C# უფრო მარტივი და მოქნილია + რესურსიც ბევრია და კარგად ახსნილი, თუ რა თქმა უნდა ინგლისური ენა იცი.
ბოლოს მაინც შენი გადასაწყვეტია.
|