როგორ ხდება და ასე:
1.
10.1.1.0/24 - არი ქსელის მისამართი (და არა კონკრეტული ერთი აიპი),რომელიც მოიცავს ბევრ მისამართს, მისამართების იგივე აიპების რეინჯს. ამ ქსელში ბევრი აიპია თავმოყრილი. თუმცა, მათი რაოდენობა სასრულია, ანუ გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. "ჩარჩო" ამ შემთხვევაში არი სულ პირველი და სულ ბოლო აიპე ამ რეინჯიდან. ყველაზე პირველს ქვია network address, ბოლო აიპს კიდე broadcast. ვერცერთ მათგანს ვერ გაუწერ ჰოსტს ქელის კარტაში. ჰოსტზე შესაძლებელია მხოლოდ იმ აიპის გაწერა, რომელიც ამ რეინჯში მოთავსებულია network address-სა და broadcast address შორის.
კონკრეტულად ამ მაგალითში რომ გავიგოთ რომელი რომელი აიპია იქცევი ასე (იმედია სლეში იცი რაცაა და აგარ დავწერ)
10.1.1.0 255.255.255.0
ანუ პირველი სამი ოქტეტი "დაბლოკილია" და ცვლილებას განიცდის ბოლო ოქტეტი. ოქტეტი შედგება 8 ბიტისგან (00000000), რომელთაგანაც თითოეულმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ 2 მნიშვნელობა: 0 ან 1. რაოდენობა განსხვავებული კომბინაციების, რომლებიც ამ 1 იანების და 0-ების ცვლილებით შეიძლება მივიღოთ არი 2^8=256 (2 ხარისხად 8=256). ეს რიცხვებია რეინჯი 0-დან 255-ის ჩათვლით. ორობითში 00000000-დან 11111111-ის ჩათვლით.
როგორც უკვე ვთქვით, ამ რეინჯიდან პირველ და ბოლო აიპს ჰოსტს ვერ მივანიჭებთ, შესაბამისად, რომელი აიპების მინიჭებაც ჰოსტებზე შეიძლება, იქნება
მეორე და
ბოლოს წინა აიპი. რომ გავიგოთ ისინი, პირველ აიპს ერთი უნდა დავუმატოთ, ხოლო ბოლო აიპს ერთი უნდა გამოვაკლოთ, ლოგიკურია

პირველ სამ ოქტეტს დავტოვებ ათობითში, ხოლო მეოთხეს გადავწერ ორობითში
10.1.1.
00000000-10.1.1.
11111111 10.1.1.
00000001-10.1.1.
11111110 ატობითში, ეს იგივეა,რაც
10.1.1.
0 - 10.1.1.
25510.1.1.
1 - 10.1.1.
254ანუ მივიღეთ, რაც წერია მანდ:
network address (ქსელი, აიპების რეინჯი სადაცაა მოთავსებული) - 10.1.1.0
first host address (პირველი აიპი ამ რეინჯიდან, რომელიც შეგვიძლია გავუწეროთ ჰოსტს) - 10.1.1.1
last host address (ბოლო აიპი ამ რეინჯიდან, რომელიც შეგვიძლია გავუწეროთ ჰოსტს) - 10.1.1.254
broadcast address - 10.1.1.255
მეორე მაგალითში /25-ია მოცემული. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მეოთხე ოქტეტის 8 ბიტი კიარა, უკვე შვიდი ბიტი გვაქ იმისთვის, რომ ვატაროთ მანიპულაციები. შესაბამისად 2^7=128 განსხვაბეული ვარიანტი გვექნება. ამათგან პირველი ქსელის სახელია, ბოლო კიდე ბროდქასთი და გვრჩება 128-2=126 აიპი, რომელიც შეიძLება გავუწეროთ ჰოსტს.
10.1.1.0
0000000-10.1.1.0
1111111 მეოთხე ოქტეტში პირველ ბიტს ვერ ვეხებით.
10.1.1.0
0000001-10.1.1.0
1111110 მეოთხე ოქტეტში პირველ ბიტს ვერ ვეხებით.
ათობითში ეს იგივეა, რაც
10.1.1.
0 - 10.1.1.
12710.1.1.
1 - 10.1.1.
126ანუ მივიღეთ, რაც წერია მანდ:
network address (ქსელი, აიპების რეინჯი სადაცაა მოთავსებული) - 10.1.1.0
first host address (პირველი აიპი ამ რეინჯიდან, რომელიც შეგვიძლია გავუწეროთ ჰოსტს) - 10.1.1.1
last host address (ბოლო აიპი ამ რეინჯიდან, რომელიც შეგვიძლია გავუწეროთ ჰოსტს) - 10.1.1.126
broadcast address - 10.1.1.127
მესამე მაგალითი, სადაც მანიპულაციისთვის გვაქვს 6 ბიტი (რადგან პირობაში /26 წერია) გააკეთე შენით და უკეთესად გაიგებ პრინციპს.
პლიუს სხვა მაგალითებზეც ივარჯიშე.
მემგონი დეტალურად ავხსენი, თუ კიდე რამეს ვერ გაიგებ დაწერე