მომენტ არაა ცუდი იდეა. დახვეწისა და კარგად განხორციელების შემთხვევაში იმუშავებს.
ერთი შეხედვით უაზრო იდეაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მოწინააღმდეგეების არგუმენტი იქნება - ვის უნდა ვუხადო 4 ლარი, მაინც ყოველ დილით გამოდიდ ვინმე სახლიდან და გაიყოლებს და ჩააგდებს ეზოს ნაგვის ბუნკერში.
ერთი შეხედვით ასეთივე უაზრო იდეა იყო 5 თეთრიანი ლიფტების ბიზნესი სულ თავიდან. მაშინაც მაგარი სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ბოლოს ისე მაგრა დაიქოქა და იმხელა აბაროტი წამოიღო, რომ ყველა მაგ ბიზნესის წილში ჩაჯდომას ჩალიჩობდა - შავებიც და წითლებიც

მოკლედ, როგორც მეგობარმა გირჩია ზემოთ აიღე რომელიმე კონკრეტული უბნის 5-6 9 და 16 სართულიანი კორპუსი და შერჩევით გამოკითხე ამ ლოკაციაში ვთქვათ 100 ადამიანი. ასევა გამოკითხე და ჩაიწერე მათი სურვილები და იდეებე. ამავე უბანში ხიე საპილოტე მომსახურება და ნახავ შედეგსაც.
ცნობისთვის, აშშ-ს დიდ ქალაქებში (ჩიკაგო, ნიუ იორკი და სხვა) მაფიოზურ კლანებს შორის დიდი ბრძოლები იყო თუ ვინ ჩაიგდებდა ნაგვის გატანის ბიზნესს, როგორც ერთ-ერთ მომგებიან ბიზნესს

წარმატებები