635 დისკზე არსებული ჩანაწერებიდან მხოლოდ 2 სცენა ყოფილა პიკანტური
ფარულ ჩანაწერებში დარჩენილი ორი პიკანტური სცენა 31 იანვარს განადგურდება
29 იანვარი 18:22348
ფარულ ვიდეომასალაში აღმოჩენილი ორი, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი, 31 დეკემბერს განადგურდება. ამის შესახებ, news.ge-ს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა.
„არსებობს კადრები, დისკები, დისკებზე არის ფაილები. ყველას უყურებდნენ და სადაც იყო მთლიანად პიკანტური სცენები, ყველა დისკი განადგურდა. დანარჩენებს უყურეს და უნდა დამუშავდეს. აღმოჩნდა, რომ ორი სცენა დარჩა და ამ მასალაზეა საუბარი“, - განაცხადა კახიშვილმა.
ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა.
http://news.ge/ge/news/story/77758-farul-c...rs-ganadgurdeba